ბაბუაწვერას ზეთი სამუდამოდ დაგავიწყებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ბევრ პრობლემას

Одуванчик: польза и вред для здоровья | Польза и вред

Одуванчик: польза и вред для здоровья | Польза и вред

ბაბუაწვერა (Taraxacum)  ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადებების, სიყვითლისას და გასტრიტების დროს. ნედლი ფოთლებისაგან მომზადებულ სალათას ხმარობენ როგორც შარდმდენ, ამოსახველებელ, სისხლის გამწმენდ, ნაღველმდენ და საფაღარათო საშუალებას. ბაბუაწვერის წვენს სვამენ ღვიძლის, შარდის ბუშტის დაავადებებისა და სიყვითლის დროს. ნედლი ფოთლები და წვენი გამოიყენება ათეროსკლეროზის, ანემიის და კანის დაავადებებისას.

ბაბუაწვერას ზეთი გამოიყენება საჭმლის მონელების პრობლემის, სახსრების ტკივილის, ღვიძლის დაავადებების, ნაღვლის ბუშტის პრობლემების,  ყაბზობის, ეგზემის, ჰერპესის, დამწვრობის, მწერის ნაკბენის, მუნის, ძირმაგრების და გასტრიტის დროს.

დღეს ჩვენ გასწავლით ბაბუაწვერას ზეთის მომზადებისა და მოხმარების წესებს.

ბაბუაწვერა | AgroNews.ge

მომზადების წესი

დაგჭირდებათ: 500 გრ. ბაბუაწვერას ყვავილი
                           1 ლ. ზეთი

წინასწარ მოკრიფეთ მშრალ და მზიან ამინდში ბაბუაწვერას ყვავილები. ეცადეთ მოკრიფოთ ეკოლოგიურად შედარებით სუფთა ტერიტორიაზე (საავტომობილო გზიდან და დასახლებული პუნქტიდან შორს) არ გარეცხოთ, რადგან ზეთში არ უნდა მოხვდეს მცირეოდენი სინოტივეც კი.

1,5 ლიტრიან ქილაში მოატავსეთ ყვავილები და დაასხით ზეთი. (ქილა გაავსეთ ბოლომდე) კარგად მოუჭირეთ ტავი და დადეთ 3 კვირის მანძილზე მზიან და თბილ ადგილზე. როცა ყვავილებიც მიიღებს ყავისფერ ფერს, გადაწურეატ. გადაწურული მასა კი უკვე მუქ ჭურჭელში უნდა შეინახოთ გრილ და მშრალ ადგილზე.

შინაგანი მოხმარებისთვის: უნდა მიიღოთ დღეში სამჯერ 1 ს.კ. ჭამამდე ან ჭამის შემდეგ.

გარეგანი მოხმარებისთვის: უნდა წაისვათ დღეში სამჯერ, მტკივან და პრობლემატურ ადგილზე.

ჯანმრთელობას გისურვებთ !

შეაფასეთ სტატია
ბაბუაწვერას ზეთი სამუდამოდ დაგავიწყებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ბევრ პრობლემას
7 დღე და საკუთარ თავს ვეღარ იცნობთ. კიბოს საწინააღმდეგო ცოცხალი ფერმენტები, რომელთა შეძენაც ჩალის ფასად შეგიძლიათ