ბუნების კიდევ ერთი საჩუქარი – ვერხვის ქერქი. ნატურალური სამკურნალო საშუალება თქვენი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

ბუნების კიდევ ერთი საჩუქარი – ვერხვის ქერქი. ნატურალური სამკურნალო საშუალება თქვენი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

ბუნების ძალა მაღთლაც რომ განუზომელი და ამოუხსნელია. ბუნება გვაძლევს ყველანაირ სამკურნალო და სასარგებლო ნივთიერებებით სავსე საშუალებებს ჩვენი ჯანრთელობისთვის. ერთ–ერთი ასეთი ბუნების საჩუქარი ვერხვის ქერქია. ვერხვის ქერქის ნაყენი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უამრავი რპობლემის მოგვარებაში დაგვეხმარება.

ქერქი საკმაოდ მდიდარია სასარგებლო კომპონენტებით: ფენოგლიკოზიდები, ნახშირწყლები, კაროტინი, С ვიტამინი, ასკორბინის მჟავა, ვაშლის ნეზოური, ცხიმოვანი და ეთერული ზეთები.

ბუნების კიდევ ერთი საჩუქარი – ვერხვის ქერქი. ნატურალური სამკურნალო საშუალება თქვენი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

ქერქის შემადგელობაში განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა სალიცინი. ამ ნივთიერებისგან მიიღება აცეტილსაცილის მჟავა, რომელიც აფთიაქში ასპირინის სახელითაა ცნობილი.

ბუნების კიდევ ერთი საჩუქარი – ვერხვის ქერქი. ნატურალური სამკურნალო საშუალება თქვენი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

სალიცინზე დამზადებულ აბებს აქვთ ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი ეფექტი. როგორც ზევით მოგახსენეთ ვერხვის ქერქში განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა ეს ნივთიერება, ამიტომ მისი ნაყენი შესანიშნავია გაციების, ანგინის და ვირუსული დაავადებების დროს. ის ასევე შესანიშნავად ხსნის თავის ტკივილს.

ბუნების კიდევ ერთი საჩუქარი – ვერხვის ქერქი. ნატურალური სამკურნალო საშუალება თქვენი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

ვერხვის ქერქის სასარგებლო თვისებებზე საუბარი ვფიქრობ დაუსრულებლად შეიძლება, რადგან მას ასევე აქვს ჭრილობის შეხორცების პროცესის დამაჩქარებელი, ტკივილგამაყუჩებელი და სისხლში შაქრის დონის დამარეგულირებელი ეფექტი.

ბუნების კიდევ ერთი საჩუქარი – ვერხვის ქერქი. ნატურალური სამკურნალო საშუალება თქვენი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

ის ასევე ეფექტურად აყუჩებს კბილის ტკივილს და ნერვული აშლილობის დროს აქვს დამამშვიდებელი მოქმედება. ნაყენის მიღება ხდება შარდსასქესო, საჭმლის მომნელებელი, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემების დაავადებებისა და მეტაბოლისტური დარღვევების დროს.

ბუნების კიდევ ერთი საჩუქარი – ვერხვის ქერქი. ნატურალური სამკურნალო საშუალება თქვენი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

ამ საშუალებას ნაღველმდენი და ჭიების საწინააღმდეგო ეფექტიც აქვს.

როგორ მოვამზადოთ ნაყენი?


დაგჭირდებათ:

– 1 ს.კ. ქერქი
– 1 ჭიქა წყალი

მომზადების წესი:

მოათავსეთ ჭურჭელში 1 ს.კ. დაქუცმაცებული ვერხვის ქერქი, დაასხით 1 ჭიქა წყალი და დადგით ნელ ცეცხლზე. წამოდუღებიდან 3 წუთი გაჩერეთ და გადმოდგით. დაახურეთ თავსახური და დადგით 1 საათით. მიღებული ნაყენი გადაწურეთ და გადაიტანეთ შუშის ჭურჭელში.

მიღების წესი:

უნდა მიიღოთ დღეში 3–ჯერ, 50 მლ. ჭამამდე 30 წუთით ადრე.

 

გაითვალსიწინეთ! ამ საშუალების მიღება არაა რეკომენდირებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. ასევე ყაბზობის და ნაწლავის გამტარობის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
ბუნების კიდევ ერთი საჩუქარი – ვერხვის ქერქი. ნატურალური სამკურნალო საშუალება თქვენი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
ჯადოსნური მკურნალი თქვენს ეზოშია! მოამზადეთ კაკლის ფოთლებისგან ჩაი და…