ორგანიზმში ვიტამინების ნაკლებობის ნიშნები

ორგანიზმში ვიტამინების ნაკლებობის ნიშნები

ხშირად ჩვენ ავიტამინოზის და ჰიპოვიტამინოზის გაგებას ვურევთ ერთმანეთში. პირველის შემთხვევაში საქმე გვაქვს სერიზოულ დაავადებასთან, ხოლო მეორე შემთხვევაში დაავადების მდგომარეობის, რომელიც ვითარდება ერთი ან მეტი აუცილებელი ვიტამინის არასაკმარისი მიწოდების გამო.

ზოგჯერ ჰიპოვიტამინოზი დაკავშირებულია სეზონურ ფაქტორებთან, თუმცა ეს ირიბად: ვიტამინების ძირითად ნაწილს ვიღებთ საკვებიდან, რომელიც მთელი წლის განმავლობაშია ჩვენს მაგიდაზე. ამა თუ იმ ვიტამინის ნაკლებობას აჩვენებს სისხლის სპეციალური ანალიზი, თუმცა მის გარეშეც შეიძლება ჰიპოვიტამინოზის სიმპტომების გამოთვლა.

ორგანიზმში ვიტამინების ნაკლებობის ნიშნები

ვიტამინების დეფიციტის სიმპტომები

A ვიტამინის დეფიციტი

სიმშრალე, მტვრევადობა და თმების გამოტვა; ფრჩხილების მტვრევადობა; ტუჩებზე ნახეთქების გაჩენა; ლორწოვანი გარსის დაზიანება; მხედველობის დაქვეითება; გამონაყარი, სიმშრალე და აქერცვლა კანზე.

ის არის შემდეგი პორდუქტების შემადგენლობაში: ცხიმიანი თევზი, ღვიძლი, რძე, ნაღების კარაქი, სტაფილო, კვერცხის გული. არ დაგავიწყდეთ რომ A ვიტამინი მიეკუთვნება ცხიმში ხნადთა რიგს, ასე რომ სტაფილოს წვენის დალევა ჯობია ნაღებთან ერთად.

B1 ვიტამინის ნაკლებობა

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის დარღვევა, მადის და წნევის დაქვეითება, გულის არითმია, ჰიპერაგზნებადობა, ცივი კიდურები ( სისხლის მიმოქცევის დაღრვევა).

ის არის შემდეგი პროდუქტების შემადგენლობაში: წიწიბურა, ღორის ხორცი, ჭვავის პური.

ორგანიზმში ვიტამინების ნაკლებობის ნიშნები

B2 ვიტამინის დეფიციტი

სტომატიტი და ნახეთქები პირის კუთხეებში, კონიუქტივიტი, ცრემლდენა და მხედველობის დაქვეითება, პირის სიმშრალე, რქოვანად დაბინდვა.

ის არის შემდეგი პროდუქტების შემადგენლობაში: ხორცი, რძის პროდუქტები და კვერცხი.

B3 ვიტამინის ნაკლებობა

სისუსტე და ქრონიკული დაღლილობა, თავის ეგულარული ტკივილი, ნევროზულობა და შფოთვა, მომატებული წნევა, ალკოჰოლისადმი მიდრეკილება.

ის არის შემდეგი პროდუქტების შემადგენლობაში: ფრინველის ხორცი, წითელი ხორცი, რძის პროდუქტები, ტუნა, გაღვივებული მარცვლეული, პარკოსნები.

В6 ვიტამინის ნაკლებობა

სისუსტე, მეხსიერების მკვეთრი გაუარესება, დერმატიტი და ტკივილი ღვიძლის არეში.

ის არის შემდეგი პროდუქტების შემადგენლობაში: ბანანი, კვერცხის გული, მარცვლოვანი პური, კომბოსტო, სტაფილო, გამომცხვარი კარტოფილი.

ორგანიზმში ვიტამინების ნაკლებობის ნიშნები

В9 ვიტამინის დეფიციტი

პირის ღრუში უსიამოვნო სუნი, მტვრევადი და მშრალი თმა, ყაბზობა და კანის სითეთრე.

