რატომაა აუცილებელი ღამით საწოლთან ერთი ჭიქა წყლის დადგმა

რატომაა აუცილებელი ღამით საწოლთან ერთი ჭიქა წყლის დადგმა

სასმელი წყლის ღირებულება და მისი მნიშვნელობა ყველასთვის ცნობილი ფაქტია. უკეთესია, რომ ბავშვობიდან გავითვალისწინოთ ეს საკითხი, შესაბამისად ამედენი პრობლემა ჯანმრთელობის მხრივ ალბათ აღარ გვექნება. თუმცა, უნდა ვიცოდეთ წესი, როგორ და როდის მივიღოთ. ქვემოთ მოგიყვებით როდის უნდა დალიოთ წყალი, რომ ის სასარგებლო იყოს თქვენი ჯანმრთელობისთვის.

ორი ჭიქა წყალი მიიღეთ გაღვიძებისთანავე ორგანიზმის გამოსაფხიზლებლად. საკვების გადამუშავებას ხედლს უწყობს კვებამდე 30 წუთით ადრე ერთი ჭიქა წყლის დალევა. ზოგჯერ ამბობენ, რომ წყალი იწვევს კუჭის მჟავიანობის მომატებას და საკვების შეწოვას ხელს უშლის, თუმცა ეს სიცრუეა.პირიქით, საჭმლის მონელება აქტიურდება წყლის დახმარებით.

წყალი დალიეთ აბაზანის მიღებამდე, რადგან ეს იწვევს არტერიული წნევის შემცირებას. ეს ეხებათ ძირითადად ჰიპერტონიკებს.

საღამოს წყლის დალევა კარგია გულის სწორი მუშაობისთვის. ეს ამცირებს ინსულტის საშიშროებას.

ძილის წინ წყლის დალევა კარგია რათა მშვიდად დაიძინოთ, თავიდან აიცილოთ კუნთების დაჭიმულობა. დადგენილია, რომ დეჰიდრატაცია იწვევს ღამით კუნთების კრუნჩხვებს.

სანამ ივარჯიშებთ, მანამდე დალიეთ ორი ჭიქა წყალი. ვარჯიშის დროს გამოიყოფა ოფლი და ორგანიზმი კარგავს სითხეს. ამიტომ თუ წყალს წინასწარ მიაწვდით, ორგანიზმს დაიცავთ დეჰიდრატაციისგან.

ამბობენ, რომ ყავა იწვევს წნევის მატებას. ეს სახიფათოა ჰიპერტონიკებისთვის. ამიტომ, კარგი იქნება ყავის დალევის შემდეგ მიიღოთ წყალი.იგი გაანეიტრალებს ყავის მოქმედებას და მწვავედ არ იქნება გამოხატული წნევის მატება. გარდა ამისა, წყალი დაიცავს თქვენი კბილებისნ ემალს ყავის მიღების შემდეგ. ყაბზობის პრობლემის დროს, მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი.

ღამით წყლის დალევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოხუცებულ ადამიანებში. ეს ხელს უწყობს გულის უკეთესად მუშაობას, ადვილად უმკლავდება ღამის არითმიებს და სხვა პრობლემებს.

ჩვენ შემოგთავაზეთ რჩევები, რომლებსაც პოზიტიური ჩვენებები აქვს, თუმცა ყველაფერი მაინც ინდივიდუალურია.

იმისთვის, რომ შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა, არ დაგავიწყდეტ მარტივი წესის დაცვა: ჭამეთ და სვით გონებით და არა თვალით!

გისურვებთ ჯანმრთელობას!

შეაფასეთ სტატია
რატომაა აუცილებელი ღამით საწოლთან ერთი ჭიქა წყლის დადგმა
50 წლის შემდეგ აუცილებლად უნდა მიირთვათ ყოველდღე თხილეული. გაიგეთ რატომ…