უამრავი ადამიანი მთელს მსოფლიოში დილას იწყებს ფორთოხლის წვენით, რადგან ერთ–ერთი ყველაზე სასარგებლო ხილია.
ჩვენი უმეტესობა ფორთოხლის ქერქებს სანაგვეში ისვრის, არადა არსებობს მისი გამოყენების 10 გასაოცარი მეთოდი.
ფორთოხლისა და სხვა ციტრუსის ქერქი შეიცავს ისეთ ეთერზეთებს, რომლებსაც აქვთ ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. ისინი ასევე ახდენენ ჭარბი ქოლესტერინის ნეიტრალიზაციას. კანში არის ასევე ასკორბინის მჟავა, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაიძლიეროთ იმუნიტეტი და აქვს ანტიოქსიდანტური ეფექტი.
ფორთოხლისა და სხვა ციტრუსის ქერქი შეიცავს დე-ლომონინსაც, რომელსაც აქვს სასიამოვნო სუნი და წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა ზედაპირების გასუფთავებასა და დეზინფექციისთვის.
1. ციტრუსის ძმარი
ძმარი საკმაოდ ეფექტურია სხვა და სხვა ზედაპირის გასაწმენდად, მაგრამ მისი სუნი ბევრისთვის უსიამოვნო და მიუღებელია. ამ შემთხვევაში დაგეხმარებათ ფორთოხლის კანი, რომ ეს უსიამოვნო სუნი მოაშოროთ და მისი ეფექტი გააძლიეროთ.
დაასხით ქერქს ძმარი, დაახურეთ და დატოვეთ 1 კვირა ბნელ და გრილ ადგილზე. ამის შემდეგ ჩაასხით სპრეის ბოთლში და გამოიყენეთ.
2. ლაქების და ნაკაწრების მოშორება
დაამატეთ ფორთოხალი ჭურჭლის სარეცხ მანქანას და საპნის ლაქები აღარ გამოჩნდება თქვენს ჭიქებზე და მინის თეფშებზე.
3. მიკროტალღური ღუმელის გაწმენდა
მოათავსეთ თასში ფორთოხლის კანი და დაასხით ერთი ჭიქა წყალი. შედგით მიკროტალღურში მაქსიმუმ 7 წუთით. ის მთლიანად გაწმენდს ღუმელს.
4. აბაზანის გაწმენდა
მოაყარეთ ფორთოლის კანზე მარილი და ასე გაწმინდეთ საშხაპის კედლები. გარდა იმისა რომ მიიღებთ მბზინავ ზედაპირს, ეს სისუფთავე დიდხანს შენარჩუნდება.
5. ციტრუსის სუნელი
გახეხეთ ფორთოხლის კანი, შეირიეთ შავი წიწაკა და მარილი. ეს ცხარე სუნელი უცხო არომატს მიანიჭებს თქვენს კერძებს.
6. სურნელოვანი ჩაი
დაუმატეთ 1 ჭიქა შავ ჩაის ცოტაოდენი ფორთოხლის ქერქი და დატკბით ციტრუსის არაჩვეულებრივი ცოცხალი არომატით.
7. სახის სკრაბი
წინასწარ კარგად მოხარშეთ 1 ც. ფორთოხლის გახეხილი ქერქი. როცა დარბილდება, შეურიეთ 3–4 ჭიქა შაქარი. ადურეთ 1–2 წუთი, გადმოდგით და შეურიეთ 1 ს.კ. ზეითუნის , 4 ჩ.კ. ნუშის ზეთი.ინგრედიენტები კარგად აურიეთ ერთმანეთში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. თქვენი ბუნებრივი სკრაბიც მზადაა.
8. კბილების გაწმენდა და გათეთრება
ფორთოხლის ქერქი ხელს უწყობს კბილების გაძლიერებას და მოგაშორებთ ყვითელ ფერს. ეს არის სრულიად უსაფრთხო მეთოდი, რომელიც არ იმოქმედებს კბილების მგრძნობელობაზე.
9. ციტრუსის ქერქისგან დამზადებული სანთელი
გაანთავისუფლეთ 1 ც. ფორთოხალი რბილობისგან ისე, რომ არ დააზინოთ კანი და მიიღოთ ჭურჭისებური მრგვალი ფორმა. მიღებულ ფორმაში ჩაასხით ზეითუნის ზეთი
10. არომატიზატორი
მოათავსეთ თასში 2 ც. დაჭრილი ფორთოხალი, 1 ს.კ. ვანილის ექსტრაქტი, 1 კვერცხი, 2 კბილი ნიორი, 3 ც. დარიჩინის ჩხირი, 2 ჩ.კ. ძმარი. კარგად გადაურიეთ ინგრედიენტები და ჩაასხით წყალი თასის ავსებამდე. მიღებული სითხე წამოადუღეთ.
გაითვალისწინეთ: ეს ხილი ხშირად ინახება სხვადასხვა ქიმიკატებში, ამიტომ ის კარგად გარეცხეთ სოდის და საპნის გამოყენებით.