აი რატომ უნდა გაყინოთ პასკა და როგორ უნდა გამოიყენოთ ის მოგვიანებით

აი რატომ უნდა გაყინოთ პასკა და როგორ უნდა გამოიყენოთ ის მოგვიანებით

ყოველი აღდგომის წინ ვკამათობ დედასთან პასკებთან დაკვშირებით. ის იმდენს ამზადებს, რომ უბრალოდ აღარ ვიცით შემდეგ სად უნდა წავიღოთ. სააღდგომო ნამცხვრის გადაგდება კი როგორც იცით არ შეიძლება. რაც არუნდა გიყვარდეთ პასკა, ვფიქრობ ყველას მოგბეზრებიათ მისი ჭამა სააღდგომოდ. ბევრი ვიფიქრე ამ საკითხზე და გამოსავალიც ვიპოვე! დავიწყე პასკების გაყინვა.

აი რატომ უნდა გაყინოთ პასკა და როგორ უნდა გამოიყენოთ ის მოგვიანებით
მართალია ყველა პასკის გაყინვას ვერ მოახერხებთ, მაგრამ აქვე გაგიზიარებთ შენახვის სხვა ხრიკებსაც. ასევე გასწავლით უგემრიელესი კენკრის მაფინების დამზადებას.

როგორ გავყინოთ პასკა შენახვის ვადის გასახანგრძლივებლად

გადაახვიეთ პასკა საკვებ პოლიეთილენის პარკში ან უბრალოდ მოათავსეთ პარკში და შეინახეთ საყინულეში. სასურველია, რომ ახლოს არ იდოს თევზი ან მძაფრი სუნის მქონე ნებისმიერი პროდუქტი. დაბალ ტემპერატურაზე პასკის შენახვის ხანგრძლივობა იზრდება 6 თვემდე.

აი რატომ უნდა გაყინოთ პასკა და როგორ უნდა გამოიყენოთ ის მოგვიანებით
როგორც კი მოგინდებათ ამ ტკბილეულით პირის ჩატკბარუნება, გაალღვეთ ის მიკროტალღურ ღუმელში და მიირთვით. დამიჯერეთ არომატი ისევ ძველებური ექნება, მაგრამ არის ერთი დეტალი – ამ შემთხვევაში ის ბევრად მალე ფუჭდება, ამიტომ უნდა მიირთვათ გალღვობისთანავე. მისი ხელახლა გაყინვა კი უბრალოდ აღარც იფიქროთ.

შეგიძლიათ მისგან ე.წ. სუხარებიც დაამზადოთ. უბრალოდ დაჭერით ის პატარა ნაწილებად, დააწყვეთ ერთ ფენად და დატოვეთ გამოსაშრობად. თუ პასკა რბილია, მაშინ მეტ დრო დაჭირდება. გამზადებული სუხარი შეინახეთ მშრალ ადგილზე.

აი რატომ უნდა გაყინოთ პასკა და როგორ უნდა გამოიყენოთ ის მოგვიანებით

რა შეიძლება მოვამზადოთ სააღდგომო ნამცხვრისგან

დაჭერით პასკა პატარა ნაწილებად. ამოავლეთ ის კვერცხის და 2 ს.კ. რძის ნაზავში. შეწვით გაცხელებულ ტაფაზე ორივე მხრიდან მოოქროსფერო ფერის მიღებამდე. ეს საუკეთესო ვარიანტია საუზმისთვის ან სწრაფად წასახემსებლად.

მისგან მაფინების მომზადებაც შეგიძლიათ. რეცეპტიც ძალიან მარტივია. აი რა უნდა გააკეთოთ:

პასკის მაფინი კენკრით

აი რატომ უნდა გაყინოთ პასკა და როგორ უნდა გამოიყენოთ ის მოგვიანებით
დაგჭირდებათ:

  • 400 გრ. პასკა
  • 150 გრ. გაყინული კენკრა
  • 4 ცალი კვერცხი
  • 400 მლ. რძე
  • 4 ს.კ. შაქარი
  • მარილი გემოვნებით
  • მწიკვი დარიჩინი
  • ნაღების კარაქი ფორმებისთვის

მომზადების წესი:

  • დაჭერით პასკა პატარა კუბიკებად, ყველაზე რბილი ნაწილი კი დააქუცმაცეთ ხელით.
  • ათქვიფეთ კვერცხი ღრმა ჭურჭელში, დაუმატეთ დარიჩინი, მარილი და შაქარი. ამის შემდეგ დაუმატეთ რძე და ისევ ათქვიფეთ.
  • დაჭრილ პასკას დაასხით ათქვეფილი მასა, დაუმატეთ კენკრა და დატოვეთ 15 წუთით. ნაჭრები კარგად უნდა გაიჟღინთოს.
  • ფორმებს წაუსვით კაქარი და მოათვსეთ შიგნით უკვე გამზადებული მასა. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე და გამოაცხვეთ 20-25 წუთის განმავლობაში.

ალბათ ყველას მოგვდომებია აღდგომის შემდეგ პასკის გემოს გახსენება. ეს ხრიკები კი ნამდვილად დაგეხმარებათ ამ სურვილის ასრულებაში 1,2 და 3 თვის შემდეგაც კი. ამისთვის ის უბრაოდ უნდა გაყინოთ!

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია
აი რატომ უნდა გაყინოთ პასკა და როგორ უნდა გამოიყენოთ ის მოგვიანებით
წელის ტკივილი - მიზეზები, როგორ მკურნალობა, რა უნდა გააკეთოს, ტიპები, დიაგნოზი - Hondrostrong
ვიტამინი, რომლის ნაკლებობაც იწვევს ზურგის და სახსრების ტკივილს!