ინტერნეტში მოვნახე უამრავი რჩევა ამ თემასთან დაკავშირებით. აგრესიული ქიმიური საშუალების გამოყენება ნამდვილად არ მინდოდა და ყველაზე მეტად ყურადღება დავუთმე ძველ ხალხურ საშუალებებს. ჩამონათვალიდან ავირჩიე მხოლოდ ერთი, რადგან გამწმენდი სითხის მოსამზადებელი მთავარი კომპონენტი უკვე მქონდა სახლში.
როგორ გავწმინდოთ შხაპის თავი ლიმონის მჟავის დახმარებით
ლიმონის მჟავის შემადგენლობა საკმაოდ მარტივია და თან უნიკალური. ამ საშუალების დახმარებით ვუმკლავდები ყველაზე რთულ დაბინძურებასაც კი. მას აქვს კიდევ ბევრი უპირატესობა:
- ხელმისაწვდომობა – ეს ფხვნილი საკმაოდ იაფი ღირს და მისი შეძენა შეგიძლიათ ნებისმიერ მაღაზიაში.
- უსაფრთხოება – გამოდგება არა მხოლოდ სანტექნიკის, არამედ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკის გასაწმენდად. ამასთან ერთად არ ტოვებს არანაირ სუნს.
- მარტივად გამოყენებადი – საჭიროა მხოლოდ ლიმონის მჟავის წყალში გახსნა. (რაღა თქმა უნდა საჭირო პროპორციით)
მოამზადეთ შესაბამისი ზომის ჭურჭელი, სადაც ჩაეტევა შხაპის თავი. სასურველია შხაპის თავი განაცალკევოთ შლანგისგან. ჩაასხით ჭურჭელში 500 მლ. ადუღებული წყალი და ჩაყარეთ 10 გრ. ლიმონის მჟავა. კარგად მოურიეთ რათა ბოლომდე გაიხსნას ფხვნილი.
ჩაუშვით შხაპის თავი ჭურჭელში და დატოვეთ 30-40 წუთით. ამის შემდეგ კარგად გააპრიალეთ ჭურჭლის ღრუბელით, რათა ბოლომდე მოაცილოთ დარჩენილი ჭუჭყი. გარეცხეთ შხაპის თავი გამდინარე სუფთა წყლით.
ასეთი მარტივი პროცედურის შემდეგ სანტექნიკა ახალივით გამოიყურება. ლიმონის მჟავის ხსნარით შესაძლებელია ონკანის და აბაზანის ნიჟარის გაწმენდაც. თუმცა გახსოვდეთ, რომ მაინც მჟავასთან გაქვთ საქმე და გამოიყენეთ რეზინის ხელთათმანები.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.