ღორის ცხიმის სასარგებლო თვისებები: მითები და რეალობა

ღორის ცხიმის სასარგებლო თვისებები: მითები და რეალობა

გრიპის პროფილაქტიკისთვის ძირითადად მიჩვეული ვართ თაფლიანი და ლიმონიანი ჩაის მიღებას. თუმცა ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ ამისთვის ცხოველური წარმოშობის ერთი პორდუქტიც საჭიროა.

საუკეთესო პროდუქტად ითვლება ე.წ. ღორის სალა, რომელიც შეიცავს A, D, E ვიტამინებს და კაროტინს. მისი საზიანო თვისებების შესახებ ლეგენდები ყველასთვისაა ცნობილი, მაგრამ სასარგებლოზე არავინ საუბრობს.

მითები ღორის ცხიმის შესახებ

1. საშიშია ღორის ცხიმის შესაწვავად გამოყენება

ეს სიმართლეს სულაც არ შეეფერება. ზეითუნის ზეთის შემდეგ სწორედ ის ითვლება ყველაზე სასარგებლო პროდუქტად, რომელზეც შეიძლება საკვების მომზადება. გაცხელების დროს მცენარეულ ცხიმში წარმოიქმნება საშიში ტოქსინები, რომელსაც სიმსივნის გაჩენის პროვოცირებაც კი შეუძლია. ამიტომ ზეითუნის და მზესუმზირის ზეთის გამოყენება უკეთესია სალათებში. შესაწვავად კი ღორის ცხიმი საუკეთესო პროდუქტია.

ღორის ცხიმის სასარგებლო თვისებები: მითები და რეალობა

2. ღორის ცხიმი ასუქებს

ღორის ცხიმი ნამდვილად გაგასუქებთ თუ მას განუსაზღვრელი რაოდენობით მიიღებთ. თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რაიმე სერიოზული პრობლემა არ გაქვთ, ღორის ცხიმი მხოლოდ სასარგებლო თუ იქნება თქვენთვის. დღის ნორმა არის 10-30 გრ.

ღორის ცხიმის სასარგებლო თვისებები: მითები და რეალობა

3. სალა მძიმე საკვებია

ღორის ცხიმი დნება ჩვენი სხეულის ტოლ ტემპერატურაზე, ამიტომ ის ძალიან კარგად ათვისებადი პროდუქტია.

ღორის ცხიმის სასარგებლო თვისებები: მითები და რეალობა

4. ღორის ცხიმი მავნებელია გულისთვის

ღორის ცხიმი არათუ საზიანო, არამედ სასარგებლოა გულის და სისხლძარღვების მუშაობისთვის. ყველაფერი მის სემადგენლობაში მყოფი ლინოლინის მჟავის დამსახურებაა, რომელიც ააქტიურებს პროსტაგლანდინების გამომუშავებას. ის უწყობს ხელს გულის კუნთის მუშაობას და სისხლძარღვების ტონუსის შენარჩუნებას.

ღორის ცხიმის სასარგებლო თვისებები: მითები და რეალობა

5. ღორის ცხიმი თრგუნავს იმუნიტეტს

პირიქით, ის აძლიერებს იმუნიტეტს, რადგან მდიდარია არაქიდონის მჟავით. მიუხედავად იმისა, რომ ღორის სალა საკმაოდ კალორიული პროდუქტია, ორგანიზმისთვის მისი სასარგებლო თვისებები შეუფასებელია. მითუმეტეს, რომ ზამთრის პერიოდში ასე ცოტა ხილის და ბოსტნეულის არჩევანი გვაქვს.

ღორის ცხიმის სასარგებლო თვისებები: მითები და რეალობა

6. ღორის ცხიმი შეიცავს დიდი რაოდენობით ქოლესტერინს

ის ნამდვილად შეიცავს ქოლესტერინს, მაგრამ არა კრიტიკული რაოდენობით. 100 გრ. პროდუქტში საშუალოდ 70-90 მგ. ქოლესტერინია. ამასთან ერთად ლინოლინის და არაქიდის მჟავები ეხმარებიან ორგანიზმს ქოლესტერინის სწორ გადამუშავებაში.

ღორის ცხიმის სასარგებლო თვისებები: მითები და რეალობა

7. ღორის სალა არ შეიძლება პურთან ერთად

ორივე პროდუქტი შესანიშნავად ათვისებადია და ავსებენ ერთმანეთს. თუმცა მთავარია სწორად შეარჩიოთ პური. იდეალური ვარიანტია შავი პური.

ღორის ცხიმის სასარგებლო თვისებები: მითები და რეალობა

ღორის ცხიმი ზომიერი რაოდენობით ყველასთვის შეიძლება. თუმცა უკუჩვენებაც აქვს, თუ გაქვთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან, ღვიძლთან და ნაღვლის ბუშტთან დაკავშირებული პრობლემები. მისი მირთმევა სასურველია ცხარე სანელებლებთან ერთად, რადგან ის აუმჯობესებს მისი გადამუშავების პროცესს. ასე რომ თამამად შეგიძლიათ ამ პროდუქტის გამოყენება.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია