მიზეი, თუ რატომ არ ყნდა გადაყაროთ ფორთოხლის კანი

ფორთოხლის ქერქის გამოყენების 12 გასაოცარი მეთოდი | რჩევები ვივიენისგან

ფორთოხლის ქერქის გამოყენების 12 გასაოცარი მეთოდი | რჩევები ვივიენისგან

ნამდვილად არ არის საკვირველი ის ფაქტი, რომ მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანი დილას იწყებს ფორთოხლის მირთმევით ან და მისი წვენის მირთმევით, რადგანაც აღნიშნული გაჯერებულია უამრავი ვიტამინებით, მაგრამ ცოტამ თუ იცის ფორთოხლის კანის სასარგებლო თვისებებზე. რის გამოც ადამიანები მას პირდაპირ ნაგავში ყრიან, მაგრამ აღსანიშნია ის ფაქტი, რომ უმეტესობა ციტრუსების კანიც ასევე სასარგებლოა ადამიანისთვის, როგორც მისი რბილობი.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ფორთოხლის კანი ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო ანტიბაქტერიულ საშუალებად. შეუდარებლად უმკლავდება ბაქტერიებს და ამავდროულად დიასახლისები ხმარობენ რთული ლაქების ამოყვანისთვისაც. ფორთოხლის კანში უამრავი ეთერზეთი შედის რის გამოც მას აქვს სასიამოვნო სუნი, რის გამოც მას გამოიყენებენ სხვადასხვა ზედაპირების დეზინფექციისა და გაწმენდის მიზნით.

ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ძმარი ერთ-ერთი კარგი ანტისეპტიკი გახლავთ და საკმაოდ ხშირად ხმარობენ მას ზედაპირების გასასუფთავებლად, თუმცა გაწმენდის შემდეგ რჩება მისი სუიამოვნო სუნი. ამიტომაც ახლა გასწავლით, თუ როგორ შეგიძლიათ დაამზადოთ საუკეთესო ანტისეპტიკი საშუალება.

ფორთოხლის კანი მოათავსეთ მინის ჭურჭელში და დაასხით მას ძმარი, აღნიშნული თავდახურულ მდგომარეობაში შეინახეთ ერთი კვირის განმავლობაში ბნელ ადგილას. ერთი კვირის შემდეგ გადაწურეთ სითხე და მიღებული საშუალება შეგიძლიათ გამოიყენოთ, ნებისმიერი ზედაპირის გასასუფთავებლად, ის არა მხოლოდ კარგად გაასუფთავებს მას არამედ სასიამოვნო სუნსაც მიანიჭებს.

ფორთოხლის ქერქის გამოყენების 12 გასაოცარი მეთოდი | რჩევები ვივიენისგან

ფორთოხლის კანი აგრეთვე ძალიან კარგია მინის ჭურჭლის გასასუფთავებლად, გასქურისა და მიკროტალღური ღუმელის გასასუფთავებლად, ის არაჩვეულებრივად ასუფთავებს მათ ცხიმისა და სხვა მიკრობებისგან.

ციტრუსის კანს აქტიურად გამოიყენებენ აგრეთვე სამზარეულოში, მაგალითად სხვადასხვა ნივთების გასაწმენდად, როგორიცაა სამზარეულოს დაფა, რომელსაც ვიყენებთ სხვადასხვა დანიშნულებით, თევზის, ხორცის, მზვანილის და სხვ პროდუქტების დასაჭრელად. ქერქი არაჩვეულებრივად ასუფთავებს მას. ასევე ფორთოხლის კანი აბაზანის საწმენდადაც არაჩვეულებრივია, კანზე დააყარეთ მარილი და ისე წაუსვით ზედაპირს, შედეგი ნამდვილად გაგაოცებთ.

ფორთოხლის კანს ძალიან ხშირად იყენებენ სამედიცინო მიმართულებითაც, რადგანაც მასში შემავალი ანტიოქსიდანტები დადებითად მოქმედებს გაციების პრევენციის მიზნით, ხოლო გაციების დროს მისი ჩაის სახით მიღებაც არაჩვეულებრივია. ციტრუსის კანში შემავალი ჭარბი ერთერზეთები აგრეთვე სასარგებლოა ანთებსაწინააღმდეგო და ანტიმიკრობული მიმართულებითაც.

ფორთოხლის კანის გამოყენება კოსმეტიკური მიმართულებითაც ხშირია, რადგანაც ის ჯეროვნად უმკლავდება გამონაყარს და მისი სისტემატიური გამოყენების შედეგად კანი ბევრად უფრო გლუვი და ნაზი ხდება. მას ასევე იყენებენ ცხიმიანი კანის დროს, კბილების გათეთრებისთვის, რომელიც კანის შიგნიდან მხრიდან წასმით ხდება.ფორთოხლის ქერქის გამოყენების 5 ალტერნატიული მეთოდი თქვენი ჯანმრთელობისთვის და არა მხოლოდ - ALL TIME

თუ გსურთ სახლში უსიამოვნო სუნი გაფანტოთ და არ გაქვთ ძვირადძირებული საშუალებების ყიდვის განწყობა, მარტივად და ბიუჯეტურ რჩევას მოგცემთ. აიღეთ ორი ცალი ფორთოხლის კანი, ერთი კოვზი მიხაკი, ერთი სუფრის კოვზი ვანილის ექსტრაქტი და 4 ჩხირი დარიჩინი. ჩამოთვლილი პროდუქტები მოათავსეთ ემალის ქვაბში და დაამატეთ ორი სუფრის კოვზი ძმარი, ადუღეს პროდუქტები მანამ სანამ სასიამოვნო სუნს არ მიიღებს. გაციების შემდეგ მიღებული სითხე გადაწურეთ და სურვილისამებრ შეგიძლიათ გამოიყენოთ უსიამოვნო სუნის გასაფანტად.

აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ფორთოხლის კანი ნებისმიერი მიმართულებით გამოყენებამდე კარგად გარეცხეთ, რათა მისი ზედაპირი ბოლომდე გასუფთავდეს ქიმიური მიკრობებისგან

წარმატებასა და ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
მიზეი, თუ რატომ არ ყნდა გადაყაროთ ფორთოხლის კანი
აი რა გელით, როცა ხშირად მიირთმევთ მჟავე კომბოსტოს. ეს ინფორმაცია გაგაოცებთ!