გაეცანით ალექსანდრ დოჟენნიკოვის რჩევებს ტაქიკარდიის მოხსნის შესახებ

გაეცანით ალექსანდრ დოჟენნიკოვის რჩევებს ტაქიკარდიის მოხსნის შესახებ

ტაქიკარდია გულის რიტმის დარღვევა – გულის შეკუმშვათა გახშირებაა. ამ დროს ზედმეტად ჩქარდება გულისცემა და იწვევს შფოთვას, თავბრუსხვევას, ტკივილს და კისრის სისხლძარღვების პულსირებას. ალბათ გეცნოთ კიდეც ეს სიმპტომები…

დღეს ჩვენ გაგაცნობთ ალექსანდრ დოჟენნიკოვის რჩევებს, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეთ ტაქიკარდიას და ასევე როგორ უნდა აირიდოთ თავიდან მისი განვითარება.

გაეცანით ალექსანდრ დოჟენნიკოვის რჩევებს ტაქიკარდიის მოხსნის შესახებ

როგორ გავუმკლავდეთ ტაქიკარდიას?

ალბათ ბევრ თქვენგანს უგრძვნია თუნდაც ემოციურ ფონზე ძლიერი გულისცემა, თითქოს უნდა გამოვარდეს გული გარეთ. თუმცა ცოტამ თუ იცის როგორ უნდა გაუმკლავდეს ამ ყოველივეს. ტაქიკარდია ორი სახითშეიძლება გამოვლინდეს: ცალკეული დაავადების ან გარკვეული მოვლენის მიმართ რეაქციის დროს.

როცა გარკვეული დაავადების დროს ვლინდება, ამ დროს აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ გაიაროთ მკურნალობის კურსი. თუმცა გარკვეული მოვლენის მიმაღტ რეაქციის დროს აუცილებლად გამოგადგებათ ალექსანდრ დოჟენნიკოვის რჩევები.

ტაქიკარდიის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს სტრესი, ფიზიკური დატვირთვა, ამოციური დატვირთვა, ასევე ჰაერის ტემპერატური ზრდა, სასამელები როგორიცაა: მაგარი ჩაი, ყავა ან ენერგეტიკული სასამელი. ამ ყველაფერს ხელს უწყობს გასქელებული სისხლიც.

გაეცანით ალექსანდრ დოჟენნიკოვის რჩევებს ტაქიკარდიის მოხსნის შესახებ

ჩვენ ვიდეოსაც შემოგთავაზებთ, სადაც დაწვრილებით ხსნის ბატონი დოჟენნიკოვი ტაქიკარდიასთან ბრძოლის გზებზე. თუმცა აქაც გაგაცნობთ და გაგიზიარებთ რჩევებს…

თუ ტაქიკარდია გაქვთ:

1. დალიეთ 1 ჭიქა წყალი ლიმონით ან თაფლით.
2. ცხვირით ჩაისუნთქეთ რაც შეიძლება ღრმად და ამოისუნთქეთ პირით ნელა. ასე გააკეთეთ მინიმუმ 5–ჯერ.
3. დალიეთ ვალერიანის წვეთები.

Thank you for watching!

მართალია ეს რჩევები დაგეხმარებთ, რომ მოიშოროთ ტაქიკრდიის შეტევა, მაგრამ ასევე შეგიძლიათ კიდევ რამოდენიმე რჩევა გაითვალისწინოთ ოღონდ უკვე პრევენცისი მიზნით.

არასწორი და ძირითადად უმოძრაო წესი გამო, ჩვენი ორგანიზმი და სხეულიც სუსტდება. აუციელებელი არაა სპორტ დარბაზში სიარული, უბრალოდ ფეხით სეირნობაც ითვლება ფიზიკურ აქტივობაში, რაც ძალიან კარგია ტაქიკარდიისგან თავდაცვის მიზნით.

გაეცანით ალექსანდრ დოჟენნიკოვის რჩევებს ტაქიკარდიის მოხსნის შესახებ

ასეევ კარგია თუ მიირთმევთ გამხმარ გარგარს ან ქიშმიშს და მოერიდებით ალკოჰოლურ, ენერგეტიკულ სასმელებს. ასევე ნუ მიიღებთ ხსრად ძლიერ ძლიერ ჩაის ან ყავას. სწორი კვებაც მნიშვნელოვანია. დღეში მინიმუმ 2–ჯერ უნდა მიიღოთ საკვები, რომ არ იშიმშილოთ.

ტაქიკარდიის მთავარ მიზეზად მაინც სტრესი ითვლება, ამიტომ ეცადეთ მოერიდოთ სტრესულ სიტუაციებს. მოიწესრიგეთ ძილის რეჟიმი. ვარჯიში ამ შემთხვევაში დაგეხმარებათ.

გაეცანით ალექსანდრ დოჟენნიკოვის რჩევებს ტაქიკარდიის მოხსნის შესახებ

დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობის წყლის მიღება ძალიან სასარგებლოა, რადგან როგორც გითხარით ერთ–ერთი მიზეზი ტაქიკარდიისა და ასევე ხელშემწყობი ფაქტორია გასქელებული სისხლი.

ტაქიკარდიის ხშირი გამოვლენისას უკვე გირჩევთ მიმართოთ ექიმს, რადგან ეს შეიძლება სიგნალი იყოს რაიმე სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემის შეასახებ.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია