თურქული რეცეპტი: ცომი საფუარითა და მინერალური წყლით. აქვე გთავაზობთ ყაყაჩოს რულეტის რეცეპტსაც…

თურქული რეცეპტი: ცომი საფუარითა და მინერალური წყლით. აქვე გთავაზობთ ყაყაჩოს რულეტის რეცეპტსაც...

დღეს შემოგთავაზებთ თურქული რეცეპტის მიხედვით ცომის მოზელის რეცეპტს. ამ ცომით მომზადებული ნებისმიერი საკონდიტრო ნაწარმი და არა მხოლოდ საკონდიტრო, გამოდის ჰაეროვანი, რბილი და უგემრიელესი.

 

ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

– 6 ჭიქა ფქვილი

– 7 გრ. მშრალი საფუარი

– 1 ჭიქა თბილი რძე

– 1 ჭიქა მცენარეული ზეთი

– 1 ჭიქა გაზიანი მინერალური წყალი

– 1 ს.კ. მარილი

– 2 ს.კ. შაქარი

ამ რეცეპტით მომზადებული ცომი იდეალურია პიცისთვის, ღვეზელებითვის და ფუნთუშებისთვის. თუ ფუნთუშის გამოცხობას აპირებთ, უბრალოდ ოდნავ მეტი შაქარი უქენით ცომს.

მომზადების წესი:

1. პირველ რიგში გაცერით ცომი. მოათავსეთ თასში და გადაურიეთ მშრალი საფუარი.

2. ცალკე ღრმა თასში მოათავსეთ ინგრედიენტები ამ თანმიმდევრობით და თითოეულის დამატებისას კარგად მოურიეთ ხის კოვზით: თბილი რძე, გაზიანი მინერალური წყალი, მცენარეული ზეთი, მარილი და შაქარი.

3. მიღებულ მასას ნელ-ნელა დაუმატეთ საფუარიანი ფქვილი, თან ურიეთ თავიდან კოვზით და როცა შესქელდება, ხელით მოზილეთ.

4. ცომს გადააფარეთ საკვები ცელოფანი ან ტილო და დადგით თბილ ადგილზე 1-1,5 საათით, რომ ამოვიდეს.

5. როცა ცომი ამოფუვდება, კიდევ ერთხელ გადაზილეთ. ისევ გადააფარეთ საკვები ცელოფანი ან ტილო და დადგით თბილ ადგილზე 1 საათით.

6. თქვენი ცომიც მზადაა!

 

თურქული რეცეპტი: ცომი საფუარითა და მინერალური წყლით. აქვე გთავაზობთ ყაყაჩოს რულეტის რეცეპტსაც...

მზა ცომი შეგიძლიათ პოლიეთილენის პარკით შეინახოთ მაცივარში 3-4 დღის განმავლობაში ან მაშინვე შეუდგეთ გემრიელობების მომზადებას, მაგალითად: რულეტი ყაყაჩოს ან შოკოლადის გულსართით.

1. გააბრტყელეთ ცომი ოთხკუთხედ ფორმაზე და წაუსვით 5მმ. სისქეზე სასურველი გულსართი.

თურქული რეცეპტი: ცომი საფუარითა და მინერალური წყლით. აქვე გთავაზობთ ყაყაჩოს რულეტის რეცეპტსაც...

2. გადაახვიეთ ცომი რულეტივით. სულ ორი ასეთი რულეტი დაგჭირდებათ. ერთის ბოლოები ერთმანეთს მიამაგრეთ, რათა მთლიანი რგოლი გამოვიდეს. (იხ. ფოტო)

3. ერთი რულეტი დაჭერით ნაჭრებად, ხოლო მეორეს მხოლოდ კიდეები ჩაუჭერით სამზარეულოს მაკრატლით და ოდნავ გვერდზე გადახარეთ. (იხ.ფოტო)

4. რგოლისებური რულეტისგან მიღებთ ყვავილის ფორმას, ხოლო დაჭრილი ნაჭრებით ამოუვსეთ გული. (იხ.ფოტო)

თურქული რეცეპტი: ცომი საფუარითა და მინერალური წყლით. აქვე გთავაზობთ ყაყაჩოს რულეტის რეცეპტსაც...

5. გადაუსვით ზევიდან კვერცხის გული, დატოვეთ ნახევარი საათით და ამის შემდეგ შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში.

თურქული რეცეპტი: ცომი საფუარითა და მინერალური წყლით. აქვე გთავაზობთ ყაყაჩოს რულეტის რეცეპტსაც...

ამავე ცომით შეგიძლიათ დაამზადოთ ფუნთუსა სეზამის მარცვლებით, ვანილის ფუნთუშა და ღვეზელი კარტოფილისა და ხორცის შიგთავსით.

თურქული რეცეპტი: ცომი საფუარითა და მინერალური წყლით. აქვე გთავაზობთ ყაყაჩოს რულეტის რეცეპტსაც...

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

გემრიელად მიირთვით!

შეაფასეთ სტატია
თურქული რეცეპტი: ცომი საფუარითა და მინერალური წყლით. აქვე გთავაზობთ ყაყაჩოს რულეტის რეცეპტსაც…
производители продуктов питания в россии
გაიგეთ, რაზე მიუთითებს კვერცხის ნაჭუჭის უხეში და უსწორმასწორო ზედაპირი…