როგორ უნდა მოვუაროთ სახის კანს: 7 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომელიც უნდა გამოვასწოროთ

როგორ უნდა მოვუაროთ სახის კანს: 7 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომელიც უნდა გამოვასწოროთ

თანამედროვე ცხოვრებაში არა მხოლოდ კანის მოვლაა სასიამოვნო, არამედ სიბერის ნიშნების გაქრობა. გარკვეული ჰიგიენური პროცედურები ნამდვილად კარგია თქვენი სახის კანისთვის, მაგრამ მეორე ნაწილი ვნებს და ჯობია დროულად დაფიქრდეთ ამის შესახებ. მნიშვნელოვანია ყველაფერი: შემადგენლობა, მოხმარების წესის დაცვა, თქვენს კანის ტიპთან შესაბამისობა და ა.შ.

როგორ უნდა მოვუაროთ სახის კანს: 7 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომელიც უნდა გამოვასწოროთ
არც ისე იშვიათადაა, რომ ქალბატონები გაუაზრებლად და ყოველდღიურად უშვებენ ერთი და იმავე შეცდომებს. კარგ შემთხვევაში პროცედურა უბრალოდ უშედეგოა, მაგრამ ცუდ შემთხვევაში ის იწვევს დამატებით პრობლემებს. დღეს ჩვენ გაგაცნობთ სახის კანის ხარისხიანი მოვლის საშუალებებს და აქვე მოგაწვდით ინფორმაციას, თუ როგორ უნდა შეინარჩუნოთ მარტივად იდეალური სახის კანი.

როგორ უნდა მოვუაროთ სახის კანს: 7 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომელიც უნდა გამოვასწოროთ

სახის კანის პრობლემების თავიდან ასაცილებლად საუკეთესო პროფილაქტიკა რაღა თქმა უნდა კოსმეტოლოგთან დროული ვიზიტია. თუ პრობლემა დიდი ხნის მანძილზე არ გვარდება, მაშინ კი დერმატოლოგს უნდა მიმართოთ. თუმცა სახის კანის იდეალურ მდგომარეობაში შესანარჩუნებლად თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი რჩევები.

1. არ შეეხოთ კანს საწვეთურით

როგორ უნდა მოვუაროთ სახის კანს: 7 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომელიც უნდა გამოვასწოროთ

სარეკლამო რგოლებში ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ გვიამბობენ გოგონები სასწაულმოქმედი სახის მოვლის საშუალებების შესახებ. მაგალითისთვის ამჯერად სახის შრატი გამოგვადგება, რომელსაც იყენებენ საწვეთურის საშუალებით სახეზე შეხებით. თავიდანვე გეტყვით, რომ ეს ქმედება ერთი დიდი შეცდომაა, რადგან კოსმეტიკური საშუალების (ამ შემთხვევაში საწვეთურის) ნებისმიერი პირდაპირი კონტაქტი სახის კანთან დაუშვებელია. უბრალოდ დაიწვეთეთ საშუალება სუფთა ხელებზე და ისე დაიტანეთ სახის კანზე.

2. კანის მუდმივი დატენიანება

როგორ უნდა მოვუაროთ სახის კანს: 7 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომელიც უნდა გამოვასწოროთ

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითია – თუ კანი კარგად გამოიყურება ე.ი. მისი დატენიანება საჭირო არ არის. დამატებითი დატენიანების გარეშე სახის კანი ბევრად ფაქიზი ხდება და ჩნდება ადრეული ნაოჭები, გაღიზიანება, სიმშრალე, აქერცვლა და სიშავე. კრემის წასმა აუცილებელია ყოველდრიურად დილას და საღამოს. წელიწადის თბილ დროს გამოიყენეთ მსუბუქი ტექტსურის სახის კრემი, ხოლო წელიწადის ცივ დროს მეტად ცხიმიანი და მკვებავი.

