ვაშლის ქერქის სასარგებლო თვისებები

ვაშლის ქერქის სასარგებლო თვისებები

ბევრი ადამიანი ვაშლს შეჭმამდე ფრცქვნის, არადა სულ ტყუილად! სწორედ ქერქი შეიცავს დიდი რაოდენობით ორგანიზმისთვის სასარგებლო ვიტამინებს. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ სასარგებლო ნივთიერებები ბევრად დიდი რაოდენობითაა ქერქში, ვიდრე რბილობში. ამიტომ ქერქს ხშირად იყენებენ ხალხურ მედიცინაში უამრავი დაავადების სამკურნალოდ.

ვაშლის ქერქის სასარგებლო თვისებები

სამწუხაროდ დღეს უამრავი ქიმიკატი, შხამი და სასუქი გამოიყენება ვაშლის ზრდის პროცესში. ეცადეთ ხილი შეიძინოთ გლეხისგან, რადგან ისინი ნაკლებად გამოიყენებენ მავნე ნივთიერებებს რაც ხილს ბევრად უსაფრთხოს ხდის.

ვაშლის ქერქის სასარგებლო თვისებები

  • ვაშლის შემადგენლობაში მყოფი ფიტოქიმიური ნაერთები, C ვიტამინი და არახსნადი ბოჭკოები ეხმარება ორგანიზმს ტოქსინების და ზედმეტი ცხიმის გამოდევნაში. უნდა აღინიშნოს, რომ ცხიმიანი საკვების მოყვარულებს ხშირად უნდებათ ვაშლის მირთმევა და ვერ ხვდებიან, რომ ასე ორგანიზმი მათ შველას თხოვს.
  • საკვებში ვაშლის ქერქის გამოყენება ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას, რაც პექტინის დამსახურებაა. ის აძლიერებს იმუნიტეტს, აწესრიგებს საკვების მონელების პროცესს და აჯანსაღებს ორგანიზმს.
  • ვაშლის ქერქი შეიცავს რუთინს და კვერცეტინს – ეს არის ძლიერი მცენარეული ანტიოქსიდანტები, რომლებიც იცავენ უჯრედების დაზიანებისგან, ანთებითი პროცესებისგან და სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული პრობლემებისგან. ისინი ასევე ამცირებენ ასთმის, დიაბეტის, სიმსივნის, ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიის და სხვა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს.
  • კანადელმა მეცნიერება ვაშლის ქერქი სუპერ პროდუქტების სიაში შეიყვანეს ფლავანოიების და ანტიოქსიდანტების დიდი რაოდენობით შემცველობის გამო, რომლებსაც შეუძლიათ სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიონ საშიში დაავადებების განვითარების რისკს.
  • მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ვაშლის ქერქი ანელებს მსხვილი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნის უჯერდების გავრცელებას 43%-ით, ხოლო რბილობის ექსტრაქტი მხოლოდ 29%-ით.

ვაშლის ქერქის სასარგებლო თვისებები

თუ ვაშლის ქერქის უკუჩვენებაზე ვისაუბრებთ, ეს მხოლოდ მისი ზრდის პროცესის დროს გამოყენებულ პესტიციდებზე შეიძლება ითქვას.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
ვაშლის ქერქის სასარგებლო თვისებები
გომასიო