დეკორაცია ძველი ჭურჭლისგან: კრეატიული იდეების ნაკრები

დეკორაცია ძველი ჭურჭლისგან: კრეატიული იდეების ნაკრები

ხშირად გვიჭირს გარკვეულ ნივთებთან გამომშვიდობება, არადა არც ვიყენებთ მათ და არ ვიცით სად წავიღოთ. განსაკუთრებით ისეთი ნივთების გადაყრა გვიჭირს, რომელთანაც გარკვეული მოგონება გვაკავშირებს. გიცდიათ მათთვის მეორე სიცოცხლის მინიჭება? დღეს ჩვენი რედაქცია დაგარწმუნებთ იმაში, რომ ეს არცისე ძნელია. მთავარია ცოტაოდენი მონდომება და დრო. ამ შემთხვევაში თქვენ შეძლებთ სახლისთვის ულამაზესი და განსხვავებული დეკორაციების შექმნას.

პირველ რიგში უნდა მოიფიქროთ რომელი ოთახის გაფორმება ან გადახალისება გსურთ და ამის მიხედვით აარჩიეთ დეკორაციაც. თქვენ მათი გაკეთება შეგიძლიათ საკუთარი ხელით თუნდაც ჭურჭლისგან.

დეკორაცია ძველი ჭურჭლისგან: კრეატიული იდეების ნაკრები

დეკორაცია ძველი ჭურჭლისგან: ახალი იდეები

უჩვეულო სანათები

გაქვთ ლამაზი, მაგრამ ძველი ჭიქები და აღარ იყენებთ მათ? თქვენ შეგიძლიათ ისინი აქციოთ ორიგინალურ სანათებად. ამ შემთხევაში აღარ მოგიწევთ მასთან გამომშვიდობება და მასთან დაკავშირებულ მოგონებებსაც ისევ ისე შეინახავთ. ამასთან ერთად სახლსი გაჩნდება ინტერიერის ულამაზესი დეკორაცია.

დეკორაცია ძველი ჭურჭლისგან: კრეატიული იდეების ნაკრები

ორიგინალური საკიდები

ძველი დანა-ჩაგლისგან შეგიძლიათ დაამზადოთ საკიდები სამზარეულოს პირსახოცების ჩამოსაკიდებლად. ის თქვენ სამზარეულოს ბევრად უფრო განსხავებულ და მყუდრო ელფერს შესძენს.

დეკორაცია ძველი ჭურჭლისგან: კრეატიული იდეების ნაკრები

უნიკალური ჭაღები

უკვე გამოუსადეგარი ღრმა თეფშებისგან ან ფაიფურის ჭიქებისგან შეგიძლიათ ნამდვილი სასწაული გააკეთოთ. ცოტაოდენი ძალისხმევის შედეგად თქვენ დაამზადებთ ყველაზე განსხვავებულ ჭაღებს. შეგიძლიათ დაამზადოთ როგორც მაგიდის სანათი, ასევე ჭერის.

დეკორაცია ძველი ჭურჭლისგან: კრეატიული იდეების ნაკრები

ყვავილის საყვარელი ქოთნები

სერვისი, რომელსაც არ იყენებთ და მტვერი ედება, შეგიძლიათ საკმაოდ კარგად გამოიყენოთ. აიღეთ ძველი ჭიქები ან ფიალები და დაამზადეთ მათგან ყვავილის ქოთნები. ნამდვილად ძალიან ლამაზი და განსხვავებული გამოვა.

დეკორაცია ძველი ჭურჭლისგან: კრეატიული იდეების ნაკრები

დაამზადეთ საკუთარი ხელით განსხვავებული დეკორაციები და გაატარეთ დრო სასიამოვნოდ. ამ საქმეში შეგიძლიათ მტელმა ოჯახმა მიიღოთ მონაწილეობა და კიდევ უფრო მეტი კარგი მოგინება დააგროვოთ ერთად.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია
დეკორაცია ძველი ჭურჭლისგან: კრეატიული იდეების ნაკრები
პროდუქტები ტვინის ჯანმრთელობისთვის