3. ცხელი წყალი

როგორ უნდა მოვუაროთ სახის კანს: 7 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომელიც უნდა გამოვასწოროთ

ცხელ წყალი ძალიან ცუდია ნაზი კანისთვის, განსაკუთრებით თავლის გარშემო. ის აფართოებს ფორებს და აშრობს სახის კანს. ასეთი წყალი ანელებს თმის ზრდის პროცესს. თუ გინდათ, რომ გქონდეთ გრძელი წამწამები და ხშირი წარბები, დაივიწყეთ ცხელი წყლის არსებობა. სახის კანისთვის იდეალურია ოთახის ტემპერატურის წყალი.

4. არ დააიგნოროთ ტონიკი

როგორ უნდა მოვუაროთ სახის კანს: 7 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომელიც უნდა გამოვასწოროთ

სახის დაბანის ან გაწმენდის შემდეგ PH ბალანსის აღსადგენად აუცილებელია ტონიკის გამოყენება. ეცადეთ იგი აარჩიოთ იმავე ფირმის ხაზიდან, რომლის სახის კრემსაც იყენებთ.

5. ტუჩის კანის მოვლა

როგორ უნდა მოვუაროთ სახის კანს: 7 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომელიც უნდა გამოვასწოროთ

რაც არუნდა უცნაური იყოს, თუჩების გარშემო ტერიტორია ყველაზე მეტად გასცემს ასაკს. დროთა განმავლობაში კანი ხდება გამომშრალი. ამიტომ საჭიროა დღის განმავლობაში დამატენიანებელი ბალზამის გამოყენება.

6. არ შეცვალოთ სახის მოვლის საშუალება ხშირად

როგორ უნდა მოვუაროთ სახის კანს: 7 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომელიც უნდა გამოვასწოროთ

განსაკუთრებით ძნელია კოსმეტიკური საშუალებების შეძენისგან თავის შეკავება ფასდაკლებების დროს. თუმცა მაინც ღირს უარის თქმა სპონტანურ შენაძენზე, რათა დაიცვათ საკუთარი სახის კანი ექსპერიმენტებისგან. ნებისმიერ კანს უყვარს სისტემატიური და მუდმიმი მოვლა. ხშირად ცვლილება არც ისე წარმატებულია და ეს ძალიან დიდ ზიანს აყენებს კანს. ასეთი მიდგომა იწვევს ალერგიულ რეაქციებს და ანთებით პროცესებსაც კი.

7. სახისთვის აიღეთ ცალკე პირსაწმენდი

როგორ უნდა მოვუაროთ სახის კანს: 7 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომელიც უნდა გამოვასწოროთ

ეს ერთი შეხედვით უწყინარი ნივთი შესაძლოა გახდეს კანის გაღიზიანების ან ანთების წარმოქმნის მიზეზი. სველი პირსახოცი იდეალურია ბაქტერიების გასამრავლებლად და გასავრცელებლად. ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა პირსახოცის კარგად გაშრობა ყოველი გამოყენების შემდგომ. ყველაზე კარგია თუ სახისთვის ცალკე პირსაწმენდს გამოიყენებთ. სპეციალისტები რეკომენდაციას უწევენ ქაღალდის ხელსაწმენდს. ასე ბევრად კომფორტულია სახის შეწმენდა და ბევრად ნაკლებია შანსი კანის დაზიანებისა.

დაიმახსოვრეთ, რომ თავის სწორი მოვლა ერთი დიდი მეცნიერებაა. ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს სწორი კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი. თუმცა დასაწყისისთვის ეს ელემენტარული წესებიც მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
როგორ უნდა მოვუაროთ სახის კანს: 7 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომელიც უნდა გამოვასწოროთ
უძლიერესი ნატურალური საშუალება , რომელიც მომენტალურად შეგიმსუბუქებთ სახსრების ტკივილს და დაგეხმარებათ სახსრების პრობლემის განკურნებაში.