ეს რეცეპტები ნებისმიერი სახის ნევროზის სამკურნალოდ გამოგადგებათ.

ნევროზი ხასიათდება განმეორებითი, გახანგრძლივებული და ქრონიკული  მიმდინარეობით.  იგი მნიშვნელოვნად აქვეითებს  პიროვნების  ცხოვრების  ხარისხს,  ადაპტაციას გარემოში და რეალიზებას ცხოვრებაში. ნევროზის მკურნალობა გარდა სამკურნალო საშუალებებისა, საჭიროებს ფსიქოთერაპიას და ფიზიოთერაპიასაც.

ნევროზი იყოფა ორ ტიპად: საერთო და სისტემურ ნევროზებად.

საერთო ნევროზებია: დეპრესია, შიში, ისტერია და ა.შ.
სისტემურია: ძილის დაღვევა, მადის შემცირება, ენურეზი, ენაბლუობა და წიკები.

ნევროზი კლინიკურად  ვლინდება  მრავალფეროვანი  სიმპტომებით და შესაბამისად არსებობს მისი სხვადასხვა  კლასიფიკაცია,  ძირითადად  გამოყოფენ  შემდეგ  ტიპებს:

იპოქონდრიული – რაიმე დაავადების  არსებობის უსაფუძვლო  შიში.
ისტერიული – ამ დროს ვლინდება პიროვნების ხასიათობრივი  თავისებურებები
სომატოფორმული – ხასიათდება შინაგანი ორგანოების ფუნქციური  დარღვევით
ასთენიური – ახასიათებს: აუხსნელი მუდმივი  დაღლილობა, განწყობის  ხშირი  ცვალებადობა და შრომისუნარიანობის დაქვეითება.
შფოთვითი და ფობიური დაღვევები – ამ დროს წამყვანი  ჩივილია შიში,  არამოტივირებული შფოთვა ან  მეტად  ფოკუსირებული და ირაციონალური  ფობია
აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზი – ხასიათდება: განმეორებადი, არაკონტროლირებადი ფიქრებით, შეგრძნებებითა და ქცევებით.
ნევროზული დეპრესია – ხასიათდება: მიტოვებულობის შეგრძნებით და სიხარულის განცდის დაკარგვით

დღეს ჩვენ გაგიზიარებთ ხალხურ რეცეპტებს, რომლებიც ნებისმიერი სახის ნევროზის სამკურნალოდ გამოგადგებათ.

1. უეცარი შეშინების დროს აუცილებლად დალიეთ 1 ჭიქა შაქრიანი წყალი.

2. მინის ქილაში აურიეთ 500 გრ. თაფლი და 500 გრ. შაქარი. უნდა მიიღოთ დღეში 2–ჯერ 1 ს.კ. ეს ნარევი დაგეხმარებათ ნერვული სისტემის დაავადებების დროს.

3. მოათავსეთ ჭურჭელში 30 გრ. კოწახურის ფესვები და დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ ნელ ცეცხლზე 15 წუთი. მიღებული სითხე უნდა დალიოთ დღეში 3–ჯერ 1 ს.კ. ეს ნახარში ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას.

4. 300 მლ. მდუღარე წყალში ჩაყარეთ 2 ს.კ. პიტნა და გააჩერეთ 2 საათი თავდახურულ ჭურჭელში. მიღებული სითხე გადაწურეთ და მიიღეთ დღეში 3–ჯერ 1 ჭიქა.

5. 3 ს.კ. ბარისპირას დაასხით 500 მლ. მდუღარე შაქრიანი წყალი და გააჩერეთ 30 წუთი. უნდა მიიღოთ ჩაის სახით, დღის მანძილზე 500 მლ. ეს ნაყენი ძალიან კარგია ჰიპერტონიის, სწრაფი გადაღლისა და ნერვული გამოფიტვის დროს.

ნებისმიერი სახის ნევროზის მკურნალობის დროს ძალიან კარგია წყლის პროცედურები.

ჯანმრთელობას გისურვებთ !

შეაფასეთ სტატია