მოამზადეთ ჩაი ბროწეულის ქერქისგან

მოამზადეთ ჩაი ბროწეულის ქერქისგან

მშობლებთან ერთად ქალაქგარეთ ვიყავი დასასვენებლად და დაემთხვა ბროწეულის სეზონს. ადგილობრივი მაცხოვრებლები ამ ნაყოფისგან მაქსიმალურ სარგებელს იღებენ. მაგალითად, მარცვლებისგან წვენს აკეთებენ, ხოლო წვენისგან ამზადებენ ღვინოს. საოცარია, რომ ბროწეულის ქერქს არ ყრიან. დამიჯერეთ, თუ ერთხელ მაინც გასინჯავთ ბროწეულის ქერქის ჩაის, ვეღარ დაივიწყებთ მას.

ბროწეულის ქერქის სასარგებლო თვისებები

მოამზადეთ ჩაი ბროწეულის ქერქისგან

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ბროწეულის ქერქი შეიცავს უამრავ სასარგებლო ნივთიერებას. პირველ რიგში აუმჯობესებს შრომისუნარიანობას. ბროწეულის ექსტრაქტი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხსნის დაღლილობის შეგრძნებას და სპორცმენებისთვისაა კარგი, რადგან აუმჯობესებს ფიზიკური დატვირთვის ეფექტურობას.

მოამზადეთ ჩაი ბროწეულის ქერქისგან

გარდა ამისა ბროწეულის ქერქი აუმჯობესებს მეხსიერებას. ის ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს, ამცირებს წნევას და აუმჯობესებს გულისთვის სისხლის მიწოდების პროცესს. ძალიან კარგია გულის იშემიური დაავადებების მქონე პაციენტებისთვის.

როგორ მოვამზადოთ ბროწეულის ქერქის ფხვნილი

მოამზადეთ ჩაი ბროწეულის ქერქისგან

ბროწეულის ქერქის საკვებში გამოყენებამდე აუცილებელია მისი გამოშრობა და დაფქვა. თუმცა მზა ფხვნილის შეძენაც არის შესაძლებელი ნებისმიერ ჯანსაღი კვების მაღაზიაში. სახლში კი უბრალოდ გამოაშრეთ მზეზე, შემდეგ დააბლენდერეთ და შეინახეთ ჰერმეტულად დაცულ ჭურჭელში.

ჩაი გაციების პროფილაქტიკისთვის

მოამზადეთ ჩაი ბროწეულის ქერქისგან

ბროწეულის ქერქის ჩაი დაჯილდოვებულია ანტიბაქტერიული თვისებებით. მას სვავენ ვირუსული დაავადების პროფილაქტიკისთვის და განსაკუთრებით სასარგებლოა პანდემიის დროს. ამ სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 5 გრ. მშრალი კოჭა
  • 5 ფოთოლი ცოცხალი პიტნა
  • 10 მლ. თაფლი
  • 15 გრ. ბროწეულის ქერქის ფხვნილი

დაასხით ნარევს ცხელი წყალი (მაგრამ არა მდუღარე), დადგით 10 წუთით. სურვილისამებრ დაამატეთ ლიმონი. ისე ამ ფხვნილისგან შესანიშნავი სახის ნიღაბიც მზადდება, რომელიც ეფექტურია პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად. ყველაფერი მისი ანტიოქსიდანტური თვისებების წყალობით ხდება.

მოამზადეთ ჩაი ბროწეულის ქერქისგან

აუცილებლად ჩაინიშნეთ ეს რეცეპტი და იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ნატურალური საშუალებების დახმარებით.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
მოამზადეთ ჩაი ბროწეულის ქერქისგან
როგორ შევინარჩუნოთ ფანჯრების სისუფთავე გაწმენდის შემდეგ