როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ჩაი მოცხარის ფოთლებისგან

როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ჩაი მოცხარის ფოთლებისგან

ზაფხულის დადგომისთანავე ვიწყებ სამკურნალო ბალახეულის აგროვებას. ბაღში მაქვს მოცხარის ბუჩქი, რომლის ფოლებიც შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს. ამიტომ ვაგროვებ ფოთლებს , შემდეგ ვაშრობ და ვამზადებ არომატულ ჩაის.

როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ჩაი მოცხარის ფოთლებისგან

მოცხარის ჩაი: მომზადების წესები

ფოთლების აგროვებისას ვხელმძღვანელობ შემდეგი წესებით:

  • უნდა აარჩიოთ ჯანმრთელი და ახალგაზრდა ფოთლები. ყველაზე კარგია ეკოლოგიურად სუფთა ადგილზე მდებარე ბუჩქები.
  • შეგიძლიათ შეაგროვოთ როგორც ბაღის, ასევე ველური მოცხარის ფოთლებიც.
  • აგროვებისთვის საუკეთესო დროდ ყვავილობის პერიოდი ითვლება. თუმცა ის სამკურნალო თვისებებს ნაყოფის სიმწიფის პერიოდშიც ინარჩუნებს.
  • გამოშრობის პროცესსაც დიდი ყურადღებით უნდა მოექცეთ. ფოთლები უნდა გაშალოთ ისეთ ადგილზე, რომელიც მზის პირდაპირი სხივებისგანაა დაცული. მნიშვნელოვანია, რომ ადგილი იყოს ბნელი და კარგად განიავებადი.

როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ჩაი მოცხარის ფოთლებისგან

როგორ მოვამზადოთ მოცხარის ფოთლის ჩაი

რაღა თქმა უნდა ზოგჯერ გვინდა უბრალოდ მოცხარის ჩაის დალევა, მაგრამ ბევრად არომატულია სხვადასხვა ფოთლების ჩაი. ალბათ თქვენც გაქვთ ბაღში სხვადასხვა ხილი. მათი ფოთლებისგანაც შეგიძლიათ და საჭიროც არის სასარგებლო ჩაის მომზადება.

როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ჩაი მოცხარის ფოთლებისგან

მინდა გაგიზიაროთ უგემრიელესი და სასარგებლო სასმელის რეცეპტი

დაგჭირდებათ:

  • 400 მლ. სუფთა სასმელი წყალი
  • 2 ჩ.კ. მსხვილ ფოთლოვანი შავი ჩაი
  • 4 ცალი მოცხარის ფოთოლი
  • 2 ცალი ჟოლოს ფოთოლი
  • 3 ცალი პიტნის ფოთოლი
  • 0,5 ჩ.კ. გვირილა

მომზადების წესი:

ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ჩაიდანში და დაასხით ადუღებული წყალი. შემდეგ შეფუთეთ ჩაიდანი 10 წუთით. ასეთი ჩაის დალევა ერთი სიამოვნებაა.

როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ჩაი მოცხარის ფოთლებისგან
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია
როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ჩაი მოცხარის ფოთლებისგან
куриные яйца
არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ კვერცხი, რომელზეც შენიშნავთ ამას…