გაიგეთ, რატომ არის თირკმელზედა ჯირკვლების სწორი მუშაობა ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი და როგორ გავაუმჯობესოთ მისი მდგომარეობა…

ძირითადად ვზრუნავთ თირკმელების, ღვიძლის, ნაწლავების, გულისა და სისხლძარღვების პრობლემის მოგვარებაზე, მაგრამ გვავიწყდება ჯირკვლები.

იცოდით რომ მთელი ორგანიზმის სწორი მუშაობა და ჯანმრთელობა ჯირკვლების მდგომარეობაზეა დამოკიდებული?

ერთ–ერთი ასეთია თირკმელზედა ჯირკვალი, რომელიც თითოეული თირკმლის ზემოთ მდებარეობს. ის ბევრს მნიშვნელოვან ჰორმონს გამოყოფს, მაგალითად: სტეროიდებს და ადრენალინს, რომლებიც ორგანიზმს სწრაფად მუშაობაში, ძლიერი იმუნიტეტის შენარჩუნებასა და ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებაში ეხმარება.

თირკმელზედა ჯირკვლები ოპტიმალური ძილის შენარჩუნებაზე, ასევე ფრჩხილებისა და თმის ჯანმრთელობაზე ზრუნავს. ასევე ამცირებენ სტრესს და არეგულირებენ განწყობას.

დღეს ჩვენ გაგიზიარებთ ხალხურ რეცეპტს, რომელიც ხელს უწყობს თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის გამოსწორებას და გაუმჯობესებას… ის უზრუნველყოფს თირკმელზედა ჯირკვლების ეფექტურ მუშაობას. გაქრება ძილის პრობლემები, გაგიუმჯობესდებათ ფრჩხილის, თმისა და კანის სტრუქტურა.

დაგჭირდებათ:

1. ბრაზილიური კაკალი

2. ხმელი ოხრახუშის ფოთლები

3. ნატურალური თაფლი

4. დაფქული კოჭა

5. ქიშმიში

მომზადების წესი:

აიღეთ ყველა ინგრედიენტი თანაბარი რაოდენობით და დააქუცმაცეთ, შემდეგ შეურიეთ ერთმანეთს ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

გამოყენების წესი:

უნდა მიიღოთ უზმოზე 2 ს.კ. გაიმეორეთ პროცედურა კვირაში  2–3 ჯერ.

გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ხალხური რეცეპტის გამოყენების წინ სასურველია კონსულტაციის გავლა ოჯახის ექიმთან.

ჯანმრთელობას გისურვებთ !

შეაფასეთ სტატია
გაიგეთ, რატომ არის თირკმელზედა ჯირკვლების სწორი მუშაობა ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი და როგორ გავაუმჯობესოთ მისი მდგომარეობა…
D ვიტამინი: ამ სტატიიდან გაიგებთ ვინ უნდა მიიღოს ის და ვინ არა