სისხლძარღვების გაწმენდა ლიმონის საშუალებით, მარტივად და ეფექტურად

სისხლძარღვების გაწმენდა ლიმონის საშუალებით, მარტივად და ეფექტურად

ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ციტრუსი ლიმონია, რომელიც მდიდარია C ვიტამინით. ასკორბინის მჟავა უძლიერესი ნატურალური ანტიოქსიდანტია.

ქოლესტერინის მოსაცილებლად და სისხლძარღვების კედლების მოქნილობის გასაუმჯობესებლად ძალიან სასარგებლოა ლიმონის რეგულარულად მოხმარება.

დღეს ჩვენ გაგიზიარებთ რამოდენიმე რეცეპტს, თუ როგორ უნდა გაიწმინდოთ სისხლძარღვები ლიმონის საშუალებით.

რეცეპტი 1 – ლიმონი და ნიორი

 

4 ცალი კანგაცლილი და კურკებისგან განთავისუფლებული ლიმონი დააბლენდერეთ ან გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. მიღებულ მასას შეურიეთ რამოდენიმე კბილი დაკეპილი ნიორი და გადაიტანთ შუშის ქილაში. მიღებულ მასას დაასხით ოთახის ტემპერატურის წყალი და დადგით ბნელ ადგილზე 3 დღე. მიღებული ნაყენი გადაწურეთ მარლის დახმარებით და შეინახეთ მაცივარში.
უნდა მიიღოთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე ნახევარი ჭიქა. მკურნალობის კურსი შეადგენს 45 დღეს.

რეცეპტი 2 – ლიმონი და თაფლი

 

1 ცალი საშუალო ზომის ლიმონი გაფრცქვენით, გააცალეთ კურკები და დააქუცმაცეთ. მიღებული მასა გადაიტანეთ შუშის ქილაში და დაასხით 1 ლ. ოთახის ტემპერატურის წყალი. უნდა შეინახოთ 3 დღე ბნელ და გრილ ადგილზე.
უნდა მიიღოთ დღეში 3-ჯერ, ¼ ჭიქა. გამოყენების წინ თითოეულ ჭიქას დაუმატეთ 1 ჩ.კ. ნატურალური თაფლი. მკურნალობის კურსი შეადგენს 30 დღეს.

რეცეპტი 3 – ლიმონი, ნიორი, თაფლი და ხახვი

 

დაგჭირდებათ:

– 3 ცალი საშუალო ზომის ლიმონი
– 1 ცალი პატარა თავი ხახვი
– 200 გრ. ნიორი
– 50 გრ. ნატურალური თაფლი

ლიმონის რბილობი, ხახვი და ნიორი დააქუცმაცეთ. მიღებულ მასას დაუმატეთ თაფლი და კარგად გადაურიეთ.
უნდა მიიღოთ დღეში 3-ჯერ, 10გრ. მკურნალონის კურსი შეადგენს 45 დღეს.

 .

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
სისხლძარღვების გაწმენდა ლიმონის საშუალებით, მარტივად და ეფექტურად
მთლიანი თუ დაჭრილი: რომელი პურის ყიდვა ჯობია