როგორ ჩავუტაროთ დაზარელებულს პირველადი დახმარება ადუღებული წყლით დამწვრობისას.

როგორ ჩავუტაროთ დაზარელებულს პირველადი დახმარება ადუღებული წყლით დამწვრობისას.

დღეს ჩვენ გაგაცნობთ ადუღებული წყლით დამწვრობისას როგორ უნდა ჩაუტაროთ პირველადი დახმარება დაზარალებულს. არავინაა დაზღვეული ასეთი გაუთვალისწინებელი და მართლაც რომ უსიამოვნო შემთხვევისგან.

ხშირად უბრალოდ არ ვიცით რა გავაკეთოთ და ამ დროს ეს ძალიან ცუდად აისახება დაზარალებულზე. ამიტომ ბოლომდე გაეცანით ჩვენს სტატიას.

დამწვრობის ტიპის განსაზღვრა


პირველი ტიპის დამწვრობა

მცირეოდენი ტკივილი, ოდნავ შეშუპებული და შეწითლებული კანი მეტყველებს დამწვრობის პირველ ტიპზე. ამ დროს ზიანდება მხოლოდ ეპიდერმისი ზედა ფენა, რომელიც 7 დღეში აიქერცლება და 1–2 კვირაში სრულად აღდგება ქსოვილი.

როგორ ჩავუტაროთ დაზარელებულს პირველადი დახმარება ადუღებული წყლით დამწვრობისას.

მეორე ტიპის დამწვრობა

დაზიანებულ ადგილზე ბუშტუკების წარმოქმნა მეორე ტიპის დამწვრობაზე მიუთითებს. ამ დროს უკვე კანის ქვედა ფენაც ზიანდება და ტკივილის შეგრძნება ბევრად ძლიერია. მეორე ტიპის დამწვრობისას შესაძლოა დარჩეს ნაიარევი ან კანის ფერი იყოს განსხვავებული. ასეთი დაზიანების აღდგენას დაახლოებით 3 კვირა ჭირდება.

მესამე ტიპის დამწვრობა

მესამე ტიპის დამწვრობაზე მეტყველებს აუტანელი ტკივილის შეგრძნება, წყლულოვანი და სისხლიანი დაზიანებები. ამ დროს აუცილებელია სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

 

როგორ ჩავუტაროთ დაზარელებულს პირველადი დახმარება ადუღებული წყლით დამწვრობისას.

 

სამწუხაროდ სტატისტიკურად ყველაზე ხშირად ადუღებული წყლით დამწვრობას იღებენ ბავშვები. ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო.

როგორ ჩავუტაროთ დაზარელებულს პირველადი დახმარება ადუღებული წყლით დამწვრობისას.

პირველი ტიპის დამწვრობისას რამოდენიმე წუთით დაზიანებული ადგილი ცივი წყლით სავსე ჭურჭელში ან გამდინარე წყლის ქვეშ მოათავსეთ. ეს ტკივილის შემსუბუქებაში დაგეხმარებათ.

შედარებით ძლიერი ტკივილის დროს გამოიყენეთ პოლიეთილენში გახვეული ყინული, სველი პირსახოცი ან ცივი წყლის აბაზანა 15 წუთით.

ყინულის გარდა ნებისმიერი სხვა გაყინული პროდუქტიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. მთავარია, რომ იყოს პოლიეთილენში გახვეული.

როგორ ჩავუტაროთ დაზარელებულს პირველადი დახმარება ადუღებული წყლით დამწვრობისას.

 

მსუბუქი დამწვრობისას თუ ტკივილი მაინც არ ჩერდება, მაშინ რამოდენიმე ფენად გადაკეცილი ბინტით და ცივი წყლით გაიკეთეთ კომპრესები. დაიდეთ დაზიანებულ ადგილზე 40–60 წუთით დღეში რამოდენიმეჯერ.

ასევე რეკომენდაციას ვუწევთ ალოეს გელს. ეს საშუალება სერიოზული დამწვრობის დროსაც დაგეხმარებათ. წაისვით თხელი ფენა დაზიანებულ ადგილზე.

მთავარია სიტუაციის სწორად შეფასება შეძლოთ. როცა ტკივილი უმართავია და დაზიანებაც რთული, აუცილებელია მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებას.

როგორ ჩავუტაროთ დაზარელებულს პირველადი დახმარება ადუღებული წყლით დამწვრობისას.

ის, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააკეთოთ დამწვრობის დროს!

 

1. დაზიანებულ ადგილზე გაჩენილი ბუშტუკების გახეთქვით თქვენ შესაძლოა საკმაოდ სერიოზული ინფექციის შეჭრა განაპირობოთ. ასევე ამ შემთხვევაში აუცილებლად დარჩება ნაიარევი. ამიტომ ჯობია გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან, რომ ზუსტად შეგირჩიოთ მალამო.

2. არავითარ შემთხევვაში არ გაიხადოთ დამწვარ ადგილზე მიკრული ტანსაცმელი და მაშინვე მიმართეთ სამკურნალო დაწესებულებას, რათა მოხდეს სპეციალისტის მიერ დაზიანებული ქსოვილების დამუშავება. თუ ტკივილის შემსუბუქება გსურთ, უბრალოდ დაისველეთ ცივი წყლით.

როგორ ჩავუტაროთ დაზარელებულს პირველადი დახმარება ადუღებული წყლით დამწვრობისას.

3. მითია, რომ დამწვარ ადგილზე უნდა წაისვათ ნებისმიერი ზეთი, არაჟანი და ა.შ. ასე უბრალოდ გაამწვავებთ სიტუაციას, რადგან ეს დაზიანებუილ ადგილზე სითბოს შენარჩუნებას უწყობს ხელს. უბრალოდ ცივი წყლით ჩამობანა საკმარისია, პირველადი დახმარების წარმატებულად ჩასატარებლად.

როგორ ჩავუტაროთ დაზარელებულს პირველადი დახმარება ადუღებული წყლით დამწვრობისას.

4. თუ მსუბუქი დამწვრობის შემდეგ კანზე დაგრჩათ ბუშტები, მათი გახეთქვა არაა მიზანშეწონილი. თუმცა თუ მაინც გინდათ სწრაფად მოიშოროთ ისინი, უნდა გამოიყენოთ აუცილებლად სადეზინფექციო ხსნარი. ნემსი კარგად დაამუშავეთ და იჩხვლიტეთ მსუბუქად. მნიშვნელოვანია, რომ ჩხვლეტა განხოცრიელდეს გვერდიდან და არა ბუშტუკის ცენტრში. ბუშტუკიდან სითხის გამოსვლისთანავე დაიმუშავეთ დაზიანებული ადგილი სადეზინფექციო ხსნარით.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
როგორ ჩავუტაროთ დაზარელებულს პირველადი დახმარება ადუღებული წყლით დამწვრობისას.
კენკრა, რომელიც ყველა რეკორდს ხსნის ჯანმრთელობის და სილამაზის სადარაჯოზე!