ამ რეცეპტით ყველი მინის ქილებში საუკეთესოდ ინახება – ბებოს ნასწავლი რეცეპტი

ყველის შენახვა მინის ქილებში - ბებოს ნასწავლი მეთოდი

ყველის შენახად წათხი თითქმის ყველა ოჯახში მზადდება. დიასახლისები ყოველთვის ყურადღებით ინიშნავენ კარგი წათხის რეცეპტებს, რადგან შენახვისას ყველს გემოს შეცვლა ახასიათებს. კარგი წათხი კი ამ უსიამოვნებას აგარიდებთ თავიდან.

ყველის შენახვა მინის ქილებში - ბებოს ნასწავლი მეთოდი

ახლახან სოციალურ ქსელში ყველის შენახვის განსხვავებული მეთოდი გამოჩნდა, რომელმაც ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია. გთავაზობთ პოსტის ავტორისეულ ყველის შენახვის რეცეპტს, რომელიც თურმე, ბებიამ ასწავლა:

“სამი ლიტრი წყალი აადუღეთ, დაამატეთ 1 კილოგრამი მარილი და ნახევარი ჭიქა შაქარი. ადუღეთ 10 წუთი და მდუღარე დაასხით ქილებში გამზადებულ ყველს. რაც მოგრჩებათ, არ გადააქციოთ, ყველი იშრობს წყალს და დილით იგივე წათხი დაამატეთ, მჭიდროდ მოარგეთ ქილას თავსახური ან მოხუფეთ.

სამლიტრიანებს ვხუფავ, ხოლო დიდი მინის ჭურჭელს თავის თავსახურს ვახურავ. ჭურჭელს კარგად უნდა ეჭირებოდეს თავსახური. როცა დაასხამთ ცხელ წათხს და დაახურავთ, დილით დახედეთ და მორჩენილი წათხი დაამატეთ.
ასეთი ყველი სულგუნის გემოს იღებს და დიდხანს ინახება”.

რეცეპტს უამრავი გამოხმაურება აქვს. ალბათ ღირს, რომ დასაწყისისთვის 1 ქილის შენახვა მაინც ვცადოთ. მოგეხსენებათ, ზაფხულში ყველი იაფიცაა და რაც მთავარია, უფრო გემრიელი. მინის ქილები კი გემოს უკეთესად ინარჩუნებს, ვიდრე პლასტმასი, ეკოლოგიურადაც უფრო ჯანსაღია.

შეაფასეთ სტატია
ამ რეცეპტით ყველი მინის ქილებში საუკეთესოდ ინახება – ბებოს ნასწავლი რეცეპტი
რუკოლას სასარგებლო თვისებები