ამ ელემენტის ნაკლებობა იწვევს ალცაიმერის, მანკის და უილსონის დაავადების განვითარებას! გაიგეთ რომელი პროდუქტია მისი საბადო…

ამ ელემენტის ნაკლებობა იწვევს ალცაიმერის, მანკის და უილსონის დაავადების განვითარებას! გაიგეთ რომელი პროდუქტია მისი საბადო...

ელემენტი, რომლის ნაკლებობაც იწვევს ალცაიმერის, მანკის და უილსონის დაავადების განვითარებას, არის სპილენძი. ამ ელემენტის ნაკლებობა ან სიჭარბე უარყოფითად მოქმედებს ტვინის მუშაობაზე.

სპილენძი ხელს უწყობს სისხლში წითელი უჯრედების წარმოქმნას, ნერვული უჯრედების სწორ ფუნქციონირებას, იმუნური სისტემის გაუმჯობესებას, კოლაგენის სინთეზს, რკინის შეწოვას ორგანიზმის მიერ და ენერგიის გამომუშავებას.

ექიმების აზრით, აუცილებელია ყოველდღე 1,4–3 მგ. სპილენძის მიღება. ყველაზე მეტად ეს ელემენტი გვხვდება კუნთის ძვალში, გულში, ღვიძლში, ტვინში და თირკმელებში.

 

სპილენძის სასარგებლო თვისებები

სპილენძი ადამიანის ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ნივთიერებაა. მისი ნაკლებობის დროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების დაზიანება ხდება, რადგან სპილენძი გროვდება სისხლში, ტვინში, ღვიძლში, თირკმელებში, კუნთებში და ძვლებში.

სპილენძი მნიშვნელოვანია ქსოვილებისა და უჯრედების ზრდისა და განვითარებისთვის. სპილენძი აუცილებელი ელემენტია სისხლის ფორმირებისთვის.


კარდიოვასკულური დაავადებების პროფილაქტიკა

გულის უკმარისობის დროს ექიმები ურჩევენ პაციენტებს სპილენძის მიღებას, რადგან სპილენძის დეფიციტის დროს იზრდება ქოლესტერინის კონცენტრაცია და იზრდება წეზოლა.

იცავს იმუნიტეტს
სპილენძის დეფიციტი ნეიტროფენიას იწვევს. ნეიტროფენიის დროს ხდება სისხლში ნეიროფილების შემცირება, რომელიც ინფექციებს ებრძვის. ნეიროფილების შემცირებული რაოდენობა საკმაოდ საშიშია ადამიანისთვის, რადგან ორგანიზმი ამ დროს დაუცველი ხდება.

ოსტეოპოროზისგან დაცვა
სპილენძის დეფიციტის დროს იზრდება ოსტეოპოროზის რისკი და მცირდება ძვლის სიმკვრივე.

ელასტინის და კოლაგენის წარმოება
ელასტინი და კოლაგენი ორი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია ორგანიზმისთვის. სპილენძი კანის დაბერებას უშლის ხელს, რადგან აქვს ანტიოქსიდანტური თვისებები.


რას იწვევს სპილენძის ნაკლებობა?

– წონის დაკარგვა არაბუნებრივი ტემპით
– ანემია
– ზრდის შეფერხება
– გულის კუნთის ატროფი
– კანის დაავადებები
– თმის ცვენა
– ქრონიკული დაღლილობა
– ხშირი ინფექციები
– ოსტეოპოროზი
– ქოლესტერინის დაგროვება

როცა სპილენძის ნაკლებობა უკვე ქრონიკულ სახეს იღებს, ვითარდება ანევრიზმა. ეს საკმაოდ საშიში დაავადებაა. ანევრიზმა გულ-სისხლძარღვთა სისტემის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ დაავადებად მიიჩნევა. ის აზიანებს და ცვლის სისხლძარღვის კედლის სტრუქტურას, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი კარგავს ელასტიურობას და ხელშემწყობი ფაქტორის დართვის შემთხვევაში შესაძლოა გასკდეს კიდეც, რასაც სისხლის მიმოქცევის მოშლა მოჰყვება.

როგორ შევავსოთ სპილენძის რაოდენობა ორგანიზში?

მიირთვით მარცვლეული, თხილი, კენკრა, ჭვავის პური, ბოსტნეული, ხილი, კარტოფილი, კამა, თევზი, ზღვის პორდუქტები, ახალი ხორცი და რძის პროდუქტები.

სპილენძი სასმელ წყლშიც არის 1ლ. – 1 მგ.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

 

შეაფასეთ სტატია
ამ ელემენტის ნაკლებობა იწვევს ალცაიმერის, მანკის და უილსონის დაავადების განვითარებას! გაიგეთ რომელი პროდუქტია მისი საბადო…
3 ნიშანი, რომელიც ართრიტზე მიუთითებს. რა უნდა გააკეთოთ მისი პრევენციისთვის, გაიგეთ აქ…