მოამზადეთ ალუბლის ტორტი სწრაფად, ყოველგვარი ორცხობილის და გამოცხობის გარეშე

მოამზადეთ ალუბლის ტორტი სწრაფად, ყოველგვარი ორცხობილის და გამოცხობის გარეშე

ვფიქრობ ხილს ზამთრისთვითვის მხოლოდ იმიტომ ვყინავ, რომ შემდეგ გავაკეთო ჩემი საფირმო ალუბლის ტორტი. მომჟავო-მოტკბილო ხილით დესერტი გამოდის უმეგრიელესი. ბევრი რამის მომზადებაა შესაძლებელი, მაგრამ მე ყველაზე მეტად მიყვარს ალუბლის ტორტი!

ეს რეცეპტი ნებისმიერი დიასახლისის ოცნებაა. ამ ტორტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ მხოლოდ 4 ინგრედიენტი. თან არ დაგჭირდებათ არანაირი ძვირადღირებული კრემ-ყველის ან რაიმე სპეციალური ორცხობილის შეძენა. ამ უგემრიელეს დესერტს მოამზადებთ სულ რაღაც 15 წუთში!

როგორ მოვამზადოთ ალუბლის ტორტი ორცხობილის და გამოცხობის გარეშე

ამ ალუბლის ტორტის გამოსაცხობად დაგჭირდებათ ცხიმიანი არაჟანი, უმჯობესია 30%-იანი. თუ არ აღმოგაჩნდათ გაყინული ალუბალი, მაშინ გამოიყენეთ კენკრა ან თუნდაც მურაბა.

დაგჭირდებათ:

  • არაჟანი 600 მლ.
  • მოხარშული შედედებული რძე 370 მლ.
  • ე.წ. სომხური ლავაში 4 ცალი
  • ალუბალი 500 გრ.
  • შავი შოკოლადი გემოვნებით

მომზადების წესი:

  • ათქვიფეთ არაჟანი მიქსერის საშუალებით 1 წუთის განმავლობაში.

მოამზადეთ ალუბლის ტორტი სწრაფად, ყოველგვარი ორცხობილის და გამოცხობის გარეშე

  • დაუმატეთ მოხარშული შედედებული რძე და განაგრძეთ თქვეფა. უნდა მიიღოთ ჰაეროვანი მასა.

მოამზადეთ ალუბლის ტორტი სწრაფად, ყოველგვარი ორცხობილის და გამოცხობის გარეშე

  • დაჭერით ლავაში მართკუთხედებად. თითოეულზე დააწყვეთ ალუბალი და გადაახვიეთ რულეტებად ფორმებად. მოაჭერით ბოლოები და გაიმეორეთ იგივე დანარჩენ დაჭრებზე.

მოამზადეთ ალუბლის ტორტი სწრაფად, ყოველგვარი ორცხობილის და გამოცხობის გარეშე

  • ფორმაში ჩააწყვეთ ფენა-ფენა გადახვეული ლავაშები და თითოეულ ფენაზე გადაუსვით კრემი.

მოამზადეთ ალუბლის ტორტი სწრაფად, ყოველგვარი ორცხობილის და გამოცხობის გარეშე

  • გამზადებული ტორტი მოათავსეთ მაცივარში რამოდენიმე საათით ან უმჯობესია მთელი ღამით.
  • ზევიდან შეგიძლიათ გააფორმოთ გახეხილი ან გამდნარი შავი შოკოლადით.

მოამზადეთ ალუბლის ტორტი სწრაფად, ყოველგვარი ორცხობილის და გამოცხობის გარეშე

სახლის პირობებში ამ ტორტის მომზადება განსაკუთრებით მარტივია. ის ისე გამოიყურება, რომ ყველაზე ძვირადღირებული საკონდიტროს ნაწარმი გეგონებათ.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია
მოამზადეთ ალუბლის ტორტი სწრაფად, ყოველგვარი ორცხობილის და გამოცხობის გარეშე
როგორ განვიკურნოთ ძლიერი ხველისგან მარტივი რეცეპტით ერთ ღამეში?