თერმომეტრის საშუალებით თქვენ შეძლებთ გაიგოთ, გაქვთ თუ არა ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა…

თერმომეტრის საშუალებით თქვენ შეძლებთ გაიგოთ, გაქვთ თუ არა ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა...

ყველასთვის ნაცნობი თერმომეტრი არა მხოლოდ ტემპერატურის გასაკონტროლებლად, არამედ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემის გამოსავლენადაც შეგვიძლია გამოვიყენოთ.

ხშირად გარკვეული პირობების გამო ვერ ვახერხებთ ექიმთან მისვლას, არად გვაქვს ეჭვი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ გარკვეულ პრობლემაზე. დღეს ჩვენ გასწავლით როგორ გამოიყენოთ თერმომეტრი ფარისებრი ჯირკვლის პრობლემის გამოსავლენად.

ამერიკელმა მეცნიერმა ბროდა ოტო ბარნსმა, ზუსტად 50 წლის წინ კვლევებითა და დაკვირვებით გამოავლინა ურთიერთკავშირი ფარისებრი ჯირკვლის ქმედუნარიანობასა და სხეულის ტემპერატურას შორის.

მეცნიერის თქმით, როცა ორგანიზმში ფარისებრი ჯირკვლის ანთებითი პროცესი მიმდინარეობს, ამ დროს სხეულის ტემპერატურა დილაობით ყოველთვის ცდება ნორმის ფარგლებს.

მნიშვნელოვანია, რომ ტემპერატურა გაღვიძებისთანავე გაიზომოთ საწოლში ყოფნისას. ამ ტესტის ჩასატარებლად მხოლოდ თერმომეტრი დაგჭირდებათ.

როგორ ჩავიტაროთ ტესტი?

პირველ რიგში მოამზადეთ თერმომეტრი. დაიდეთ საწოლთან ახლოს, რომ გაღვიძებისთანავე შეძლოთ მისი გამოყენება. გამოყენების წინ, თერმომეტრი 35 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე არ უნდა იყოს. დილით, როგორც კი გაიღვიძებთ მოათავსეთ თერმომეტრი იღლიაში 10 წუთის მანძილზე. ამ მაჩვენებელს “დილის ბაზალურ ტემპერატურას” უწოდებენ. ზოგადად ნორმა 36,5 C-დან 36,8 С-მდეა.

 

შედეგების განმარტება

 

36,5 გრადუსზე ნაკლები – აღნიშნული ტემპერატურა მიუთითებს ჰიპოთირეოზზე. ეს ნიშნავს, რომ ფარსებრი ჯირკვალი არ მუშაობს გამართულად და შესაძლოა სწორედ ამის გამო ხშირად გაწუხებდეთ გაციება, დეპრესია, დაღლილობა, კონცენტრაციისა და მეხსიერების პრობლემები.

 

36,8 გრადუსზე მეტი – ესეც ჰიპოთერიოზის ნიშანია, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ფარისებრი ჯირკვლის ზედმეტად აქტიურ მუშაობაზე მიუთითებს. ეს პირდაპირ მიუთითებს ორგანიზმში ანთებითი პროცესის არსებობაზე, რასაც აუცილებლად ჭირდება მკურნალობა.

გაითვალისწინეთ! ტესტი უნდა ჩაიტაროთ მიყოლებით 3-4 დღის მანძილზე, რათა დაზუსტებით გაიგოთ პრობლემის შესახებ. ხოლო თუ მიღებული შედეგი ნორმაშია, ე.ი. თქვენი ფარისებრი ჯირკვალი წერიგშია.

 

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა უფრო ბევრი გაეცნოს ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
თერმომეტრის საშუალებით თქვენ შეძლებთ გაიგოთ, გაქვთ თუ არა ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა…
გააკეთეთ გოგრის თაფლი და სიბერე დაივიწყეთ
გოგრის თაფლი – შეუცვლელი საშუალება ღვიძლის სამკურნალოდ ! დაივიწყეთ სიბერე !