აი რატომ უნდა დავიბანოთ ხელები ყოველი ჭამის წინ

აი რატომ უნდა დავიბანოთ ხელები ყოველი ჭამის წინ

დედები ბავშვობიდან გვასწავლიან, რომ ჭამის წინ აუცილებლად უნდა დავიბანოთ ხელები. ისინი სრულიად მართლები არიან! უბრალოდ ჰიგიენა იცავს კაცობრიობას უამრავი პანდემიის გაჩენისგან. ნიუ იორკის ინსტიტუტის გამოკვლევების თანახმად, ჩვენს ხელებზე ცხოვრობს დაახლოებით 200 მეტი ბაქტერიის სახეობა მილიონობით ეგზემპლარად. მათ შორის 10 000 ავადმყოფობის გამომწვევია.

დაწყებითი კლასის დამრიგებელმა კორტნი ლი სიმფსონმა გადაწყვიტა, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაემტკცივებინა საკუთარი მოსწავლეებისთვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხელების დაბანა. ამისთვის მან გამოიყენა არც მეტი და არც ნაკლები ტოსტის პურის ნაჭრები.

ხელების დაბანა ჭამის წინ

აი რატომ უნდა დავიბანოთ ხელები ყოველი ჭამის წინ

ექსპერიმენტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მოხდეს ბაქტერიების გამრავლების სიხშირის დემონსტრირება. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა! მიუხედავად იმისა, რომ ამ ლაბორატორიულ ცდას უკვე 5 წელი შეუსრულდა, მასწავლბლები მას დღემდე იყენებენ და ზოგიერთი მათგანი აუმჯობესებს კიდეც.

აი რატომ უნდა დავიბანოთ ხელები ყოველი ჭამის წინ

კორტნი ლი სიმფსონი წერდა თავის facebook პროფილზე: ”თქვენ დაგჭირდებათ 3 ცალი პურის ნაჭერი. პირველი სტერილური ხელთათმანით ჩადეთ გამჭირვალე პაკეტში. მეორე ჩადეთ ასევე გამჭირვალე პაკეტში, ოღონდ უკვე დაბანილი ხელით, ხოლო მესამე ასევე ცალკე მოათავსეთ პაკეტში ოღონდ დაუბანელი ხელით. ამის შემდეგ საჭიროა უბრალოდ დაკვირვება, თუ როგორ იცვლება პური ბაქტერიების ზემოქმედების შედეგად.”

კორტნი თვლიდა, რომ გაკვეთილი საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა: ” ბავშვებმა დაინახეს, თუ რა მოუვიდა მესამე ნაჭერ პურს და მათ აღარასდროს დავიწყებიათ ჭამის წინ ხელების დაბანა.’

როცა მხცობელი არ იცავს ელემენტარულ ჰიგიენის ნორმებს, ასეთი პური ბევრად მალე ფუჭდება. ასევე ემართება მაშინ, როცა შენობა სადაც ის ინახება არ აკმაყოფილებს სანიტარულ ნორმებს. თუ თქვენი საყვარელი საფუნთუშის ნაწარმი მალე იდებს ობს, ეს უკვე საგანგაშო ნიშანია.

აი რატომ უნდა დავიბანოთ ხელები ყოველი ჭამის წინ

სხვა დამრიგებლებმა კიდევ უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის მეოთხე ნაჭერიც დაამატეს, რომელიც ჯერ კარგად გადაუსვევს კომპიუტერის კლავიატურას და ალბათ ხვდებით ხომ რა შედეგსაც მიიღებდნენ?

აი რატომ უნდა დავიბანოთ ხელები ყოველი ჭამის წინ

კვება და ჰიგიენის ნორმელი განუყოფელი მცნებებია. საკვებთან ერთად ავადმყოფობის გამომწვევი ბაქტერიის ორგანიზმში მოხვედრა ძალიან დიდი რისკის ქვეშ გაყენებთ. ეს შეიძლება საკმაოდ სავალალო სედეგითაც კი დასრულდეს, ამიტომ უბრალოდ დაიცავით ეს ელემენტარული ჰიგიენის წესი.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია