ეფექტური და გარანტირებული ვარჯიშები, რომელიც ხერხემლის პრობლემას დაგავიწყებთ

ეფექტური და გარანტირებული ვარჯიშები, რომელიც ხერხემლის პრობლემას დაგავიწყებთ

ჩვენი ცხოვრებისეული რუტინა და ყოველდღიურობა ხშირად ზურგის ტკივილის მიზეზი ხდება. ეს კი გვიქმნის დისკომფორტს და ნაკლებად მიმზიდველს გვხდის. სწორი დგომა და ლამაზი ზურგი მხოლოდ ჯანმრთელი ხერხემლითაა მიღწევადი.

ზურგის ხშირ  ტკივილს  პრესის და ზურგის კუნთების ვარჯიში  მოგიხსნით. სავარჯიშოების კომპლექსს სახლის პირობებშიც მარტივად  შეასრულებთ, ამისთვის სულაც არაა საჭირო ძვირადღირებულ სავაჭრო დარბაზებს ესტუმროთ.

დგომის გამოსწორება ვარჯიშებით

ეფექტური და გარანტირებული ვარჯიშები, რომელიც ხერხემლის პრობლემას დაგავიწყებთ

დაწექით ზურგზე, თავით შეეხეთ იატაკს და ხელები მაღლა გაჭიმეთ. მოხრილი მდგომარეობით ფეხები მკერდისკენ წაიღეთ. შემდეგ დაუბრუნდით საწყის წერტილს. ეს ვარჯიში გაიმეორეთ რამდენჯერმე.

ზურგის კუნთების გასაჭიმად ხელები მოკიდეთ მუხლებს და მკერდისკენ წაიღეთ, ნიკაპი კი მოაქციეთ მუხლებს შორის.

ეფექტური და გარანტირებული ვარჯიშები, რომელიც ხერხემლის პრობლემას დაგავიწყებთ

თქვენი ხერხემლის ელასტიურობისთვის მარჯვენა ტერფი მარცხენა ფეხის ქუსლამდე მიიტანეთ, მარჯვენა ხელი კი იატაკზე გაჭიმეთ. თავი საპირისპირო მიმართულებით შეატრიალეთ და მოხრილი მუხლით იატაკს შეეხეთ.

ეფექტური და გარანტირებული ვარჯიშები, რომელიც ხერხემლის პრობლემას დაგავიწყებთ

კატის პოზა:

მუხლებზე დადექით, ხელებით იატაკს დაეყრდენით და ასეთი მდგომარეობით ზურგი ხან ჩაზნიქეთ და ხან ამოზნიქეთ.

ხერხემლის გასაჭიმად დაწექით ზურგზე, მარჯვენა თეძოზე დაიდეთ მარცხენა ტერფი. მარცხენა მუხლი თქვენგან გაწიეთ და თეძო კი თქვენსკენ მიიზიდეთ. ეს სავარჯიშო გაიმეორეთ მეორე ფეხითაც.

ტანი მუხლებისკენ ნელა მიწიეთ, ხელები შორს გაწიეთ და თავი მყარად დაიჭირეთ. ესაა კლსიკური ტიპის ვარჯიში.

მხრების ვარჯიში: მარცხენა იდაყვით დაეყრდენით იატაკს და მოთავსდით გვერდით პოზიციაში. მარჯვენა ხელი თეძოზე შემოიდეთ, ფეხები მუხლებში მოკეცეთ და უკან წაიღეთ. ასეთ პოზიციაში თქვენი თეძო მღლა აიწევა.

ეფექტური და გარანტირებული ვარჯიშები, რომელიც ხერხემლის პრობლემას დაგავიწყებთ

ვარჯიში მუთაქით: მუხლებზე დადექით და მუთაქა მუცლის კუნთებით დაიჭირეთ. ხელები გაწიეთ წინ და შემდეგ ნელ-ნელა მაღლა აწიეთ, ასევე ტერფებიც. ვარჯიშების ეს კომპლექსი კვირაში 2-3-ჯერ შეასრულეთ იმისთვის, რომ სიარულის და დგომის მანერა გაგიუმჯობესდეთ და ზურგის ტკივილმაც აღარ შეგაწუხოთ.

შეაფასეთ სტატია
ეფექტური და გარანტირებული ვარჯიშები, რომელიც ხერხემლის პრობლემას დაგავიწყებთ
დაკავშირებული სურათი
ეს 4 ძლიერი საშუალება გამოდევნის შარდმჟავას და ათავისუფლებს სახსრებს ტკივილისგან. პოდაგრაც კი უკვალოდ გაქრა