რისთვის არის სასარგებლო ტომატისა და საფუარის საკვები ნერგებისთვის

რისთვის არის სასარგებლო ტომატისა და საფუარის საკვები ნერგებისთვის

ამ წელს საკმაოდ ცივი გაზაფხული დაგვიდგა, ამიტომ ჩემი პამიდვრის და ბულგარული წიწაკის ნერგები დღემდე სათბურში მაქვს. ზოგჯერ ჰაერზეც გამომაქვს ახაგლაზრდა ნერგები, მაგრამ სათბურში ყოფნისას ვცდილობ კარგად გამოვკვებო ისინი. ამ ბოლო დროს საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ტომატ პასტის სასუქი.

მეუღლე ხუმრობით მეუბნება ხოლმე, რომ მე პამიდორს ისევ პამიდვრით ვკვებავ. შეიძლება უცნაურად ჟრღერს, მაგრამ ეს ნამდვილად მუშაობს. ტომატში არის დიდი რაოდენობით ვიტამინები, მინერალები და ორგანული მჟავები. ისინი აუცილებელია მცენარის აქტური ზრდის პროცესში.

რითი არის სასარგებლო ნერგებისთვის ტომატ პასტის საკვები

რისთვის არის სასარგებლო ტომატისა და საფუარის საკვები ნერგებისთვის
ტომატი შეიცავს გლუტამინის მჟავას, რომელიც ნერგს ხდის ბევრად ამტანს გარემო პირობების მიმართ. ის აჩქარებს მოსავლის მომწიფების პროცესს.

ის რეკომენდირებულია დასუსტებული მცენარეებისთვის და მათთვის, რომელმაც გამოიარეს სტრესული სიტუაცია. მაგალითად, უეცარი ტემპერატურის ცვლილება ან მავნებელების შემოსევა. ტომატის სასუქი გაამაგრებს როგორც მის ღეროს, ასევე ფესვებს.

როგორ დავამზადოთ სასუქი ტომატ პასტით და საფუარით

რისთვის არის სასარგებლო ტომატისა და საფუარის საკვები ნერგებისთვის
ამ საკვების მოსამზადებლად რეკომენდირებულია მაქსიმალურად ნატურალური ტომატ პასტის გამოყენება: მარილის და კონსერვანტების გარეშე. თუ არის ამის შესაძლებლობა, ჯობია გამოიყენოთ სახლში დამზადებული. თქვენ ასევე დაგჭირდებათ საფუარი და წყალი.

1 ჩ.კ. ტომატი გახსენით 1 ლ. თბილ წყალში. იქვე ჩაამატეთ 5 გრ. მშრალი ან 10 გრ. ცოცხალი საფუარი. კარგად მოურიეთ და დატოვეთ 20 წუთით. ეს საკვები უნდა გამოიყენოთ 3 კვირაში ერთხელ. ის უნდა გამოიყენოთ ფესვებთან. ეს სასუქი ღია გრუნტისთვისაც გამოდგება.

რისთვის არის სასარგებლო ტომატისა და საფუარის საკვები ნერგებისთვის
აუცილებლად ჩაინიშნეთ ეს რეცეპტი.  გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია
რისთვის არის სასარგებლო ტომატისა და საფუარის საკვები ნერგებისთვის
7 დღიანი დიეტა: თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებთ, ისე სწრაფად დაემშვიდობებით სასურველ კილოგრამებს!