აი რატომ უშავდება ფოთლები თქვენს სპატიფილუმს. გაიგეთ, როგორ უნდა გადაარჩნოთ ის…

აი რატომ უშავდება ფოთლები თქვენს სპატიფილუმს. გაიგეთ, როგორ უნდა გადაარჩნოთ ის...

სპატიფილუმი მრავალწლოვანი მცენარეა წარმოშობით ლათინო ამერიკიდან, რომელიც მოვლის მხრივ ყველაზე უპრეტენზიოდ ითვლება. ასევე ამბობენ, რომ ეს მცენარე ყველას უნდა ჰქონდეს სახლში რადგან მას მოაქვს ოჯახური ბედნიერება. ინტენრეტში ყველაზე ხშირად ისმის კითხვა: რატომ უშავდება ფოთოლი სპატიფილუმს?

სპატიფილუმის მოვლა სახლის პირობებში

მართალია ის უპრეტენზიო მცენარეა, მაგრამ ეს იმას არ ნუშნავს რომ მას მოვლა სულ არ ჭირდება. არსებობს მიზეზთა მთელი რიგი ჩამონათვალი, რის გამოც შავდება მისი ფოთლები. მოდით უფრო დაწვრილებით გავეცნოთ მათ და გავიგოთ როგორ მოვუაროთ სწორად.

სპატიფილუმის მოვლასთან დაკავშირებული პრობლემები

რატომ შავდება სპატიფილუმის ფოთლები

არასწორი მორწყვა

ეს არის ერთ-ერთი მთავარი შეცდომა, რომელსაც ყველაზე ხშირად უშვებენ და არა მხოლოდ ამ მცენარის შემთხვევაში. სპატიფილუმს ჭირდება ზომიერი მორწყვა, მაგრამ მისი რაოდენობაც გარკვეულ წინაპირობას მოითხოვს.

თუ თქვენი მცენარე თბილ ადგილზე იზრდება, მაშინ მორწყვა საკმარისია მხოლოდ ნიადაგის ზედა ფენის გამოშრობისას. ჩახუთულ შენობებში მორწყვის ხანგრძლივობა უნდა გახშირდეს კვირაში 2-3-ის ოდენობით. ხოლო ცივ ოთახში საკმარისია კვირაში მხოლოდ ერთხელ მორწყვა. მნიშვნელოვანია, რომ არ მორწყათ მცენარე ფესვებთან, ეს ლპობას გამოიწვევს.

ქალური ბედნიერება, ფულის ხე და 7 ცნობილი ცრურწმენა ოთახის მცენარეების შესახებ - ALL TIME

მშრალი ჰაერი

თუ ფოთლების სიშავე არ ცდება 2 სმ-ს, დიდი ალბათობით ეს მშრალი ჰაერის ბრალია. არ დაგავიწყდეთ, რომ სპატიფილუმი ველურ ბუნებაში იზრდება ტროპიკულ ტყეში და ამიტომ საჭიროებს ტენიანობას. ზაფხულში აუცილებელია კვირაში 3-4 ჯერ ფოთლების დანამვა, ხოლო ზამთარში კვირაში ერთხელაც სავსებით საკმარისია.

გარდა ამისა კარგად უნდა მოიფიქროთ სად დადგავთ ამ მცენარეს. გამათბობელთან ყოფნისას ეს მცენარე უბრალოდ ვერ გაძლებს. თუ სხვა გამოსავალი მაინც არ გაქვთ, მაშინ აუცილებლად უნად დაიდგათ გვერდით 1 ჭიქა წყალი.

543047.jpg?/spatifilumi.jpg

მზეზე დიდხანს ყოფნა

სპატიფილუმს უყვარს მზე, მაგრამ არა მისი პირდაპირი სხივები. ამიტომ ზაფხულში მცენარე უნდა მოაცილოთ მზის სხივებს, ხოლო ზამთარში პირიქით.

სიცივე

სიცივე ყველაზე სახიფათოა ამ მცენარისთვის. ცივ პირობებში მცენარე ძალიან მალე კვდება. მცენარის ფოთლები იწყებს გაშავებას, ხოლო ყვავილები გახმობას. ეს იმის მანიშნებელია, რომ ოთახში ტემპერატურა 15 გრადუსზე დაბალია. გაყინული მცენარის გადარჩენა ფაქტიურად შეუძლებელია.

სპატიფილუმი - როგორ მოვუაროთ „ქალურ ბედნიერებას“?

მიუხედავად მისი არაპრეტეზნიულობისა, სპატიფილუმი საკმაოდ მგრძნობიარეა გარკვეული ფაქტორების მიმრთ. საბედნიეროდ ის ნიშანს დროულად გაძლევთ, რომ მოახერხოთ მისი გადარცენა. არ ვიცი რამდენად შეესაბამება სიმართლეს, მაგრამ ამბობენ ეს მცენარე ქალს თავისი ბედნიერების პოვნაში ეხმარებაო. ასეც რომ არ იყოს, ძალიან სასიამოვნოა მისი დანახვა.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია
აი რატომ უშავდება ფოთლები თქვენს სპატიფილუმს. გაიგეთ, როგორ უნდა გადაარჩნოთ ის…
რისთვის არის მდოგვის ფხვნილი სასარგებლო: გამოყენების 5 მეთოდი