ის, რაც ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს. 8 შეცდომა, რომელსაც კონსერვის გაკეთებისას ვუშვებთ…

ის, რაც ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს. 8 შეცდომა, რომელსაც კონსერვის გაკეთებისას ვუშვებთ...

თითოეული დიასახლისისთვისაა მნიშვნელოვანი, რომ გემრიელი კონსერვი გააკეთოს. ყველამ ვიცით თუ რამხელა შრომის ფასად კეთდება ეს ყოველივე და არავის სურს, რომ  მთელი მისი შრომა ფუჭი აღმოჩნდეს.

დღეს ჩვენ გაგაცნობთ ყველა იმ შეცდომას, რომელიც იწვევს კონსერვის გაფუჭებას ან ქილის გახეთვას. გაეცანით და გაითვალისწინეთ, რათა არ მოგიწიოთ კონსერვების გადაყრა.

 

1. უხარისხო მასალა
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი კონსერვის უნაკლოდ გაკეთებისთვის არის, ახალი და ხარისხიანი პროდუქტი. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიყენოთ ოდნავ დამპალი, დამჭკნარი და დაძველებული ხილი თუ ბოსტნეული. ამიტომ ყოველთვის კარგად დააკვირდით..

2. მარილი
კონსერვების გაკეთებისას აუცილებლად უნდა გამოიყენოთ მსხვილი მარილი. მიაქციეთ ყურადღება, რომ შეფუთვაზე იყოს მითითებული „№1 დაფქვა“ და არ იყოს იოდიზირებული.

3. წყალი
წყაროს ან ჭის წყლის გამოყენებისას, ჯობია ჯერ წამოადუღოთ ის. ზოგადად ყველაზე კარგია გაფილტრული ან ბოთლის წყლის გამოყენება. ცუდი წყალი აფუჭებს გემოს და არბილებს ინგრედიენტებს.

4. „თვალით“
ბევრმა დიასახლისმა იცის „თვალის ზომით“ კონსერვების დამზადება, რაც არაა სწორი. კი, შეიძლება თქვათ რომ გამოგდით, მაგრამ ეს მხოლოდ გამართლებაა. კონსერვანტ ნივთიერებებზეა დამოკიდებული თქვენი კონსერვის ხარისხი და აუცილებელია ზუსტად იყოს დაცული მათი რაოდენობა.

5. დიდი ზომის ხილი და ბოსტნეული
მსხვილი ნაყოფის ან დიდი ზომის ბოსტნეულის გამოყენებისას დაჩხვლიტეთ ის. დიდი ზომის ნედლეული ცუდად მწნილდება და მარილდება. შესაძლოა ამან გამოიწვიოს კონსერვის გაფუჭება

6. არაჰიგიენურობა
უმეტესობა ხომ ზამთრისთვის ვაკეთებთ კონსერვებს, რაც ზრდის მასში ბაქტერიების გამრავლებას. უმნიშვნელოვანესია ქილების და ხუფების გასტერილება. არანაკლებ მნიშვნელოვანია მათი სიმშრალის შენარჩუნება, რადგან სველი ქილა იწვევს პროდუქტის დაობებას. გასტერილების უამრავი მეთოდი არსებობს, მაგალითად: ორთქლით, მდუღარე წყლით ან მიკროტალღური ღუმელით.

7. ჭურჭელი
კონსერვის გაკეთებისას მნიშვნელოვანია ასევე შესაბამისი ჭურჭლის არჩევა. ზოგადად გახსნილი კონსერვი დიდხანს არ ძლებს და ამიტომ ჯობია პატარ-პატარა ქილებში მოამზადოთ. ეს განსაკუთრებით ეხება მურაბას, აჯიკას და დამწნილებულ სოკოს.

8. ქილების გადაბრუნება
იცით რატომ ვაბრუნებთ ქილებს კონსერვების მომზადებისას? ქილების გადაბრუნებისას უნდა მოხდეს ხუფის კიდეებზე დამაგრებული სილიკონის დარბილება, რაც ხელს შეუწყობს მის სრულ დალუქვას. ეს მნიშვნელოვანია, რომ შენახვის პირობები არ იყოს დარღვეული.

იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია სასარგებლო იქნება თქვენთვის. ახლა უკვე იცით, თუ როგორ უნდა აიცილოთ თავიდან კონსერვების გაფუჭება.

 

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია
ის, რაც ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს. 8 შეცდომა, რომელსაც კონსერვის გაკეთებისას ვუშვებთ…
რა მოხდება საღეჭი რეზინის გადაყლაპვის შემთხვევაში