როგორ შევინარჩუნოთ ბასრი დანა

როგორ შევინარჩუნოთ ბასრი დანა

ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ სამზარეულოში კარგად გალესილი დანა დიდი კომფორტია და საჭმლის კეთების პროცესიც ბევრად სასიამოვნოა. რასაც ვერ ვიტყვით ბლაგვ დანაზე, რომელიც ნამდვილი სატანჯველია. სამწუხაროდ ყველას არ გამოსდის დანის სწორად გალესვა. ასევე არც ისე ბევრმა იცის თუ როგორ უნდა შეინარჩუნოს ბასრი დანა დიდი ხნით.

დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ გაგიმხილოთ რამოდენიმე საიდუმლო ხრიკი პროფესიონალი მზარეულებისგან. აი რამოდენიმე წესი, რომელიც დანის იდეალურ გალესვას უზრუნველყოფს.

როგორ გავლესოთ დანა სწორად

როგორ შევინარჩუნოთ ბასრი დანა

სველი სალესი ქვა

გამოიყენეთ სალესი ქვა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს სველი. დადეთ ის მაგიდაზე ისე, რომ არ მოძრაობდეს. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ პირსახოცი. ლესვის პროცესშიც უნდა დაასველოთ თითქმის ყოველ წუთში ჩაის კოვზის დახმარებით.

როგორ შევინარჩუნოთ ბასრი დანა

მინიშნება ახალბედებისთვის

თუ აქამდე არ დაინტერესებულხართ პროფესიონალური ლესვით, დაიმახსოვრეთ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: ის უნდა იყოს თანაბარი, ამიტომ შეგიძლიათ ჯერ ადგილი მონიშნოთ ფლომასტერით, რათა სწორად გალესოთ მთელს ხაზზე. როცა ის წაიშლება თქვენ გეცოდინებათმ რომ ყველაფერი სწორად გააკეთეთ.

ლესვისვ პროცესში დაიჭირეთ დანა ჰორიზონტალურად ორივე ხელით.

როგორ შევინარჩუნოთ ბასრი დანა

კუთხე და ზეწოლის ძალა

სამზარეულოს დანის გასალესად ოპტიმალური კუთხე 45 გრადუსია, შეიძლება 30-იც. არ იჩქაროთ მოძრაობების შესრულებისას, უბრალოდ გადაატარეთ დანა ქვაზე და ეცადეთ დაიჭიროთ კუთხე სწორად.

აირჩიეთ ისეთი დაწოლა, რომ შეინარჩუნოთ საჭირო ტემპი და დაწოლის ძალა დასაწყისიდან დასრულებამდე. არ არის საჭირო ძალიან ძლიერ დაწოლა, ასე ტყუილად გახარჯავთ ძალებს.

როგორ შევინარჩუნოთ ბასრი დანა
მსხვილ რესტორნებში როგორც წესი დანებს დამოუკიდებლად არ ლესავენ, არამედ აგზავნიან სპეციალურ დანადგარზე. თუმცა ყველა მზარეულმა იცის, თუ როგორ უნდა მიიღოს იდეალურად ბასრი დანა სახლის პირობებში. არ დაგავიწყდეთ თქვენი ინსტრუმენტების რეგულარულად გალესვა (კვირაში ერთხელ მაინც).

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია