როგორ შევაჩეროთ დაბერების პროცესი

როგორ შევაჩეროთ დაბერების პროცესი

ყველა ცოცხალი ორგანიზმი ამ პლანეტაზე იბადება, იზრდება, მოხუცდება და შემდეგ კვდება. ადამიანები უძველესი დროიდან ცდილობდნენ ბუნების კანონების მოტყუებას: ისინი ეძებდნენ უკვდავების ელექსირს და დაინტერესებული იყვნენ დაბერების პროცესის შენელებით. ადრე ეს მაგიასთან ასოცირდებოდა, მაგრამ დღეს უკვე მეცნიერები სერიოზულად მუშაობენ ამ საკითხზე.

შეიძლება წარმოუდგენლად ჟღერდეს, მაგრამ არსებობს საკმაოდ მარტივი ხერხები ორგანიზმის დაბერების პროცესის შესანელებლად. ეს არ უკავშირდება პლასტიკურ ქირურგიას, ნემსებს ან რომელიმე კოსმეტიკურ პროცედურას. დაბერების პროცესი იწყება ორგანიზმის შიგნიდან და გარეგანი გამოხატულება ეს უკვე უბრალოდ ნიშნებია. დღეს გიამბობთ თუ რა უნდა გააკეთოთ, რომ გამოიყურებოდეთ ახალგაზრდულად და იყოთ მუდამ ენერგიით სავსე.

როგორ შევაჩეროთ დაბერების პროცესი

ფიზიკური დატვირთვა

მოძრაობა ეს სიცოცხლეა. ტყუილად კი არ ამყკიცებენ ექიმები, რომ ფიზიკური დატვირთვის გარეშე შეუძლებელია ჯანმრთელობის და სილამაზის შენარჩუნება. უნდა იმოძრაოთ იმისთვის, რომ გაიუმჯობესოთ სისხლის მიმოქცევა. ორგანიზმის უჯრედებში ხომ სწორედ ასე ხვდება ჟანგბადი და მკვებავი ნივთიერებები. გარდა ამისა სისხლის მიმოქცევა ასუფთავებს ორგანიზმს ტოქსინებისგან და შლაკებისგან. აირჩიეთ თქვენთვის შესაფერისი: ფეხით სიარული, სირბილი, ველოსიპედით სეირნობა, ხტუნაობა ან თუნდაც ცეკვა.

როგორ შევაჩეროთ დაბერების პროცესი

გარდა ამისა ფიზიკური დატვირთვა გვეხმარება სახის ლამაზი ოვალის და ლამაზი სხეულის შენარჩუნებაში. კუნთები უნდა იყოს ტონუსში. იარეთ სპორტ დარბაზში ან თუნდაც ივარჯიშეთ სახლში. ფიზიკური დატვირთვა თქვენთვის საინტერესო საქმედ აქციეთ და ნამდვილად აღარ დაგეზარებათ ყოველდღე ვარჯიშების შესრულება.

როგორ შევაჩეროთ დაბერების პროცესი

ჯანსაღი კვება

კიდევ ერთი მეთოდი რაც სილამაზის, ახალგაზრდობის და კარგი განწყობის შესანარჩუნებლადაა საჭირო. ეცადეთ რაციონიდან ამოიღოთ ცხიმიანი და ტკბილი სწრაფი კვების საკვები. არ არის საჭირო მკაცრი წესების დაცვა და უარის თქმა თქვენთვის საყვარელ საკვებზე ან მლიანად რაციონის შეცვლა. საკმარისია მხოლოდ ეტაპობრივად და ნელ-ნელა მაქსიმალურად ამოიღოთ რაციონიდან მავნე საკვები. ჩაანაცვლეთ ისინი ჯანსაღი და სასარგებლო საკვებით, თანამედროვე ბაზარზე ხომ უკვე დიდი არჩევანია ამ მხრივ.

როგორ შევაჩეროთ დაბერების პროცესი

სტაბილური წონა

წონის მკვეთრი აკრეფა ან დაკლება ორგანიზმისთვის დიდ სტრესს წარმოადგენს. არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც, მაგრამ ეცადეთ ყოველთვის მიაქციოთ ყურადღება თქვენს წონას.

შიმშილი პერიოდულად

დაბერების პროცესთან გასამკლავებლად საკმაოდ ძლიერ მეთოდს წარმოადგენს პერიოდულად შიმშილობა. შეგიძლიათ დაიწყოთ რამოდენიმე საათით, ეს არ არის რთული. რეალურ შედეგს დაინახავთ მაშინ, როცა შიმშილის პერიოდი ავა 16 საათამდე. ამ დროს არ უნდა შეჭამოთ აბსოლუტურად არაფერი, მხოლოდ წყალი უნდა მიიღოთ. მაგალითად: თქვენ შეგიძლიათ იკვებოთ 11:00 საათიდან 19:00 საათამდე და დანარჩენი დრო უბრალოდ აღარაფერი ჭამოთ. ეს არც თუ ისე ღტულად ჟღერს ხომ ასეა?

როგორ შევაჩეროთ დაბერების პროცესი

ჯანსაღი ძილი

ჩვენი ორგანიზმი ძილის  და დასვენების დროს აღიდგენს ენერგიას, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ძილის რეჟიმის დაცვა. იდეალური ფორმულა არ არსებობს. ვიღაცისთვის საკმარისია 7 საათიანი ძილი, ხოლო სხვისთვის შეიძლება 9 საათიანი ძილი იყოს საკმარისი. მთავარია დაწვეთ და ადგეთ სწორად შერჩეულ დროს. ენდეთ თქვენს ბიოლოგიურ საათს და თავად შეაგინეთ თქვენი რეჟიმი. მინდა ავღნიშნო, რომ ღამის 3:00 საათიდან დილამდე ძილი უფრო სასარგებლოა, ვიდრე 23:00 საათიდან დილის 7:00 საათამდე. ორგანიზმის სწორედ ღამე აღიდგენს საჭირო ენერგიას.

როგორ შევაჩეროთ დაბერების პროცესი

ინტელექტუალური შრომა

ალბათ თქვენც შეხვედრილხართ ახალგაზრდა ადამიანებს, ვინც ასაკოვანი ადამიანივით აზროვნებს ან პირიქით, ხანში შესულ ადამიანს რომელიც ახალგაზრდულად აზროვნებს. ტვინი არის ჩვენი ორგანიზმის ცენტრი. სწორედ ის წყვეტს როდის მოვა დაბერების დრო. თუ თქვენ მიაწვდით მას ინტელექტუალურ დატვირთვას, ტვინი ფიქრობს რომ ჯერ ადრეა სიკვდილზე ფიქრი. გარდა ამისა გონების დატვირთვის გარეშე ადამიანი ხდება მოდუნებული და ნელ-ნელა ეკარგება ყველაფრის სურვილი. ეცადეთ ტვინი გქონდეთ მუდამ ტონუსში, განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენი სამუშაო არ უკავშირდება გონებრივ და ინტელექტუალურ დატვირთვას.

როგორ შევაჩეროთ დაბერების პროცესი

სტრესის კონტროლი

ალბათ შეგიმჩნევიათ თუ როგორ უცებ ბერდებიან და კარგავენ ინტერესს ყველაფრის მიმართ დიდი ცხოვრებისუელი სტრესის შემდეგ ადამიანები. მწარე ემოციები ნამდვილად დიდ დარტყმას აყენებს ორგანიზმს. მიუხედავად ამისა პატარა სტრესი სასარგებლოც კი არის ჯანმრთელობისთვის. ის ააქტიურებს და ატონიზირებს ჩვენს ორგანიზმს.

აი ქრონიკულ მღელვარებასთან კი უკვე ბრძოლაა საჭირო. ეცადეთ თავი აარიდოთ სტრესულ გარემოს და იმ ადამიანებსაც, ვინც ცუდად მოქმედებს თქვენზე. შეიცვალეთ სამსახურიც, სადაც სტრესის ქვეშ გიწევთ მუშაობა. ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი არაფერია და ნურაფერს დააყენებს მის წინ.

როგორ შევაჩეროთ დაბერების პროცესი

ამ პერიოდში განსაკუთრებით საჭიროა რაციონიდან კოფეინის შემცველი და ტკბილი პროდუქტის ამოღება. არ დაგავიწყდეთ მოდუნების შესახებაც. აკეთეთ ის, რაც სიამოვნებას განიჭებთ.

როგორ შევაჩეროთ დაბერების პროცესი

როგორც ჩანს ყველაფერი საკმაოდ მარტივია ხომ? უბრალოდ შეცვალეთ თქვენი ცხოვრების სტილი. დაუთმეთ დრო თქვენს ფიზიკურ და მენტალურ განვითარებას. თავი აარიდეთ სტრესულ სიტუაციებს და თავადვე სეამჩნევთ თუ როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ. თავს იგრძნობთ ყოველთვის მხნედ და ახალგაზრდულად.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
როგორ შევაჩეროთ დაბერების პროცესი
როგორ განვთავისუფლდეთ ხვრინვისგან