გაიგეთ, ვინ არ უნდა მიირთვას ნიორი

გაიგეთ, ვინ არ უნდა მიირთვას ნიორი

ნიორი საუკუნეების მანძილზე ცნობილია თავისი სასარგებლო თვისებებით. ეს პროდუქტი ეფექტურად გამოიყენება უამრავი დაავადების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის. თუმცა როგორც ყველა ხალხურ სამკურნალო საშუალების, ასევე ნივრის ს გამოყენების დროსაც საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა.
როგორც აღმოჩნდა, ნივრის საკვებში გამოყენებაც კი არ არის ყველასთვის რეკომედნირებული. არის სიტუაციები როცა ექიმები უკრძალავენ პაციენტს ნივრის გამოყენებას. ყველაფერი კი იმის გამო, რომ შესაძლოა მივიღოთ საპირისპირო შედეგი.

გაიგეთ, ვინ არ უნდა მიირთვას ნიორი

როდის შეუძლია ნიორს ზიანის მოყენება

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადება

ნივრის შემადგენლობაში მყოფი ტოქსიკური ნივთიერებები ჭამენ კუჭის კედლებს და არღვევენ საკვების მონელებასთან დაკავშირებულ ქიმიურ პროცესებს. მარტივად რომ ვთქვათ ამ პროდუქტს შეუძლია გამოიწვიოს დამწვრობა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ნივრის მიღება არ შეიძლება მათთვის, ვისაც აქვს წყლულოვანი დაავადება, ქრონიკული გასტრიტი ან კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემა.

ღვიძლის და თირკმელების დაავადება

ნიორს შეუძლია გამოიწვიოს ღვიძლის და თირკმელების საკმაოდ დიდი გაღიზიანება, ასევე გამოიწვიოს ამ ორგანოების მუშაობის პროცესის დარღვევა თან საკმაოდ სერიოზული. ტოქსიკური ელემენტების გამო არის დაავადების გამწვავების რისკი.

გაიგეთ, ვინ არ უნდა მიირთვას ნიორი

ბუასილი

ნიორი სასტიკად აკრძალულია დიარეის დროს, რადგან ის აღიზიანებს ნაწლავებს და შესაძლოა მოახდინოს ანთების პროვოცირება. ნიორს ისევე როგორც ნებისმიერ ცხარე საკვებს, თავადაც შეუძლია გამოიწვიოს მოუნელებლობა. ეს პროდუქტი არ შეიძლება ბუასილის პრობლების დროსაც.

სისხლდენა და მოსალოდნელი ქირურგიული ჩარევა

ნიორს აქვს სისხლის გათხელების ეფექტი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი სისხლდენა. ამიტომ ექიმები დაგეგმილი ოპერაციის წინ ორი კვირით ადრე მაინც პაციენტებს ურჩევენ არ მიირთვან ეს პროდუქტი.

ჭარბი წონა

როგორც ცნობილია ეს მცენარე ხელს უწყობს მადის მომატებას. ამიტომ მის მიღებას თავი უნდა აარიდონ ჭარბი წონის მქონე ადამიანებმა.

გაიგეთ, ვინ არ უნდა მიირთვას ნიორი

ალერგია

მიუხედევადა იმისა, რომ ნიორზე ალერგია პროცენტულად ძალიან ცოტა ადამიანს აქვს, ამ ფაქტის უგუნებელყოფა მაინც არ შეიძლება. მსუბუქმა ალერგიამაც კი შეიძლება გამოიწვიოს გულძმარვა, მეტეორიზმი და თვალის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება. სერიოზული შეტევები კი უკვე პოტენციურად საშიშია სიცოცხლისთვის.

ეპილეფსია

ნიორი იწვევს ნერვული სისტემის გაღიზიანებას. მისი მიღება საერთოდ არ შეიძლება ეპილეფსიით დაავადებული ადამიანებისთვის, რადგან ის ახდენს შეტევის პროვოცირებას.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები

ეს პროდუქტი ფრთხილად უნდა მიიღონ ჰიპერტონიის, წნევის მოულოდნელი დავარდნის, გულის ნევროზის და გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული სხვა პრობლემების მქონე ადამიანებმა. ის იწვევს წნევის დაწევას და აუარესებს ქრონიკულ ჰიპერტონიკთა მდგომარეობას.

გაიგეთ, ვინ არ უნდა მიირთვას ნიორი

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდირებული ნივრის ჭამა, რადგან მან შეიძლება გავლენა იქონიოს ემბრიონის განვითარებაზე და გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია.

სამუშაო, რომელიც მოითხოვს განსაკუთრებულ კონცენტრაციას

ნიორი საკმაოდ ტოქსიკურია. მისი შემადგენელი ნატურალური სულფიდები ნეგატიურად მოქმედებენ ორგანიზმზე. იწვევს მოქმედების და აზროვნების შენელებას, იწვევს თავის ტკივილს და ხელს უშლის კონცენტრაციის უნარს.

გაიგეთ, ვინ არ უნდა მიირთვას ნიორი

ნივრის მოყვარულებო გაითვალისწინეთ ეს ინფორმაცია. ნიორი აბსოლუტურად ჯანმრთელ ორგანიზმზეც კი ნეგატიურად მოქმედებს. დღეში მაქსიმუმ 2-3 კბილი ნივრის მიღებაა რეკომენდირებული და ისიც მოთუშულ მდგომარეობაში.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია