ლიმონის ხაჭო. რეცეპტი იხილეთ აქ…

ლიმონის ხაჭო. რეცეპტი იხილეთ აქ...
ხაჭოს სასარგებლო თვისებების შესახებ უკვე ყველასთვის კარგადაა ცნობილი. თუმცა ძალიან ცოტამ იცის ლიმონის ხაჭოს სასარგებლო თვისებების შესახებ.
ეს პროდუქტი კარგად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე: აუმჯობესებს თავის ტვინის მუშაობას და მეხსიერებას, ამაგრებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, ძვლებს და სახსრებს. გარდა ამისა ლიმონის ხაჭო დადებითად მოქმედებს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, კონკრეტულად დეპრესიული მდგომარეობის და ნევროზული აშლილობის დროს.

ლიმონის ხაჭო. რეცეპტი იხილეთ აქ...

ის კარგად ათვისებადია ორგანიზმისთვის, ძალიან გემრიელია და არ იწვევს ნაწლავების შებერილობას.

ლიმონის ხაჭოს რეცეპტი

დაგჭირდებათ:

  • 1 ლიტრი რძე
  • 1 ცალი ლიმონი

მომზადების წესი:

გამოწურეთ ლიმონის წვენი. რძე ჩაასხით ქვაბში და დადგით ნელ ცეცხლზე. როცა გაცხელდება, ადუღებამდე ჩაასხით მასში ლიმონის წვენი და სწრაფად მოურიეთ. ამის შემდეგ სწრაფადვე გადმოდგით ცეცხლიდან. მარლის საშუალებით განაცალკევეთ ხაჭო სითხისგან.

ლიმონის ხაჭო. რეცეპტი იხილეთ აქ...

მიირთვის ის საკვების მიღებამდე შაქრის დამატების გარეშე, რათა ხაჭოს სასარგებლო თვისებები მაქსიმალურად იყოს ათვისებული.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია