აუცილებლად შეაგროვეთ მოცხარის ფოთლები ზამთრისთვის! გაიგეთ რატომ…

აუცილებლად შეაგროვეთ მოცხარის ფოთლები ზამთრისთვის! გაიგეთ რატომ...

მოცხარის ფოთლების სასარგებლო თვისებები

100 გრ. ფოთოლში 327 მგ. კალციუმია, როცა ხაჭო მხოლოდ 120 მგ–ს შეიცავს. მინერალური ნივთიერებებიდან ის ასევე შეიცავს 158 მგ. კალიუმს და 370 მგ. მაგნიუმს.

100 გრ. მოცხარის კენკრა მხოლოდ 177 მგ. ასკორბინის მჟავას შეიცავს, როცა ფოთოლში ეს რაოდენობა 260 მგ–ს აღწევს.

შავი მოცხარის კენკრაში დიდი რაოდენობითაა ფლავონოიდები – მცენარეული ნაერთი, რომელიც დაგიცავთ თავისუფალი რადიკალებისგან.

 

რატომ უნდა დალიოთ მოცხარის ფოთლების ჩაი?

1. ებრძვის ანთების პროცესებს

მოცხარის ფოთლების ჩაი განსაკუთრებით სასარგებლოა გაზაფხულზე და შემოდგომის დასაწყისში. სავი მოცხარის ფოთლების ნაყენი დაგიცავთ ვირუსებისგან და აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისეები.

2. ამცირებს ქოლესტერინის დონეს

მოცხარის ფოთლების ჩაი აუმჯობესებს გულ–სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რადგან ფლავონოიდები ამცირებენ სისხლში მავნე ქოლესეტრინისა და ლიპიდების დონეს.

3. კომპლექსურად იცავს ორგანიზმს

მოცხარის ფოთლების ჩაი ან ნაყენი ძალიან სასარგებლოა მოწევის, ცუდი ეკოლოგიური პირობების დროს და გადატანილი დაავადებების შემდგომ პერიოდში, რადგან ეს ყოველივე იწვევს ორგანიზმში თავისუფალი რადიკალების რაოდენობის სწრაფად ზრდას. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ანტიოქსიდანტების წყალობით ის იცავს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან. აქვე გეტყვით, რომ თავისუფალი რადიკალების დიდი რაოდენობა იწვევს უამრავ მძიმე და საშიშ დაავადებას.

4. აქრობს შეშუპებას და აქვს შარდმდენი ეფექტი

შავი მოცხარის ჩაის ან ნაყენს უძველესი დროიდან იყენებენ შეშუპების გასაქრობად.

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა უფრო ბევრი გაეცნოს ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია