სისხლძარღვების გამწმენდი პროდუქტები

სისხლძარღვების გამწმენდი პროდუქტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები უამრავ ქვეყანაში ითვლება ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ სიკვდილის მიზეზად. მისი გაჩენის ერთ-ერთ მიზეზად ითვლება ათეროსკლეროზი. ის იწვევს სისხლის მიმოქცევის დარღვევას, ამიტომ ინფარქტის მიღების რისკი ბევრად იზრდება.

თუ თქვენ ოდნავ მაინც შეცვლით თქვენს რაციონს, ავადმყოფობის რისკი ბევრად შემცირდება. აი რამოდენიმე პროდუქტი, რომელიც აუცილებლად უნდა იყო თქვენს რაციონში.

სისხლძარღვების გაწმენდა

ორაგული
სხვა თევზის სახეობების მსგავსად, ორაგულის ფილე მდიდარია ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავებით. რეგულარული მოხმარებისას ის ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.

ფორთოხლის წვენი
სისხლძარღვების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად დღეში ერთხელ მაინც უნდა მიიღოთ ფორთოხლის წვენი. ეს სასმელი არა მარტო გულ-სისხლძარღვთა სისტემას გაუფრთხილდება, არამედ მოგამარაგებთ C ვიტამინის დღიური დოზით. ყველაზე კარგია თუ წვენს საუზმობიდან ნახევარ საათში მიიღებთ.

ბერძნული კაკალი
კაკალი არის დიდი რაოდენობით ომეგა 3-ის მჟავები და მონოგაჯერებული ცხიმები, რომელიც ეფექტურად ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს და აწესრიგებს სისხლძარღვების მუშაობას. მთავარია კაკალი მიირთვათ ზომიერად. დღიური დოზა 30 გრამს შეადგენს.

კურკუმა
კურკუმა შეიცავს კურკუმინს, რომელიც წარმოუდგენლად სასარგებლოა. ეს სანელებელი ამცირებს ათეროსკლეროზის დაფების გაჩენას. დაუმატეთ კურკუმა სადილს ან მოამზადეთ მისგან სასარგებლო სასმელი.

სისხლძარღვების გამწმენდი პროდუქტები

მწვანე ჩაი
ეს სასმელი არ საჭიროებს რეკლამირებას. თუმცა მისი სასარგებლო თვისებების შესახებ სრულ ინფორმაციას ნამდვილად არ ფლობს უამრავი ადამიანი. მაგალითად: მწვანე ჩაი შეიცავს კატეხინს, რომელიც ამცირებს ქოლესტერინის შეწოვის უნარს და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.

საზამთრო
გარდა თირკმელების ეფექტური გაწმენდისა, საზამთრო აფართობეს სისხლძარღვებს და ასტიმულირებს აზოტის ოქსიდის გამომუშავებას.

მთელმარცვლოვანი პროდუქტები
უჯრედისი, რომელსაც შეიცავს მარცვლეული, მარტივად ანთავისუფლებს ორგანიზმს ზედმეტი ქოლესტერინისგან.

სისხლძარღვების გამწმენდი პროდუქტები

წყალმცენარეები
ეს პროდუქტი ყველას გემოვნებაში არ ჯდება, მაგრამ ის ძალიან სასარგებლოა. წყალმცენარეების რეგულარული გამოყენება დაგეხმარებათ არტერიული წნევის დარეგულირებაში, სისხლძარღვების გაფართოებაში და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებაში.

წითელი მოცხარი
წითელი მოცხარი კალიუმის საბადოა. სულ რაღაც 2 ჭიქა მოცხარს შეუძლია 40%-ით შეამციროს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი.

ბროწეული
ეს პროდუქტი შეიცავს დიდი რაოდენობით ფიტოქიმიურ ნივთიერებებს, რომელიც იცავს არტერიების ლორწოვან გარსს ანთებისგან და დაზიანებისგან. ბროწეულის წვენი ასტიმულირებს ორგანიზმში აზოტის ოქსიდის წარმოქმნას, რაც სისხლძარღვების გაფართოების და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების საშუალებას იძლევა.

სისხლძარღვების გამწმენდი პროდუქტები

ზეითუნის ზეთი
ცივი გამოხდის ზეითუნის ზეთი მარტივად უზრუნველყოფს ორგანიზმს სასარგებლო ცხიმებით, ამასთან ერთად საგრძნობლად მცირდება ცუდი ქოლესტერინის დონე.

ასპარაგუსი
ასპარაგუსი არის დაბალკალოიული და თან საკმაოდ ნოყიერი საკვები. ის შესანიშნავად წმენდს არტერიებს, რადგან მდიდარია ფოლატით, რომელიც კურნავს სისხლძარღვების მრავალწლიან ანთებას და ამცირებს არტერიულ წნევას.

სწორ კვებას დაუმატეთ ფიზიკური აქტივობები, განთავისუფლდით სტრესისგან და იყავით ჯანმრთელი!

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
სისხლძარღვების გამწმენდი პროდუქტები
აუცილებლად შეაგროვეთ მოცხარის ფოთლები ზამთრისთვის! გაიგეთ რატომ…