კოქტეილი ”ერუდიტი”

კოქტეილი ''ერუდიტი''

ჩვენი ტვინის მუშაობა ძირითადად დამოკიდებულია იმ ”საწვავზე” რასაც ჩვენ მას ვაწვდით. პასიური აზროვნების რეჟიმში ყოფნისას ეს ორგანო მოიხმარს მთელი სხეულის რესურსის 10%-ს. აი აქტიური აზროვნების რეჟიმსი კი 30-40%-ს. ამიტომ აუცილებელია ტვინისთვის სწორი საკვების მიცემა, რათა შეივსოს ენერგიული მოთხოვნილება.

კოქტეილი ''ერუდიტი''

დღეს ჩვენ გაგაცნობთ ბერძნული თხილისგან დამზადებული კოქტეილის რეცეპტს, რომელსაც შეუძლია მთელი დღით აგავსოთ ენერგიით. საკმარისია ამ სასმელი მიღება კვირაში 2-3ჯერ და თქვენ მალევე შენიშნავთ, რომ ნაკლებად იღლებით როგორც გონებრივად, ასევე ფიზიკურად.

კოქტეილი ''ერუდიტი''

მის შემადგენლობაში არის პიტნა, რომელიც შესანიშნავი ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი და მსუბუქი შარდმდენი საშუალებაა. ის დადებითად მოქმედებს კუჭ-ნალწავის ტრაქტის მუშაობაზე, ხსნის შებერილობას, ამცირებს კუჭის მჟავიანობას და მოგაცილებთ გულის რევის შეგრძნებას. თანამედროვე მეცნიერებამ დაამტკიცა, რომ პიტნა ააქტიურებს ტვინში სისხლის მიმოქცევას, წარმატებით ებრძვის ნერვოზულობას და უძილობას.

კოქტეილი ''ერუდიტი''

როგორც იცით ბერძნული კაკალი ტვინის მთავარი მკვებავია. დღეში მხოლოდ 5 ცალი უზრუნველყოფს ლეციტინის დღიურ დოზას, რომელიც აუმჯობესებს გონებრივ შესაძლებლობებს, აძლიერებს კონცენტრაციის უნარს და ამაგრებს მეხსიერებას.

კაკალში ასევე არის მონოუჯერი ცხიმები, რომელიც გვხვდება სხვა სასარგებლო პროდუქტებშიც, როგორიცაა ზეთის ხილი. გარდა ამისა კაკალში აღმოჩენილია მცენარეული ანტიოქსიდანტები, ამიტომ ეს პროდუქტი ძალიან მნიშვნელოვანია რაციონისთვის თუ თქვენ ცხოვრობთ რადიაციულ ზონაში.

კაკლის სმუზი

კოქტეილი ''ერუდიტი''

დაგჭირდებათ:

  • 7 ცალი ბერძნული კაკალი
  • 5 ცალი პინტის ფოთოლი
  • 1,5 ჭიქა წყალი
  • თაფლი გემოვნებით

მომზადების წესი:

  • დაალბეთ ბერძნული კაკალი რათა დილისთვის უკვე გააქტიურებული იყოს მასში არსებული სასარგებლო ნივთიერებები.
  • დილით გადაიტანეთ კაკალი და პიტნა ბლენდერში, დაასხით წყალი და დაუმატეთ თაფლი.

კოქტეილი ''ერუდიტი''

  • დააბლენდერეთ უმაღლეს სიჩქარეზე, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შეგიძლიათ გადაწუროთ ან მიიღოთ ისე.

კოქტეილი ”ერუდიტი” – ეს არის სასარგებლო ელემენტების ბუნებრივი საგანძური. ვეგეტარიანელებისთვის ეს პროდუქტი იდეალურია რკინის, იოდის და მცენარეული ცილის უხვი რაოდენობის წყალობით.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია