უებარი საშუალება ფსორიაზისთვის! დღეს ჩემი ვაჟი 34 წლისაა, საკმარისია გამონაყარმა თავი იჩინოს, რომ მაშინვე ამ საშუალებას მივმართავთ. მისი წყალობით კანი მალევე უბრუნდება პირვანდელ სახეს.

უებარი საშუალება ფსორიაზისთვის! დღეს ჩემი ვაჟი 34 წლისაა, საკმარისია გამონაყარმა თავი იჩინოს, რომ მაშინვე ამ საშუალებას მივმართავთ. მისი წყალობით კანი მალევე უბრუნდება პირვანდელ სახეს.

ფსორიაზი ქრონიკული დაავადებაა და მისი კლინიკური გამოვლინება მხოლოდ კანზე გამონაყარით შემოიფარგლება. გადამდები ეს დაავადება არ არის, მაგრამ მისი ოდნავ უსიამოვნო ვიზუალური გამოვლინების გამო ხშირად დაავადებულებს რცხვენიათ და ისტრესებიან. მძიმე ემოციური ფონი, აღელვება, სტრესი და ნერვიულობა ფსორიაზის მაპროვოცირებელ ფაქტორს წარმოადგენს. მას რემისიები და გამწვავებებიც ახასიათებს.

მისი გაჩენის უშუალო მიზეზი დღემდე არ არის ცნობილი. თუმცა მის განვითარებაში გარკვეულ როლს ასრულებს როგორც მემკვიდრეობა, ისევე გარეგანი ფაქტორები და სტრესი.

დღეს ქალბატონი ნინო გვიამბობს უებარი საშუალების შესახებ, რომელიც წლების წინ ასწავლა ერთმა ქალბატონმა.

გვიან შევქმენი ოჯახი და შეგვეძინა ერთადერთი ნანატრი შვილი. წარმოიდგინეთ როგორ ვევლებოდით ყველა თავს, თუმცა დიდხანს არ გაგრძელდა ჩვენი ბედნიერი ცხოვრება. სანდროს პირველად 6 წლის ასაკში გაუჩნდა გამონაყარი ხელებზე. ექიმებთან ვიზიტის შემდეგ, როგორც იქნა გავიგეთ მიზეზი. აღმოჩნდა ფსორიაზი, რომელიც საბოლოოდ განკურნებას თურმე არ ექვემდება. ყველაფერი გავაკეთეთ და რამოდფენიმე თვიანი მკურნალობის შემდეგ გამონაყარმა გაუარა.

– ზაფხულში მთაში წავედით დასასვენებლად. ჩვენი სახლის გევრდით, ძველი მიტოვებული სახლი იდგა და როგორც ბავშვებს სჩვევიათ, ცნობისმოყვარეობამ სძლია სანდროსაც. იქაურ ბავშვებთან ერთად გადავიდა იმ ნასახლარის ეზოში, სადაც საკმაოდ დიდი ბალახი იყო. სწორედ იქ დაინახა გველი და საშინლად შეეშინდა. შეშინებულზე ისევ გამოაყარა თან ბევრად უარესად და არ ვიცოდით რა უნდა გვექნა. ამ დროს მხსნელად ერთი ასაკოვანი ქალბატონი მოგვევლინა, რომელმაც გვასწავლა ხალხური რეცეპტი ფსორიაზის სამკურნალოდ და  მინდა თქვენც გაგიზიაროთ.

დაგჭირდებათ:

– 100 გრ. მოცვი
– 500 მლ. წყალი

მომზადების წესი:

მოათავსეთ ჭურჭელში მოცვი, დაასხით წყალი და შედგით ნელ ცეცხლზე. 5 წუთის შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და კარგად შეფუთეთ. 5–7 საათის შემდეგ კი გადაწურეთ და ნახარშიც მზადაა. ფსორიაზის გამწვავებისთანავე დაასველეთ ნახარშში დოლბანდი და დაიფინეთ დღეში 2–3 ჯერ. დღეს ჩემი ვაჟი 34 წლისაა, საკმარისია გამონაყარმა თავი იჩინოს, რომ მაშინვე ამ საშუალებას მივმართავთ. მისი წყალობით კანი მალევე უბრუნდება პირვანდელ სახეს.

 

ჩვენ გთავაზობთ კიდევ რამოდენიმე რეცეპტს:

1. ქრისტესისხლას წვენი სწრაფად აცხრობს გამონაყარს და აშორებს ფუფხებს. წაისვით დღეში რამოდენიმეჯერ დაზიანებულ ადგილებზე.

2. ძალიან კარგი დამამშვიდებელი ეფექტი აქვს ფარსმანდუკის აბაზანას. ჩაყარეთ ცხელ წყალში და ამ წყლით მიირეთ აბაზანა.

3. არყის ხის კვირტების 10–30%–იანი მალამო ძალიან კარგია ეგზემური და ფსორიაზული გამონაყარის ჩასაცხრობად. წაისვით დღეში 2–ჯერ დაზიანებულ ადგილებზე.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
უებარი საშუალება ფსორიაზისთვის! დღეს ჩემი ვაჟი 34 წლისაა, საკმარისია გამონაყარმა თავი იჩინოს, რომ მაშინვე ამ საშუალებას მივმართავთ. მისი წყალობით კანი მალევე უბრუნდება პირვანდელ სახეს.
რატომ უნდა მივირთვათ წვნიანები? ამის შესახებ გვესაუბრება გასტროენტეროლოგი