კოჭა თქვენი თმის იდეალური მდგომარეობის შესანარჩუნებლად

კოჭა თქვენი თმის იდეალური მდგომარეობის შესანარჩუნებლად
კოჭა პირველ რიგში ცნობილია როგორც სანელებელი. ის ასევე რეკომენდირებულია ჰიპერტონიკებისთვის და როგორც ცხიმის მწველი საშუალება. თუმცა ამ სანელებელს აქვს კიდევ ერთი შესანიშნავი თვისება.
კოჭა თქვენი თმის იდეალური მდგომარეობის შესანარჩუნებლად

კოჭას საშუალებით შეგიძლიათ განთავიუსფლდეთ ქერტლისგან და თმის ცვენისგან: ეს ფესვი ხსნის ანთებით პროცესს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

კოჭას თმის ნიღბები

1. თმის ზრდის სტიმულირება

დაგჭირდებათ:

  • 1 თავი ხახვი
  • 3 სმ. კოჭას ფესვი

დანაკუწებული ხახვისგან და კოჭასგან გამოწურეთ წვენი. შეგიძლიათ დაამატოთ 1 ჩ.კ. ქოქოსის, ნუშის ან ნებისმიერი მცენარეული ზეთი. წაისვით თავის კანზე და გაიჩერეთ ნახევარი საათი. ამის შემდეგ ჩამოიბანეთ მსუბუქი შამპუნით.

კოჭა თქვენი თმის იდეალური მდგომარეობის შესანარჩუნებლად

ეს ნიღაბი დაგეხმარებათ თმის ცვენის შეჩერებაში და ალოპეციასთან გამკლავებაში. ის ასევე კარგად უმკლავდება თმის სიმშრალეს და მტვრევადობის შეჩერებას.

2. სისხლის მიმოქცევის გაძლიერება

დაგჭირდებათ:

  • 1 ს.კ. გახეხეილი კოჭა
  • 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი

შეურიეთ ინგრედიენტები და კარგად შეიზილეთ თავის კანში. 30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ რბილი შამპუნით.

კოჭა თქვენი თმის იდეალური მდგომარეობის შესანარჩუნებლად

ეს ნიღაბი ინტენსიურად აცხელებს თავის კანს. ამ მოქმედების საშუალებით ის აღვიძებს მიძინებულ თმის ბოლქვებს და აიძულებს თმას სწრაფად ზრდას.

3. თმის აღდგენა

დაგჭირდებათ:

  • 2 ს.კ. გახეხილი კოჭა
  • 1 ს.კ. ქოქოსის ზეთი

გამოწურეთ კოჭასგან წვენი და შეურიეთ ქოქოსის ზეთს. წაისვით ნარევი თავის კანზე და გაიჩერეთ 30 წუთი. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და მსუბუქი შამპუნით.

კოჭა თქვენი თმის იდეალური მდგომარეობის შესანარჩუნებლად

პროტეინების შემადგენლობის წყალობით ეს ნიღაბი დაუბრუნებს თმას ბზინვარებას და ძალას. ის ასევე დაამშვიდებს გამომშრალ თავის კანს და შეაჩერებს ქავილის შეგრძნებას.

4. ქერტლის მოშორება

დაგჭირდებათ:

  • 2 ს.კ. კოჭას წვენი
  • 3 ს.კ. სელის ან ზეითუნის ზეთი
  • 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი

შეურიეთ ინგრედიენტები და შეიზილეთ თავის კანზე 30 წუთით. ჩამოიბანეთ შამპუნით და გაიმეორეთ პროცედურა მესამე დღეს.

კოჭა თქვენი თმის იდეალური მდგომარეობის შესანარჩუნებლად

ეს ნიღაბი გაგანთავისუფლებთ ქერტლისგან, დაარბილებს თმებს და დაატენიანებს თავის კანს.

თუ ეფექტის გაუმჯობესება გსურთ, მაშინ დაამატეთ კოჭა საკვებში და სასმელშიც. აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია