შესქელებულ რძეზე დამზადებული ბურთულები: ტკბილეული, რომელიც ბავშვობის გემოს გაგახსენებთ. რეცეპტი იხილეთ აქ…

 

შესქელებულ რძეზე დამზადებული ბურთულები: ტკბილეული, რომელიც ბავშვობის გემოს გაგახსენებთ. რეცეპტი იხილეთ აქ...

ეს ტკბილეულობა ძალიან ბევრი ადამიანისთვის ასოცირდება ბავშვობასთან, რომელსაც ბებია ან დედა უმზადებდათ. თუ თქვენ დაგავიწყდათ ამ ტკბილეულის გემო, მაშ დროა გაიხსენოთ და გაახაროთ თქვენი პატარებიც. მისი მომზადება ძალიან მარტივია.

 

დაგჭირდებათ:

– 1 ქილა შესქელებული რძე

– 2 ცალი კვერცხი

– მწიკვი მარილი

– საკვები სოდა დანის წვერით

– ხორბლის ფქვილი (იმდენი, რამდენსაც ცომი მოითხოვს)

– მცენარეული ზეთი (შესაწვავად)

 

მომზადების წესი:

1. ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ შესქელებული რძე, სოდა და მარილი. ამის შემდეგ ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი, რომ მიიღოთ რბილი და კარგად წელვადი ცომი. თუმცა ცომი არ უნდა იყოს წებოვანი.

2. ცომისგან გააკეთეთ თითის სისქისა და სიგრძის მილაკები. თითოეული მათგანი გაჭერით 2-3 სმ-ზე და გააკეთეთ ამ ნაჭრებისგან ბურთულები.

3. ჩაასხით ტაფაში შედარებით დიდი რაოდენობის ზეთი და გაცხელებულ ზეთში ჩაყარეთ იმდენი ბურთულა, რომ ერთმანეთს არ მიეკროს.

4. როცა ბურთულები ყველა მხრიდან შეიწვება, ამოაწყეთ ქაღალდის ხელსაწმნდზე, რათა ზედმეტი ცხიმი მოვაშოროთ. ამის შემდეგ გადმოიტანეთ თეფშზე და მოაყარეთ შაქრის პუდრა.

5. თქვენი ტკბილეულიც მზადაა!

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

გემრიელად მიირთვით!

შეაფასეთ სტატია
შესქელებულ რძეზე დამზადებული ბურთულები: ტკბილეული, რომელიც ბავშვობის გემოს გაგახსენებთ. რეცეპტი იხილეთ აქ…
კვერცხის მალამო ფრჩხილის სოკოს და სახსრების სამკურნალოდ
სახსრებისა და ფრჩხილის სოკოს მკურნალობა კვერცხის მალამოს გამოყენებით