დიდი ხანია რაც აღარ დავდივარ სალონში კოსმეტიკურ პროცედურებზე. სახლში ვამზადებ ნახშირისა და ჟელატინის ნიღაბს,

маска для лица с углем и желатином
маска для лица с углем и желатиномბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა ე.წ. ქსოვილის სახის ნიღბები. ისინი არც ისე იაფი ღირს და ეფექტურობითაც დიდად ვერ გამოირჩევა. მე დიდი ხანია უარი ვთქვი სალონურ პროცედურებზე და მსგავს საშუალებებზე. დღეს გაგიზიარებთ ჟელატინისა და ნახშირის ნიღბის რეცეპტს. დეტალურად აგიღწერთ თითოეულ ნაბიჯს.

ჟელატინის და ნახშირის სახის ნიღაბი

ეს ნიღაბი სიღრმისეულად წმენდს ფორებს და გაგანთავისუფლებთ ე.წ. შავი წერტილებისგან. ის ძვირადღირებული სალონური პროცედურების შესანიშნავი ალტერნატივაა.

შედეგს 2-3 პროცედურის შემდეგ უკვე თვალსაჩინოდ დაინახავთ. კიდევ ერთი დიდი პლიუსი ის არის, რომ ეს ნიღაბი მზადდება ყველასთვის ხელმისაწვდომი და იაფიანი ინგრედიენტებით.

маска из желатина и угля

დაგჭირდებათ:

– 1-2 აბი ნახშირი

– 2 ს.კ. თბილი წყალი

– 1 ს.კ. ჟელატინი

მომზადების და გამოყენების წესი:

1. 30 გრადუსამდე გააცხელეთ წყალი და ჩაყარეთ ჟელატინი. მოურიეთ და დაელოდეთ მის ბოლომდე გახსნას.

маска с активированным углем и желатином

2. მიღებულ ჟელატინს დაუმატეთ დაფშვნილი ნახშირი და კარგად მოურიეთ.

3. ნიღბის წასმამდე აუცილებელია  კანის ფორების გახსნა. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ორთქლის აბაზანა სოდისთ ან ეთერზეთებით. 7-8 წუთიანი პროცედურა სავსებით საკმარისია.

4. ორთქლის აბაზანის შემდეგ დაელოდეთ როდის შეშრება კანი და დანარჩენი გაიწმინდეთ ქაღალდის ხელსახოცით

желатиновая маска

5. წაისვით ნიღაბი სახეზე. გამოტოვეთ თვალის გარშემო ტერიტორია. დაიტოვეთ ნიღაბი 30 წუთით და ნახავთ, რომ გადაიქცევა ერთ მთლიან მასად. მის მოსახსნელად უნდა საჭიროა კიდეებზე ხელის მოკიდება და უცებ აძრობა, მიმართულებით ზევიდან ქვევით. ამის შემდეგ ჩამოიბანეთ სახე ცივი წყლით და წაისვით დამატენიანებელი სახის კრემი.

როგორ მოვიქცეთ თუ ჯელატინის ნიღაბი ბოლომდე ვერ მოვიშორეთ სახის კანიდან?

ამისთვის გამოიყენეთ სახის გამწმენდი რძე, სასურველია იყოს მაღალი ცხიმის შემცველობით. წაუსვით ბამბის დისკზე და კარგად დაიმასაჟეთ ის მონაკვეთი, სადაც ნიღაბი დარჩა.

очиищающая маска для лица с желатином

ჯელატინის ნიღბის სხვა ვერსიები

თუ ნიღბის მომზადებისას წყლის მაგივრად რძეს გამოიყენებთ, ეს კანის ერთგვაროვანი ფერის მიღებაში დაგეხმარებათ. გახსენით თბილ რძეში ჟელატინი პროპრორციით 1:6-თან ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. წაისვით და გაიჩერეთ 20 წუთით.

თუ კანის გათეთრება გსურთ, ჯელატინის მასას გაურიეთ 1 ჩ.კ. ახლად დაწურული კიტრის წვენი რბილობის გარეშე. ეს ნიღაბი პიგმენტების და არათანაბარი ფერის წინააღმდეგაც ძალიან ეფექტურია.

маска с желатином для очищения пор

სიმშრალისკენ მიდრეკილი კანისთვის გამოიყენეთ ჯელატინისა და გლიცერინის ნიღაბი. უბრალოდ გაურიეთ წყალში გახსნილი გლიცერინი ჟელატინის მასას. შეგიძლიათ დაუმატოთ 1 ჩ.კ. თაფლიც. ნიღაბი უნდა გაიჩეროთ 20 წუთით და ჩამოიბანოთ თბილი წყლით.

ცხიმიანი კანისთვის რეკომენდირებულია ჟელატინის და თიხის ნიღაბი. ჟელატინის მასას გაურიეთ თიხა (თეთრი, ვარდისფერი ან ცისფერი). შეგიძლიათ რამოდენიმე წვეთი ლიმონის ან ჩაის ხის ეთერზეთიც დაუმატოთ. (ზედმეტი არ მოგივიდეთ, რათა კანი ზედმეტად არ გამოშრეს)

желатиновая маска для лица с углем

გაფართოებულ ფორებს და ცხიმისგან გამოწვეულ სიპრიალეს კარგად უმკლავდება კვერცხის ცილა. ჟელატინის მასას გაურიეთ კვერცხის ცილა და დაიდეთ სახეზე 15 წუთით. ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

გაფართოებულ ფორებს და გამონაყარს კარგად უმკლავდება ჟელატინის და სახამებლის ნიღაბი. ჟელატინის მასას გაურიეთ 1 ჩ.კ. სახამებელი და 1 ცალი კვერცის ცილა. გაიჩერეთ 20 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია
დიდი ხანია რაც აღარ დავდივარ სალონში კოსმეტიკურ პროცედურებზე. სახლში ვამზადებ ნახშირისა და ჟელატინის ნიღაბს,
Вздутие и спазмы живота: причины и лечение
განთავისუფლდით მუცლის შებერილობისგან ერთ ღამეში!