ისტორია, რომელიც იმედით აგავსებთ. ეს გოგონა ორ თვეში განიკურნა მკერდის კიბოსგან, თან ქიმიოთერაპიის გარეშე.

ისტორია, რომელიც იმედით აგავსებთ. ეს გოგონა ორ თვეში განიკურნა მკერდის კიბოსგან, თან ქიმიოთერაპიის გარეშე.

როცა კიბოს დიაგნოზს გისმევენ, ეს საკმაოდ მძიმე გადასატანია როგორც ფიზიკურად ასევე ემოციურად. ამ დროს ადამიანს იპყრობს უიმედობა და ვარდება სტრესში. ისტორია, რომელსაც დღეს თქვენ გიამბობთ, ნამდვილად აგავსებთ იმედით.

დღეს გესაუბრებით ინოვაციურ მკურნალობის მეთოდზე, რომელმაც არა მხოლოდ პაციენტებს, არამედ ექიმებსაც დაუბრუნა რწმენა ამ ვერაგი დაავადების დამარცხების შესახებ.

გოგონა, რომელიც გამოსახულია ფოტოზე, არის ჯუდი პერკინსი. მან დაამარცხა მკერდის კიბო ქიმიოთერაპიის გარეშე. 2003 წელს ჯუდის დაუსვევს მკერდის კიბოს დიაგნოზი და ამის გამო მოხდა მკერდის მოკვეთა. მიუხედავად ამისა, 2013 წელს კიბოს უჯრედებმა კვლავ იჩინა თავი მის ორგანიზმში.

მიუხედავად ქიმიოთერაპიის და ჰორმონალური თერაპიის სრული კურსის ჩატარებისა, დაავადებამ ერთი ნაბიჯითაც არ დაიხია უკან. 2 წლის შემდეგ ჯუდისთვის ცნობილი გახდა რომ, კიბოს ეროვნულ უნივერსიტეტში მიმდინარეობდა კვლევა ახალი მკურნალობის მეთოდის გამონახვის შესახებ და გადაწყვიტა გამოეცადა ის საკუთარ თავზე.

ისტორია, რომელიც იმედით აგავსებთ. ეს გოგონა ორ თვეში განიკურნა მკერდის კიბოსგან, თან ქიმიოთერაპიის გარეშე.

საუბარი იყო იმუნოთერაპიაზე, რომელიც გულისხმობდა ადამიანის სხეულიდან იმუნური უჯრედების ამოღებას და მათ კიბოს უჯრედებთან კონტაქტში შეყვანას. ასე დაადგენდნენ თუ რომელი ტიპის უჯრედები ცნობენ და უტევენ კიბოს უჯრედებს. ჯუდი პერკინსის უჯრედები გადაიტანეს სპეციალურ ლაბორატორიაში, სადაც ისინი გამრავლდნენ და უფრო გაძლიერდნენ კიბოს უჯრედების მიმართ ბრძოლისუნარიანობით. ასეთ უჯრედებს უკვე სწრაფად და ძლიერად შეეძლოთ კიბოს უჯრედებზე შეტევა. როცა იმუნური უჯრედები საკმარისად გაძლიერდნენ, ისინი კვლავ შეიყვანეს ჯუდის სხეულში.

ისტორია, რომელიც იმედით აგავსებთ. ეს გოგონა ორ თვეში განიკურნა მკერდის კიბოსგან, თან ქიმიოთერაპიის გარეშე.

მკურნალობის კურსი არ იყო მარტივი, თუმცა მიუხედავად ტკივილებისა და სისუტისა პერკინსს იმედი არ დაუკარგავს.

ჯუდი პერკინსი:

” მე შევამჩნიე, რომ კიბოს ნაწილი რომელიც ჩემი მხარის ნერვს აწვებოდა, შედარებით ნაკლებ ტკივილს იწვევდა ”

გაგიკვირდებათ და 2 კვირის შემდეგ ტკივილი სრულად გაქრა, ხოლო 2 თვეზე ნაკლებ პერიოდში მან ბოლომდე დაამარცხა კიბო და 2016 წლიდან ის დღემდე თავს კარგად გრძნობს.

ამ უახლესი მკურნალობის მეთოდის გამომგონებელია დოქტორი სტივენ როზენბერგი. დოქტორი როზენბერგი არის ეროვნული კიბოს ცენტრის მთავარი ქირურგი და პიონერი იმუნოთერაპიის დარგში.

დოქტორი სტივენ როზენბერგი:

”ეს შეიძლება წარმატებული მკურნალობის საწინდარი არ იყოს ყველანაირი კიბოს ტიპის შემთხვევაში, თუმცა ერთმნიშვნელოვნად უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი დასაწყისი და უკვე ჩატარებული კვლევებიც მართლაც იდეალური დასაწყისია ექსპერიმენტალური მიდგომით ჩამოყალიბებული მკურნალობის ტიპისათვის.”

ჯუდი პერკინსის ისტორია უამრავი ადამიანისთვის აღმოჩნდა იმედის მომცემი.

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
ისტორია, რომელიც იმედით აგავსებთ. ეს გოგონა ორ თვეში განიკურნა მკერდის კიბოსგან, თან ქიმიოთერაპიის გარეშე.
როგორ გავხდეთ 50 კილოზე ნაკლები და შევინარჩუნოთ ეს წონა: ბაი ლუს რაციონი