სახიფათო ოთახის მცენარეები

სახიფათო ოთახის მცენარეები
მცენარეების სახლში გაჩერების კულტურა უძველესი დროიდან მოდის, ჩვენმა წინაპრებმა კი ნამდვილად არ იცოდნენ ყველა მათგანის თვისებების შესახებ. მცენარეთა გარკვეული ნაწილი მხოლოდ გარკვეულ ეტაპებზე წარმოადგენს საშიშროებას, მაგრამ არსებობენ ისეთებიც, რომელთა სახლში ყოფნაც კი უკვე სახიფათოა თქვენი ჯანმრთელობისთვის.

მათი დასახელება უნდა იცოდეთ აუცილებლად. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა მათთვის ვისაც ყავს ბავშვები ან ოთხფეხა მეგობრები. თუ არ შეეხებით ან არ გასინჯავთ, რისკი საგრძნობლად მცირდება, მაგრამ როგორ აუხსნით ამას ბავშვს ან კატას? ამ სტატიაში გაეცნობით იმ მცენარეთა ჩამონათვალს, რომელიც არც ისე უწყინარია როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.

რომელი ოთახის მცენარეებია საშიში ჯანმრთელობისთვის

სახიფათო ოთახის მცენარეებილამაზმანი აზალეა შეიცავს საშიშ ნეიროტოქსინს – ეს არის გლიკოზიდი ანდრომედოტოქსინი. ის არის წვენის შემადგენლობაში და ორგანიზმში მოხვედრისას იწვევს სისუსტეს, გულისრევას, გულის მუშაობის დარღვევას. სიმპტომები საკმაოდ სწრაფად ვლინდება და ამიტომ ჯობია დაუყოვნებლივ გამოიძახოთ ექიმი. აზალეას სუნმაც კი შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა.

სახიფათო ოთახის მცენარეები

მონსტერა

ის საკმაოდ პოპულარული და სახიფათოა იმით, რომ მისი ფოთლები შეიცავს კალციუმის ოქსალატის ნაერთებს. მათ რაფიდებს უწოდებენ. ლორწოვან გარსზე მოხვედრის შემთხვევაში შეუძლიათ გამოიწვიონ ძლიერი ალერგიული რეაქცია.

დიფენბახია

ეს მცენარე რაც შეიძლება შორს უნდა გქონდეთ ბავშვებისგან. საქმე იმაშია, რომ მცირეოდენი შერხევის დროსაც კი ფოთლები და ღეროები გამოყოფენ ტოქსიკურ წვენს, რომელიც იწვევს დამწვრობას. მათი მოხვედრა ყველაზე საშიშია ლორწოვან გარსზე. გარდა ამისა მას შეუძლია გამოიწვიოს მხედველობის სერიოზული დარღვევა, ენის და ხორხის შეშუპება.

სახიფათო ოთახის მცენარეები

პუანსეტია (შობის ვარსკვლავი)

ის ფაქტიურად უსაფრთხოა თუ არ შეჭამთ. პუანსეტიას წვენი იწვევს საყლაპავი მილის დამწვრობას. ის განსაკუთრებით საშიშია მათთვის, ვინც ალერგიულია ლატექსზე.

კლივია

თუ დაკვირვებულხართ კლივიის სტაფილოსფერ წვენს, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ მისი ფერი გამოწვეულია ტოსქიკური ალკალოიდის მიერ. სწორედ ის იწვევს გულისრევას, ხრჩობას და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სერიოზულ პრობლემებს.

სპარსული ციკლამენი

ის საკმაოდ აგრესიული მცენარეა – მისი ფესვები და თესლი შეიცავს შხამს, რომელიც კანზე მოხვედრისთანავე იწვევს დამწვრობას და გაღიზიანებას. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ამ ნაწილების გამოყენებისას შესაძლოა აგიწიოთ ტემპერატურამ, დაგეწყოთ სუნთქვის გართულება და ყელის ტკივილი.

სახიფათო ოთახის მცენარეები
ეს არ არის სრული ჩამონათვალი იმ მცენარეებისა, რომელიც პირველ რიგში შორს უნდა დაიჭიროთ ბავშვებისგან და შინაური ცხოველებისგან. შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ მარტივი წესით: მავნე მცენარეები ძირითადად მიეკუთვნებიან ამ ოთხი ჯგუფიდან ერთ-ერთს – ეიფორბია, აროიდი, სოლანაციური და კურტოვია.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია