დაამარცხეთ კისრის ტკივილი მალამოს გარეშე

დაამარცხეთ კისრის ტკივილი მალამოს გარეშე

ყოველდღიური აქტიური ცხოვრება იწვევს კისრის ნერვების და კუნთების დაჭიმვას. თუ ეს პრობლემა გაწუხებთ, სწრაფი და ეფექტური ვარჯიშები მარტივად გაგიწევთ საჭირო დახმარებას.

მასაჟი-ჩოგბურთის ბურთი

იტვირთება
დაამარცხეთ კისრის ტკივილი მალამოს გარეშე
  • ჩოგბურთის ბურთის დახმარებით კეფის ძირზე სხვადასხვა მიმართულებით დაიწყეთ მასაჟი.
  • თუ ზედაპირი დაჭიმული გაქვთ, დააწექით 20-30 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ისევ გააგრძელეტ მასაჟის გაკეთება.

„მშვილდი“

იტვირთება
დაამარცხეთ კისრის ტკივილი მალამოს გარეშე
  • მუცლით დაწექით სწორ ზედაპირზე, ყბა დადეთ ძირს, ხელები კი დააწყეთ ტანის პარალელურად.
  • მუხლები ისე მოხარეთ, რომ ქუსლები შეეხოს უკანალს.
  • კოჭები დაიკავეთ ხელებით.
  • ჰაერი შეისუნთქეთ, აწიეთ ქუსლები მაღლა, ასევე-თავი და ზედატანი მაღლა პარალელურად.
  • 10 წუთის განმავლობაში შეინარჩუნეთ ეს პოზიცია

„აქლემი“

დაამარცხეთ კისრის ტკივილი მალამოს გარეშე
  • მუხლებზე დამდგარი პოზიციით ბარძაყები ერთმანეთს მხრების სიგანეზე დააშორეთ.
  • ხელები დაიდეთ მენჯებზე
  • თავი გადახარეთ ოდნავ უკან და უკანალი ნელა გაწიეთ უკან
  • ხელებით მოეჭიდეთ ქუსლებს და მაქსიმალურად გაჭიმეთ
  • თავი ნელა გადაწიეთ და ეს პოზა შეინარჩუნეთ 30-60 წამის განმავლობაში. ეს ვარჯიში გაიმეორეთ საპირისპირო მხარესაც და შემდეგ დაუბრუნდით ისევ საწყის მდგომარეობას.

„კობრა“

დაამარცხეთ კისრის ტკივილი მალამოს გარეშე
  • მუცელზე დაწექით სწორად, ფეხები გაჭიმეთ და დაეყრდენით ფეხის ტითებს.
  • ხელები დააწყვეთ ზუსტად მხრების ქვეშ
  • ჰაერი შეისუნთქეთ და მკერდი აწიეთ ქვემოდან ხელების გასწვრივ. მიწას დაეყრდენით მენჯებით, მოხარეთ ხერხემალი და გადაწიეთ თავი ნელა უკან, სანამ არ იგრძნობთ სხეულში დაჭიმულობას.
  • ასეთი პოზა შეინარჩუნეთ 15 წამის  განმავლობაში. ბოლოს კი, ღრმა ამოსუნთქვით დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას.

ვარჯიშები კისრისთვის

დაამარცხეთ კისრის ტკივილი მალამოს გარეშე
  • მკერდის მიმართულებით თავი ნელა დახარეთ და გააჩერეთ ასეთ მდგომარეობაში 15 წამის განმავლობაში. დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. ამის შემდეგ, ისევ გადახარეთ თავი უკან და გააჩერეთ 15 წამი. ეს ვარჯიში გაიმეორეთ 10-ჯერ, ორივე პოზიციაში.
  • თავი გადახარეთ მარცხნივ, ეცადეთ მხართან ახლოს იყოს. გააჩერეთ ასე 30 წამის განმავლობაში, შემდეგ კი ისევ დააბრუნეთ საწყის მდგომარეობაში. ეს ვარჯიში გაკეთეთ მეორე მხარესაც. ვარჯიშმა უნდა მოიცვას 10 ასეთი მოქმედების გამეორება.
იტვირთება
შეაფასეთ სტატია
დაამარცხეთ კისრის ტკივილი მალამოს გარეშე
რატომ გვეწყება თმის ცვენა და როგორ გამოვასწოროთ ეს?