როგორ გამოვიყენოთ ძველი ბოსტნეული: გამოყენების 6 მეთოდი

როგორ გამოვიყენოთ ძველი ბოსტნეული: გამოყენების 6 მეთოდი

ახალი მოსავლის სეზონის პერიოდში უნდა მოვამზადოთ არა მხოლოდ ნიადაგი, არამედ ის ადგილიც სადაც მას შემდგომ შეინახავთ. როგორც წესი მინიმუმ ორი ყუთი დაძველებული ბოსტნეული და ხილი მრჩება ყოველ წელს. რაღა თქმა უნდა ყველაზე მარტივია მათი გადაყრა, მაგრამ ძალიან მიჭირს ჩემი შრომის შედეგად მოყვანილი მოსავლის გადაყრა. ამასთან ერთად ძველ ბოსტნეულს სარგებელის მოტანაც შეუძლია.

როგორ გამოვიყენოთ ძველი ბოსტნეული: გამოყენების 6 მეთოდი
პირველ რიგში უნდა გადაახარისხოთ დარჩენილი ბოსტნეული, რათა მოხდეს გაფუჭებულის საღისგან განცალკევება. გთავაზობთ 6 მეთოდს თუ როგორ უნდა აჩუქოთ მეორე სიცოცხლე ძველ ბოსტნეულს.

სად წავიღოთ ძველი ბოსტნეული

კომპოსტის ორმო

უტილიზაციის ყველაზე მარტივი და სასარგებლო მეთოდი. ამისთვის გამოგადგებათ როგორც საღი, ასევე გაფუჭებული ხილი და ბოსტნეული. უბრალოდ მთავარია, რომ ისინი არ იყოს პესტიციდებით დამუშავებული. ბოსტნეული უცებ იქცევა ორგანულ სასუქად, რომელიც შესანიშნავი საკვებია ახალი მოსავლისთვის.

დამატებითი საკვები ბუჩქებისთვის

როგორ გამოვიყენოთ ძველი ბოსტნეული: გამოყენების 6 მეთოდი

ამ შემთხვევაში მხოლოდ კარტოფილი და მისი ნათალი გამოგადგებათ. ის მოქმედებს როგორც ძირითადი სასუქის დანამატი. კენკრის ბუჩქებს უჭირთ ნიადაგში არსებული ფოსფორის ათვისება. ამაში მათ დაეხმარებათ ნიადაგის მიკრო ორგანიზმები, რომელიც აქტიურად მუშაობენ კარტოფილის წყალობით.

თბილი კვალი

ზოგიერთ კულტურას ცუდად გადააქვს ტემპერატურის უეცარი ცვლილებები. მათთვის შეგიძლიათ გააკეთოთ ე.წ. თბილი კვალი. ისინი განსაკუთრებით პოპულარულია არასტაბილური კლიმატის მქონე მხარეს. კვალს ავსებენ მცენარეული ნარჩენებით, რომლებიც გახრწნის შედეგად გამოყოფენ სითბოს. ისინი კვებავენ კულტურებს და უზრუნველყოფენ მათ ვენტილაციას.

მცენარეების დაფესვიანება

როგორ გამოვიყენოთ ძველი ბოსტნეული: გამოყენების 6 მეთოდი

ეს არის კიდევ ერთი ხრიკი კარტოფილის გამოყენებით. თქვენ ალბათ გსმენიათ, რომ ვარდების დაფესვიანება უკეთესად ხდება თუ მისი ღეროს დარგვამდე ჩაარჭობთ კარტოფილში. ბოსტნეული უზრუნველყოფს მცენარის დამატებით კვებას და იცავს მას მოყინვისგან.

ალკოჰოლური სასმელის მომზადება

ხილისგან შეგიძლიათ დაამზადოთ არაჩვეულებრივი სახლის ღვინო. ინტერნეტში უამრავი რეცეპტის მოძებნაა შესაძლებელი. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ხილი. უბრალოდ მთავარია, რომ ნაყოფი არ იყოს გაფუჭებული ან დამპალი.

ნატურალური საღებავი

გამოკვეთილი ფერის მქონე ბოსტნეული შესაძლებელია ვაქციოთ საღებავად. გაიხსენეთ ადრე როგორ პოპულარული იყო კვერცხის მოხარშვა ხახვის ფუჩეჩში. სტაფილოსგან და ჭარხლისგან უკვე დიდი ხანია ამზადებენ საკვებ საღებავს.

როგორ გამოვიყენოთ ძველი ბოსტნეული: გამოყენების 6 მეთოდი

ბოსტნეულისგან დამზადებული საღბავი მხოლოდ კულინარიაში არ გამოიყენება. მათი საშუალებით ქაღალდზე ხატვაც შეგიძლიათ. მაგალითისთვის დაჭერით ჭარხალი პატარა კუბიკებად, დაასხით წყალი და აადუღეთ. მიეცით ბოსტნეულს წყალშივე გაციების საშუალება, რის შემდეგაც ათქვიფეთ ის სითხესთან ერთად ფაფისებური მასის მიღებამდე. გადაიტანეთ მასა მარლაზე და გადაწურეთ.

როცა პატარა ვიყავი ძალიან მიყვარდა პატარა კაცუნების დამზადება ხელთ არსებული მასალებით. მართალია ხილი და ბოსტნეული მალე ფუჭდებოდა, მაგრამ ის ემოციები დღემდე სასიამოვნო მოგონებებად დარჩა ჩემში.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია
როგორ გამოვიყენოთ ძველი ბოსტნეული: გამოყენების 6 მეთოდი
ხრაშუნა, ნაკლებად მარილიანი კიტრის მწნილი – ,,საქორწინო”. დუღილისა და სტერილიზაციის გარეშე