ის არის შემდეგო პროდუქტების შემადგენლობაში: ცოცხალი მწვანე ბოსტნეული, თევზი, ღვიძლი და მარცვლეული.

В12 ვიტამინის ნაკლებობა

ნევროლოგიური დარღვევები, თმის ცვენა, ანემია და გასტრიტი.

ის არის შემდეგი პროდუქტების შემადგენლობაში: თევზი, ზღვის პროდუქტები, ღვიძლი ნა თირკმელები.

С ვიტამინის ნაკლებობა

საერთო სისუსტე იმუნიტეტის დაქვეითების ხარჯზე, წონის დაკარგვა, ცუდი მადა, სისხლდენა ღრძილებიდან და კარიესი, ცხვირიდან სისხლდენა, უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან, გაციების და ბაქტერიული ინფექციებისადმი მგრძნობელობა.

ის არის შემდეგი პროდუქტების შემადგენლობაში: კენკრა, ციტრუსები, ბულგარული წიწაკა.

ორგანიზმში ვიტამინების ნაკლებობის ნიშნები

D ვიტამინის დეფიციტი

ბავშვებში მოთენთილობა და უმოძრაობა, ძილის რეჟიმის დაღვევა და ცუდი მადა, ჭირვეულობა, რაქიტი, იმუნიტეტის და მხედველობის დაქვეითება, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ძვლოვანი  ქსოვილის და კანის საფარის პრობლემები.

D ვიტამინის გამომუშავება ხდება მზის სხივების დახმარებით. ის ასევე არის თევზის ცხიმის, კვერცხის და რძის შემადგენლობაში.

Е ვიტამინის ნაკლებობა

მიდრეკილება სხვადასხვა ტიპის ალერგიის მიმართ, კუნთის დისტროფია, ტკივილი ფეხების არეში კიდურების კვების დარღვევის გამო, ტროპიკული წყლულის გაჩენა და თრომბოფლებიტის განვითარება, პიგმენტური ლაქების გამოვლენა.

ის არის შემდეგი პროდუქტების შემადგენლობაში: თხილი, მზესუმზირა, გაღვივებული ხორბლის ზეთი, მარცვლეული.

К ვიტამინის დეფიციტი

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის დარღვევა, ციკლის დარღვევა და ტკივილი მენსტრუაციის დროს, ანემია, სწრაფი დაღლა, სისხლდენა, სისხლჩაქცევები.

ის არის შემდეგი პროდუქტების შემადგენლობაში: კოწახური, ღვიძლი, ხორცი, რძე, მაყვალი.

ორგანიზმში ვიტამინების ნაკლებობის ნიშნები

Р ვიტამინის ნაკლებობა

კანზე წერტილოვანი სისხლჩაქცევები, ტკივილი ფეხების და მხრების არეში, ზოგადი მოთენთილობა.

ის არის შემდეგი პროდუქტების შემადგენლობაში: ციტრუსები, კენკრა, მწვანე ჩაი, წიწიბურა, ასკილი.

РР ვიტამინის დეფიციტი

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისფუნქცია, კანის სიმშრალე, დიარეა, აპათიურობა, პირის ღრუს და ენის ლორწოვანი გარსის ანთება, დერმატიტი, თავის ტკივილები, დაღლილობა, ტუჩების სიმშრალე.

ის არის შემდეჰი პროდუქტების შემადგენლობაში: თეთრი ხორცი, ღორის ხორცი, საქონლის ღვიძლი, სტაფილო, კარტოფილი, კვერცხი, პარკოსნები, მჟაუნა.

ორგანიზმში ვიტამინების ნაკლებობის ნიშნები

სწორი კვება – ეს არის დაბალანსებული რაციონი, რომელშიც არა მხოლოდ ხილი და ბოსტნეული, არამედ რძის, ხორცის, თევზის და მარცვლეულის ნაკრები შედის. არ დაგავიწყდეთ მრავალფეროვანი საკვების მიღება.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
ორგანიზმში ვიტამინების ნაკლებობის ნიშნები
50 წლის ვარ, ადრე ფეხზეც კი ვერ ვდგებოდი, ახლა კი ახალგაზრდასავით დავქრი