გაამზადეთ საკუთარი ხელებით ორქიდეისთვის იდეალური ნიადაგი

გაამზადეთ საკუთარი ხელებით ორქიდეისთვის იდეალური ნიადაგი
ველურ ბუნებაში ორქიდეა მიეკუთვნება ეპიფიტებს – ეს არის ორგანიზმი, რომელიც ცხოვრობს სხვა მცენარეებზე, მაგრამ არ აზიანებს მათ. ჩვეულებრივ ორქიდეა იზრდება გადატეხილ ხეებზე და მთის ფერდობებზე. მისი ჰაერში მყოფი ფესვები ასევე მონაწილეობენ ფოტოსინთეზში. დროთა განმავლობაში ადამიანებმა გამოიყვანეს ორქიდეის ახალი ჯიშები, რომელთა ყოფნაც შესაძლებელია სახლის პირობებში. თუმცა ორქიდეას დღემდე ჭირდება სპეციალური ნიადაგი. ის ჩვეულებრივ მიწაზე ვერ ხარობს.
ადამიანები ძალიან დიდი შეცდომას უშვებე, როცა ყიდულობენ ამ მცენარეს და ჯერ არ ეცნობიან მისი მოვლის წესებს. ჩვეულებრივი ნიადაგი ორქიდეისთვის მომაკვდინებელია. დღეს ჩვენ გაგიზიარებთ ორქიდეისთვის შესაფერისი ნიადაგის სახლის პირობებში გამზადების მეთოდს.

ნიადაგი ორქიდეისთვის

მცენარის ნიადაგის არჩევისას თავიდანვე უნდა გაითვალსიწინოთ რამოდენიმე ფაქტორი. ბევრია დამოკიდებული ორქიდეის სახეობაზე. სუბსტრატი ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება შეიცავდეს ქვემოთ ჩამოთვლილ კომპონენტებს, ესენია: ხის ქერქი, ტორფი, ნახშირი, ხავსი, კერამზიტი და სხვა ინგრედიენტები. აუცილებელია მათი სწორი პროპორციით გამოყენება.

როგორ გავამრავლოთ ორქიდეა დაყოფის მეთოდით

 

სუბსტრატების უმეტესობა ყველაზე დიდი რაოდენობით ხის ქერქს შეიცავს. აუცილებალია, რომ ის იყოს ჯანმრთელი ის. ყველაზე კარგია თუ მას მოტეხილი, მაგრამ ჯერ კიდევ ახალი ხის ტოტებისგან აიღებთ.

ტყეში სეირნობისას ასევე გადააწყდებით ნეშიმპალას და ხავსს. აი ნახშირისთვის, ქოქოსის თმისთვის და სხვა ეგზოტიკური ინგრედიენტისთვის მაღაზიაში მისვლა მოგიწევთ. კერამზიტს ნებისმიერ სამშენებლო მაღაზიაში იპოვით. აუცილებლობის შემთხვევაში პოლისტირონის შოვნაც შეგიძლიათ. თუ ჩვეულებრივი ორქიდეა გაქვთ, მაშინ არაფერი უჩვეულო მას არ დაჭირდება.

ორქიდეომანია - ორქიდეას მოწყენის მიზეზი, ორქიდეას გადარგვა - ორქიდეომანია # Khaterina's Orchids - TheWikiHow

როგორ გავამზადოთ სუბსტრატი

არსებობს ორქიდეის ნიადაგის მომზადების სამი რეცეპტი. ძირითად შემთხვევაში ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება ტენიანობის მაჩვენებლით. შეგიძლიათ გამოიყენოთ მხოლოდ ნახშირი და ხის ქერქი პროპორციით 1:5. ასეთი სუბსტრატი გამოირჩევა ტენიანობით, მაგრამ არაჩვეულებრივი ჰაერის ცირკულაცია აქვს. თუ შენობა ნაკლებად ტენიანია, უკეთესია თუ გააკეთებთ ასეთ სუბსტრატს ხავსი, ხის ქერქი და ნახშირი პროპორციით 2:5:1.

სანამ ნიადაგს ქოთანში მოათავსებთ, აუცილებელია მისი მომზადება. ხავსი უნდა მოათავსოთ წყალში რამოდენიმე საათით, ხოლო ნახშირი, ტორფი და ხის ქერქ დატეხოთ პატარა ნაწილებად. სუბსტრატი კარგად უნდა დაორთქლოთ და შემდეგ გააშროთ. ქოთნის ქვედა ფენა შეგიძლიათ პენოპლასტისგან გააკეთოთ და ზევიდან დააყაროთ მზა ნიადაგი. ამის შემდეგ კიდევ ერთი ფენა და ზევიდან დარჩენილი ნიადაგი. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ჩარგოთ ყვავილი.

ორქიდეა -> თბილისის ფორუმი

როგორც ხედავთ სუბსტრატის მომზადების პროცესი არც ისე რთულია. ამ შემთხვევაში საფრთხილო ორქიდეისთვის შესაბამისი ნიადაგის შერჩევაა. თუ ამ საქმეში ახალბედა ხართ, ჯობია სპეციალისთან გაიაროთ კონსულტაცია.

 

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია