სოდის გამოყენების დღემდე უცნობი მეთოდები…

სოდის გამოყენების დღემდე უცნობი მეთოდები...

სოდა ეს ისეთი რამ არის, რაც ყველა ოჯახში მოიპოვება. მისი გამოყენება არც ისე ხშირად გვიწევს, მაგრამ გამოცდილმა დიასახლისებმა იციან, რომ სოდის გამოყენებას საზღვრები არ აქვს. ამ თეთრი ფხვნილით ნამდვილი სასწაულების მოხდენაა შესაძლებელი.

სიმართლე რომ გითხრათ, ყველა მეთოდის ერთ სტატიაში მოქცევა ნამდვილად რთულია. ამიტომ ავარჩიეთ ყველაზე ეფექტურები, რომელიც მნიშვნელოვნად შეგიმსუბუქებთ ყოველდღიურობას. ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ სოდას აბსოლუტურად სხვა თვალით შეხედავთ.

სოდის გამოყენების დღემდე უცნობი მეთოდები...

სოდის გამოყენების მეთოდები

კულინარია

იმის გათვალისწინებით, რომ სოდა პატარა რაოდენობით არაა ტოქსიკური, მისი გამოყენების სპექტრი საკმაოდ დიდია კულინარიაში. ცხობის პროცესი მის გარეშე ხომ წარმოუდგენელია. ხორცის დასარბილებლად ძალიან კარგია სოდიანი წყალი. მას მურაბაშიც ამატებენ მჟავიანობის დასაწევად. გაგიკვირდებათ და სოდას ყავას ან ჩაისაც უმატებენ, რომ მისი გემო უფრო მკევთრი გახდეს. აუცილებელია, რომ არ მოგივიდეთ ზედმეტის დამატება რათა სოდა თავის გემოზე არ წაიყვანოს.

სოდის გამოყენების დღემდე უცნობი მეთოდები...

სოდი გამოყენება ყოველდღიურობაში

სოდას შეუძლია უსიამოვნო სუნის მოშორება. საკმარისია რამოდენიმე კოვზის გამოყენება და ყველანაირი უსიამოვნო სუნი გაქრება მაცივრიდან, კარადიდა და ავტომობილის სალონიდანაც კი. სოდით ასევე შესაძლებელია ონკანის მილებიდან უსიამოვნო სუნის მოცილება და სოდიანი ხსნარით მილების ჩარეცხვაც კი. სოდით არაჩვეულებრივად იწმინდება კაფელი და კერამიკის ნებისმიერი ზედაპირი, ასევე არაჟანგვადი მეტალი.

სოდის გამოყენების დღემდე უცნობი მეთოდები...ეს კიდევ ყველაფერი არ არის. თუ სოდას ძმართან შეურევთ პროპორციით 1:1, თქვენ მიიღებთ უძლიერეს საწმენდ საშუალებას. მისი საშუალებით ბზინვარებამდე გაწმენთ ტუალეყის ნიჟარას და დაუბრუნებთ ძველებურ ბზინვარებას სარკეს ან მინებს. ამ ხსნარით ვერცხლის საკმაულების გაწმენდაც შეგიძლიათ.

სოდის გამოყენების დღემდე უცნობი მეთოდები...

კოსმეტოლოგია

დიახ, დიახ სოდის გამოყენება შეგიძლიათ სხვადასხვა კოსმეტოლოგიური საშუალების მოსამზადებლად. სოდის საშუალებით შეგიძლიათ კბილის გამათეთრებელი საშუალების დამზადება. ცხიმიანი თმის მქონე ადამიანებისთვის ძალიან კარგია სოდიანი შამპუნი. გაგიკვირდებათ და ის ძალიან ეფექტური დეოდორანტის ანალოგია, თან ეკონომიური.

სოდის გამოყენების დღემდე უცნობი მეთოდები...სოდა კანის ანთებითი პროცესის დროსაც ეფექტურია. თუ თქვენ სახეზე 20 წუთით დაიდებთ შვრიის ფქვილის, წყლის და სოდის ნაზავს, ეფექტი ყველა მოლოდინს გადააჭარბებს. თუმცა გამოყენებამდე გირჩევთ ტესტის ჩატარებას ალერგიულობაზე. ფეხიდან გაუხეშებული კანის მოსაშორებლად მიიღეთ სოდიანი წყლის აბაზანები.

სოდის გამოყენების დღემდე უცნობი მეთოდები...ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია, რადგან სოდის გამოყენების კიდევ უამრავი მეთოდი არსებობს. ვეცდებით შემდეგში დანარჩენი მათგანიც გაგაცნოთ.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია