მოამზადეთ შვრიის ნამცხვარი სულ რაღაც 15 წუთში!

მოამზადეთ შვრიის ნამცხვარი სულ რაღაც 15 წუთში!

რამდენად ხშირად ხვდებით დესერტს, რომელსაც არც ფქვილი ჭირდება და არც შაქარი დამატებით დამატკბობელად? თან არც ძვირი რომ არ ჯდებოდეს! ჩვენ ნამდვილად აღმოვაჩინეთ ერთ-ერთი მათგანი – შვრიის ნამცხვარი შოკოლადით და ქოქოსის რძით. მის მოსამზადებლად არ არის საჭირო ფირფიტების ან ბისკვიტის გამოცხობა, არც შვრიის მოხარშვა დაგჭირდებათ. უბრალოდ ცოტა ხანს უნდა მოხალოთ ტაფაზე გემოს გასაძლიერებლად.

გაგიკვირდებათ და არც ღუმელი დაგჭირდებათ: ტორტი მაცივარში იღებს საბოლოო სახეს. ამიტომ მნიშვნელოვანია მაღალი ცხიმიანობის მქონე რძის გამოყენება. თუ არ გაქვთ ქოქოსის რძე, მაშინ ნაღებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. თუმცა გაითვალსწინეთ, რომ ამ შემთხვევაში არომატი აღარ იქნება ისეთი მდიდარი.

მოამზადეთ შვრიის ნამცხვარი სულ რაღაც 15 წუთში!

დაგჭირდებათ:

  • 300 გრ. შვრიის ფანტელი
  • 180 გრ. შავი შოკოლადი
  • 400 მლ. ქოქოსის რძე

მომზადების წესი:

  • გააცხელეთ მშრალი ტაფა და ცხიმის გამოყენების გარეშე დაყარეთ ზედ შვრიის ფანტელი. მოხალეთ ოდნავ ფერის შეცვლამდე და თან მუდმივად ურიეთ (დაახლოებიტ 3 წუთი). საჭიროა მსხვილი ფანტელის გამოყენება, რომელსაც დიდხანს მოხარშვა ჭირდება. ამ შემთხვევაში შვრია ინარჩუნებს ფორმას და არ გადაიქცევა ფაფად.

მოამზადეთ შვრიის ნამცხვარი სულ რაღაც 15 წუთში!

  • გადაიტანეთ ქოქოსის რძე (არანაკლებ 11%-ისა) ქვაბში. თუ ქოქოსის ნაღები გექნებათ კიდევ უკეთესი. გაადნეთ შოკოლადი რძეში, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

მოამზადეთ შვრიის ნამცხვარი სულ რაღაც 15 წუთში!

  • დაასხით უკვე მოხალულ შვრიის ფანტელს ცხელი შოკოლადის და ქოქოსის რძის მასა. მოურიეთ მაშინვე.

მოამზადეთ შვრიის ნამცხვარი სულ რაღაც 15 წუთში!

  • ჩააფინეთ ფორმაში პერგამენტის ქაღალდი და ჩაასხით შიგნით მიღებული მასა. ფორმა მაგიდაზე მსუბუქად დაარტყით რამოდენიმეჯერ, რომ მასა კარგად გადანაწილდეს. დატოვეთ მთელი ღამით მაცივარში. (ზოგადად მხოლოდ 4 საათიც საკმარისია ხოლმე.) მზად არის თქვენი დესერტი!

მოამზადეთ შვრიის ნამცხვარი სულ რაღაც 15 წუთში!

ამ დესერტში კარგი ის არის, რომ საკმარისია მხოლოდ 5 წუთის დახარჯვა და დილისთვის უგემრიელესი დესერტი მზად გაქვთ! თუ აიღებთ ისეთ შოკოლადს, რომელსაც დიდი რაოდენობით აქვს კაკაოს შემადგენლობა, მაშინ ის ბევრად სასრგებლო გამოვა. აქვე გაგანდობთ ერთ ხრიკს: დაუმატეთ დესერტს საყვარელი თხილეული და ის კიდევ უფრი გემრიელი გამოვა.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია