ჭარხლის სასმელი

thumb1

thumb1

ხალხურ მედიცინაში ჭარხალი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის ძალიან კარგად ართმევს თავს სხვადასხვა პრობლემას ან გამოიყენება პროფილაქტიკურ საშუალებად სხვადასხვა დაავადების დროს.
თუ ჭარხალს დაუმატებთ ვაშლს და სტაფილოს, თქვენ მიიღებთ ნამდვილ ვიტამინების ბომბას. ის გააჯანსაღებს ორგანიზმს, რაც გარეგნულ მხარეზეც აისახება.

ჭარხლის სასმელის სასარგებლო თვისებები

ჭარხლის სასმელი

  1. აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას;
  2. ხელს უწყობს წონის დაკლებას;
  3. ასუფთავებს ორგანიზმს ტოქსინებისგან და შლაკებისგან;
  4. შეიცავს ლიპოტროპულ ნივთიერებებს, რომელიც არეგულირებენ ცხიმების მიმოცვლას და დადებითად მოქმედბენ ღვიძლის მუშაობაზე;
  5. დაგეხმარებათ სისხლის მიმოქცევის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემების დროს;
  6. გაგანთავისუფლებთ უძილობისგან და შეამცირებს სტრესის ნეგატიურ გავლენას;
  7. დააჩქარებს უჯრედების განახლების პროცესს, რასაც აქვს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი.

ჭარხლის სასმელი

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • 1 ცალი ჭარხალი
  • 2 ცალი სტაფილო
  • 1 ცალი ვაშლი

ჭარხლის სასმელი

მომზადების წესი:

  1. ყველა პროდუქტი კარგად გარეცხეთ და გაფრცქვენით.
  2. დაჭერით ყველა კუბიკებად და გადაიტანეთ წვენსაწურში.
  3. სურვილისამებრ შეგიძლიათ ცოტა ლიმონის წვენიც დაუმატოთ.
  4. ეს სასმელი უნდა დალიოთ ახლად დაწურული. ნუ შეინახავთ მას მზა მდგომარეობაში.

ეს სასმელი გაწმენდს ღვიძლს. მას აქვს შარდმდენი ეფექტი, რაც ორგანიზმს ეხმარება შლაკებისგან და ტოქსინებისგან განთავისუფლებაში. თქვენ შეამჩნევთ კიდეც, რომ ეს სასმელი წონის დაკლებაშიც დაგეხმარებათ.

არ უნდა დავივიწყოთ უკუჩვენებების შესახებაც. ამ სასმელის მიღება არ არის რეკომენდირებული მათთვის, ვისაც აქვს ოსტეოპოროზი, შაქრიანი დიაბეტი, ნაღვლის ბუშტის და თირკმელების პრობლემა.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია