თქვენს ქოთანში ვარდი მუდამ მოყვავილე იქნება – აიღეთ კარტოფილი და მიჰყევით ამ ინსტრუქციას

თქვენს ქოთანში ვარდი მუდამ მოყვავილე იქნება - აიღეთ კარტოფილი და მიჰყევით ამ ინსტრუქციას

ვარდი – ყველასთვის ცნობილი და საყვარელი მცენარეა, რომელიც გამოირჩევა თავისი მრავალსახეობითა და სილამაზით. ის არის მცენარე, რომელიც ნებისმიერ დღესასწაულს ამშვენებს. მამაკაცების უმრავლესობა სწორედ ამ მცენარის ჯიშს ანიჭებს უპირატესობას რათა საყვარელი ქალბატონების გული მოიგონ და გაახარონ ისინი, თუმცა ამავე დროს უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ეს საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში. როგორც მოგეხსენებათ ვარდი არის ის მცენარე, რომელიც მუდმივად არ ყვავის და ვერ ცოცხლობს. ამ უმარტივესი და საოცარი მეთოდის წყალობით თქვენ შეძლებთ უფრო ხშირად მოიგოთ საყვარელი მანდილოსნების გული და ამავე დროს ფინანსებიც საგრძნობლად დაზოგოთ.

ვარდის აღმოცენება სახლის პირობებში

ამისათვის დაგჭირდებათ:

  • კარტოფილი;
  • ვარდი;
  • ქოთანი;
  • მიწა;
  • ბურღი;
  • პლასტმასის ბოთლი.

 მარტივი ინსტრუქცია:

  • შეიძინეთ ვარდის ის ჯიში, რომელიც გინდათ, რომ გაზარდოთ. მოაშორეთ მას არსებული ყველა ფოთოლი, ასევე გაასუფთავეთ კვირტებისგან დადა მოაჭერით ასევე ფეხის ნაწილიც დაახლოებით 3-4 სმ. ამის შემდეგ ვარდის ღეროს გაუკეთეთ 45 გრადუსიანი ჭრილი.
თქვენს ქოთანში ვარდი მუდამ მოყვავილე იქნება - აიღეთ კარტოფილი და მიჰყევით ამ ინსტრუქციას
  • აიღეთ საშუალო ზომის კარტოფილი და ბურღის საშუალებით ან სხვა საგნით გაუკეთეთ ხვრელი იმ ზომის, რომ ვარდის ღერო, უფრო რომ დავაზუსტოთ მისი ფეხის ნაწილი, რომ მოთავსდეს. გაითვალისწინეთ, რომ კარტოფილში ხვრელი უნდა იყოს იმ ზომის, რომ მასში ვარდის ჩადების შემდეგ მან წონასწორობა არ დაკარგოს.
თქვენს ქოთანში ვარდი მუდამ მოყვავილე იქნება - აიღეთ კარტოფილი და მიჰყევით ამ ინსტრუქციას
  • აიღეთ თქვენთვის სასურველი ზომის ქოთანი და ჩაყარეთ მასში მიწა. ქოთანში მიწის 5 სანტიმეტრიანი ფენის  შევსების შემდეგ აიღეთ ვარდის ღეროიანი კარტოფილი დადეთ და შემდეგ ქოთანი ბოლომდე შეავსეთ მიწით.
თქვენს ქოთანში ვარდი მუდამ მოყვავილე იქნება - აიღეთ კარტოფილი და მიჰყევით ამ ინსტრუქციას
  • აიღეთ პლასტმასის ნებისმიერი ბოთლი და მოაჭერით მას ქვედა ნაწილი, ამის შემდეგ კი ვარდის ღეროს ჩამოაფარეთ ზემოდან, როგორც ასახულია ფოტოზე. იმის გამო, რომ ვარდის ფეხი არ დასველდეს მორწყვისას წყალი მცენარეს პლასტმასის ბოთლის გარშემო დაუსხით.
თქვენს ქოთანში ვარდი მუდამ მოყვავილე იქნება - აიღეთ კარტოფილი და მიჰყევით ამ ინსტრუქციას
  • პირველ წამონაზარდს თქვენ მალევე შეამჩნევთ ქოთანში და ზრდის პროცესიც საკმაოდ მალე დაიწყება. საბოლოო ჯამში კი თქვენი სახლის ინტერიერს დაამშვენებს ულამაზესი ვარდი ქოთანში, რომელიც სასიამოვნო განწყობას შეგიქმნით თქვენც და თქვენ სტუმრებსაც.
თქვენს ქოთანში ვარდი მუდამ მოყვავილე იქნება - აიღეთ კარტოფილი და მიჰყევით ამ ინსტრუქციას

ამ მეთოდის საშუალებით თქვენ უკვე იცით, როგორ გაახაროთ მარად მოყვავილე  ვარდი სახლის პირობებში, თან სასურველი ჯიშის. არ დაგავიწყდეთ ამ ხრიკის გაზიარება მეგობრებისთვის!

შეაფასეთ სტატია
თქვენს ქოთანში ვარდი მუდამ მოყვავილე იქნება – აიღეთ კარტოფილი და მიჰყევით ამ ინსტრუქციას
სასწაული წესები ტანსაცმლის რეცხვის! ამ მეთოდების გამოყენების შემდეგ ჩემი ტანსაცმელი ახალივითაა 100 – ჯერ გარეცხვის შემდეგაც