რა უნდა გავაკეთოთ გაზაფხულზე აგარაკზე

რა უნდა გავაკეთოთ გაზაფხულზე აგარაკზე

მებაღეებისთვის შესაძლოა საკამოდ ნაცნობი იყოს ეს სიტუაცია: როცა შუა სეზონზე მოგვდის თავში გრანდიოზული იდეები, მაგრამ უკვე საკამოდ გვიანია. მავნებლებმა უკვე დაიბუდეს ნარგავებზე, რამოდენიმე კულტურის დარგვის დროც გაგვეპარა და ა.შ.
იმისთვის რომ ეს არ დაგვემართოს, გთავაზობთ რამოდენიმე რჩევას და რაც მთავარია ბიუჯეტურს. ამ რჩევების გათვალსიიწნების შემდგომ თქვენი ბაღი ისეთი იქნება, რომ ნამდვილად დაიმსახურებს მოწონებას და აღფრთოვანებას სხვების მხიდან.

საგაზაფხულო რჩევები აგარაკისთვის

რა უნდა გავაკეთოთ გაზაფხულზე აგარაკზე

ლამაზი ყვავილების ბაღი

დავუშვათ თქვენ არც ისე ხართ გატაცებული დეკორატიული მცენარეებით და ადგილიც არ გაქვთ ამისთვის. მართალია კარტოფილს და პამიდორს მეტი სარგებელი მოაქვს, მაგრამ სილამაზეც საჭიროა. ამ შემთხვევაში გირჩევთ სახლის გაყვავებული ქოთნის მცენარეების გატანას გარეთ. ეზოში თავს კარგად გრძნობენ ბალბა, ბეგონია, ჰორტენზია და ფუქსია.

მცოცავი მცენარეები

ძველი საკუჭნაოც კი ზღაპრულ სახლად იქცევა, თუ მასთან დარგავთ ყურძენს ან მცოცავ ვარდს. მწვანე საფარი ალამაზებს ყველაფერს. არ არის აუცილებელი ძველი შენობის ძებნა, საკმარისია მეტალის კონსტრუქციის დადგმა რათა გაალამაზოთ თქვენი აგარაკი.

რა უნდა გავაკეთოთ გაზაფხულზე აგარაკზე

ლიმონის ხე

ლიმონის ხეს რგავენ ფანჯრებთან. ციტრუსის ნაყოფი ძალიან ლამაზად გამოიყურება და თან აქვს სასიამოვნო სუნი ეთერზეთების წყალობით. ის აფრთხობს კოღოებს და სხვა მწერებს.

შორს სარეველები

სარეველებთან ბრძოლა თავიდანვე საჭიროა. თუმცა არ ღირს გადაჭარბება და შხამიანი ქიმიკატების გამოყენება. ამის მაგივრად 4 ლიტრ ძმარში გახსენით 100 გრ. მარილი და 1 ს.კ. სარეცხი საშუალება. მიღებული სითხით დაამუშავეთ მხოლოდ სარეველები.

რა უნდა გავაკეთოთ გაზაფხულზე აგარაკზე

კოლორადოს ხოჭო

ეს პატარა პარაზიტები გვერდს აუვლიან თქვენს ნარგავებს თუ გამოიყენებთ მშრალ მდოგვს. გახსენით ერთი შეფუთვა რამოდენიმე ლიტრ წყალში და დაუმატეთ 100 მლ. ძმარი. მიღებული ხსნარი შეასხურეთ მცენარეებს.

ნატურალური სასუქი

არ გადაყაროთ კვერცხის ნაჭუჭი, ყავის ნალექი და ბანანის ქერქი ნაგავში. ჯობია გამოიყენოთ სასუქის სახით მცენარეების გამოსაკვებად.

ყვავილობის პერიოდი

გინდათ რომ პირველად თქვენი ყვავილები აყვავდნენ? მაშინ არ დაგენანოთ 10 ლიტრი წყალი და 100 გრ. ცოცხალი საფუარი. ამ საშუალებით მორწყეთ ყვავილები რათა დააჩქაროთ პროცესი.

რა უნდა გავაკეთოთ გაზაფხულზე აგარაკზე
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია